მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გავარჩიოთ გრიპი ჩვეულებრივი გაციებისგან და რა საგანგაშო სიმპტომების გამოვლენისას უნდა მივმართოთ ექიმს - ინგა მამუჩიშვილის რჩევები
როგორ გავარჩიოთ გრიპი ჩვეულებრივი გაციებისგან და რა საგანგაშო სიმპტომების გამოვლენისას უნდა მივმართოთ ექიმს - ინგა მამუჩიშვილის რჩევები

“სა­ქარ­თვე­ლო­ში გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად მა­ტუ­ლობს, თუმ­ცა ეს მა­ტე­ბა სტა­ბი­ლუ­რია - მო­ლო­დი­ნია, რომ ზრდა შემ­დე­გი კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­შიც გაგ­რძელ­დე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ ორი დღის წინ იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, თსსუ-ის პრო­ფე­სორ­მა, ივა­ნე ჩხა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, 2024-2025 წლის სე­ზონ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი გრი­პის ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის ზრდა არ არის ისე­თი, რო­გო­რიც 2 წლის წინ იყო და შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, პრაქ­ტი­კუ­ლად უც­ვლე­ლია.

რო­გორც ჩხა­ი­ძე აღ­ნიშ­ნავს, დე­კემ­ბერ­ში იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით 36 ბავ­შვი მკურ­ნა­ლობ­და. კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი ამ­ბობს, რომ მათ­გან ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი არც ერთი ყო­ფი­ლა და აქ­ცენტს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე აკე­თებს.

  • რო­გორ გა­ვარ­ჩი­ოთ გრი­პი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­ცი­ე­ბის­გან და რა სა­გან­გა­შო სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სას უნდა მივ­მარ­თოთ ექიმს?

ცნო­ბი­ლი პე­დი­ატ­რი ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი წერს: "სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვირუ­სე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა H1N1, ანუ ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ღო­რის გრი­პია.

რო­დე­საც პა­ცი­ენტს ცხვი­რი­დან გა­მო­ნა­დე­ნი, წა­მოხ­ვე­ლე­ბა, ან სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი სიმპტო­მე­ბი უვ­ლინ­დე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში შეც­დო­მით გრი­პად აღიქ­მე­ბა!!!

გრი­პი შე­და­რე­ბით ვე­რა­გი ვირუ­სია, რო­მე­ლიც ბოლო ორი კვი­რაა ინ­ტენ­სი­უ­რად ვრცელ­დე­ბა, რა­საც უკავ­შირ­დე­ბა მო­მარ­თვი­ა­ნო­ბის მკვეთ­რი გაზ­რდა, ტე­ლე­ფო­ნის უწყვე­ტი ზა­რე­ბი, პა­ნი­კა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, რო­მე­ლიც ჯერ­ჯე­რო­ბით აბ­სო­ლუ­ტუ­რად მოკ­ლე­ბუ­ლია სა­ფუძ­ველს.უე­ცა­რი და­წყე­ბა, შემ­ცივ­ნე­ბა და მის ფონ­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ჰექ­ტი­უ­რი ცხე­ლე­ბა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, ღე­ბი­ნე­ბა, ოს­სალ­გი­ე­ბი და ართრალ­გი­ე­ბი, მი­ალ­გი­ე­ბი,უმა­დო­ბა, მკვეთ­რი ზო­გა­დი სი­სუს­ტე, ძი­ლი­ა­ნო­ბა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, ღე­ბი­ნე­ბა, ასე­ვე ცე­მი­ნე­ბა, ხვე­ლა, ცხვი­რი­დან ლორ­წო­ვა­ნი გა­მო­ნა­დე­ნი ან ცხვი­რით სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა გრი­პის ყვე­ლა­ზე ხში­რი გარ­თუ­ლე­ბა ვირუ­სუ­ლი პნევ­მო­ნი­აა.

ამი­ტომ თუ ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი პი­კე­ბი არ მცირ­დე­ბა მე­სა­მე დღი­დან, ბავ­შვს აღე­ნიშ­ნე­ბა გახ­ში­რე­ბუ­ლი სუნ­თქვა, ხვე­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა, ძი­ლი­ა­ნო­ბა ნუ და­ა­ყოვ­ნებთ და მი­მარ­თეთ ექიმს.ეს ის ძი­რი­თა­დი ნიშ­ნე­ბია, რო­მე­ლიც სე­ზო­ნურ გრიპს ახა­სი­ა­თებს, გრი­პის ვირუ­სის გან­ვი­თა­რე­ბის ციკ­ლი 5-7 დღეა,max-10,რის შემ­დე­გაც ხდე­ბა მისი ელი­მი­ნა­ცია ორ­გა­ნიზ­მი­დან.

ამ­ჟა­მად პრე­ვა­ლი­რებს A ტი­პის ვირუ­სი, გან­სა­კუთ­რე­ბით უტევს ბავ­შვებს, რო­მელ­თა იმუ­ნო­ლო­გი­უ­რი მეხ­სი­ე­რე