პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ დღეს აუზში ბანაობ და მეორე დღეს ყველაფერი ფერფლად იქცევა..." - ლოს ანჯელესში ხანძრის შედეგად ვარსკვლავების მრავალმილიონიანი სახლებიც დაიწვა
"ერთ დღეს აუზში ბანაობ და მეორე დღეს ყველაფერი ფერფლად იქცევა..." - ლოს ანჯელესში ხანძრის შედეგად  ვარსკვლავების მრავალმილიონიანი სახლებიც დაიწვა

ლოს ან­ჯე­ლეს­ში კვლავ ხან­ძა­რი მძვინ­ვა­რებს, ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლია ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი. და­იწ­ვა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, მათ შო­რის, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი სა­სახ­ლე­ე­ბი,

  • ბილი კრის­ტა­ლი და პე­რის ჰილ­ტო­ნი იმ ვარ­სკვლა­ვებს შო­რის არი­ან, რომ­ლებ­მაც ხან­ძრის შე­დე­გად სახ­ლე­ბი და­კარ­გეს.

მე­დი­ის ცნო­ბით, ამ დრო­ის­თვის სა­ერ­თო ჯამ­ში, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ათას­ზე მეტი ნა­გე­ბო­ბა. ცე­ცხლი გავ­რცე­ლე­ბუ­ლია იმ არე­ალ­ში, სა­დაც კი­ნო­ვარ­სკვლა­ვე­ბის მდიდ­რუ­ლი ვი­ლე­ბი მდე­ბა­რე­ობს.

  • "ერთ დღეს აუზ­ში ბა­ნა­ობ და მე­ო­რე დღეს ყვე­ლა­ფე­რი ქრე­ბა“, - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მსა­ხი­ო­ბი ჯე­იმს ვუდსი, რომ­ლის სახ­ლიც ხან­ძრის შე­დე­გად და­იწ­ვა.

ფილმ "როცა ჰარი შეხ­ვდა სა­ლის" ვარ­სკვლა­ვი, მსა­ხი­ო­ბი ბილი კრის­ტა­ლი ამ­ბობს, რომ გული სტკი­ვა სახ­ლის და­კარ­გვის გამო, რად­გან მათ­თვის ეს სახ­ლი ის­ტო­რია იყო. ბილი ამ­ბობს, რომ სახ­ლში რო­მე­ლიც და­იწ­ვა, ცოლ­თან ერ­თად 1979 წლი­დან ცხოვ­რობ­და.

"ჩვენ აქ გავ­ზარ­დეთ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, ჩვე­ნი სახ­ლის თი­თო­ე­უ­ლი სან­ტი­მეტ­რი სიყ­ვა­რუ­ლით იყო სავ­სე, აქა­უ­რო­ბას­თან უამ­რა­ვი მო­გო­ნე­ბა გვა­კავ­ში­რებ­და“, - ამ­ბობს ბილი კრის­ტა­ლი.

  1. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ცე­ცხლია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სახ­ლე­ბი აქვთ ჯე­ნი­ფერ ენის­ტონს, ბრედ­ლი კუ­პერს, ტომ ჰენკსს, რიზ უი­ზერ­სპუნს, ადამ სენდლერს, მა­იკლ კი­ტონს და სხვა ვარ­სკვლა­ვებს.

სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსე­ლის მემ­კვიდ­რემ პე­რიზ ჰილ­ტონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი სახ­ლიც ხან­ძრის შე­დე­გად და­იწ­ვა.

"ოჯახ­თან ერ­თად პირ­და­პირ ეთერ­ში უყუ­რებ­დე, რო­გორ იწ­ვის შენი სახ­ლი, არის ის სა­ში­ნე­ლე­ბა, რაც არა­ვინ არ უნდა გა­მოს­ცა­დოს. ეს ის სახ­ლია, სა­დაც ამ­დე­ნი ძვირ­ფა­სი მო­გო­ნე­ბა შე­ვაგ­რო­ვეთ. ვლო­ცუ­ლობ ხან­ძრით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის­თვის“, - წერს პე­რის ჰილ­ტო­ნი "ინ­სტაგ­რამ­ზე".

გარ­და ამი­სა, და­იწ­ვა ლე­ი­ტონ მის­ტე­რის, ადამ ბრო­დი­სა და მენ­დი მუ­რის სახ­ლე­ბიც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ერთ დღეს აუზში ბანაობ და მეორე დღეს ყველაფერი ფერფლად იქცევა..." - ლოს ანჯელესში ხანძრის შედეგად ვარსკვლავების მრავალმილიონიანი სახლებიც დაიწვა

"ერთ დღეს აუზში ბანაობ და მეორე დღეს ყველაფერი ფერფლად იქცევა..." - ლოს ანჯელესში ხანძრის შედეგად  ვარსკვლავების მრავალმილიონიანი სახლებიც დაიწვა

ლოს ანჯელესში კვლავ ხანძარი მძვინვარებს, ევაკუირებულია ათიათასობით ადამიანი. დაიწვა საცხოვრებელი სახლები, მათ შორის, ცნობილი ადამიანების მრავალმილიონიანი სასახლეები,

  • ბილი კრისტალი და პერის ჰილტონი იმ ვარსკვლავებს შორის არიან, რომლებმაც ხანძრის შედეგად სახლები დაკარგეს.

მედიის ცნობით, ამ დროისთვის საერთო ჯამში, განადგურებულია ათასზე მეტი ნაგებობა. ცეცხლი გავრცელებულია იმ არეალში, სადაც კინოვარსკვლავების მდიდრული ვილები მდებარეობს.

  • "ერთ დღეს აუზში ბანაობ და მეორე დღეს ყველაფერი ქრება“, - წერს სოციალურ ქსელში მსახიობი ჯეიმს ვუდსი, რომლის სახლიც ხანძრის შედეგად დაიწვა.

ფილმ "როცა ჰარი შეხვდა სალის" ვარსკვლავი, მსახიობი ბილი კრისტალი ამბობს, რომ გული სტკივა სახლის დაკარგვის გამო, რადგან მათთვის ეს სახლი ისტორია იყო. ბილი ამბობს, რომ სახლში რომელიც დაიწვა, ცოლთან ერთად 1979 წლიდან ცხოვრობდა.

"ჩვენ აქ გავზარდეთ ჩვენი შვილები და შვილიშვილები, ჩვენი სახლის თითოეული სანტიმეტრი სიყვარულით იყო სავსე, აქაურობასთან უამრავი მოგონება გვაკავშირებდა“, - ამბობს ბილი კრისტალი.

  1. აღსანიშნავია, რომ იმ ადგილებში, სადაც ცეცხლია გავრცელებული სახლები აქვთ ჯენიფერ ენისტონს, ბრედლი კუპერს, ტომ ჰენკსს, რიზ უიზერსპუნს, ადამ სენდლერს, მაიკლ კიტონს და სხვა ვარსკვლავებს.

სასტუმროების ქსელის მემკვიდრემ პერიზ ჰილტონმა განაცხადა, რომ მისი სახლიც ხანძრის შედეგად დაიწვა.

"ოჯახთან ერთად პირდაპირ ეთერში უყურებდე, როგორ იწვის შენი სახლი, არის ის საშინელება, რაც არავინ არ უნდა გამოსცადოს. ეს ის სახლია, სადაც ამდენი ძვირფასი მოგონება შევაგროვეთ. ვლოცულობ ხანძრით დაზარალებული ოჯახებისთვის“, - წერს პერის ჰილტონი "ინსტაგრამზე".

გარდა ამისა, დაიწვა ლეიტონ მისტერის, ადამ ბროდისა და მენდი მურის სახლებიც.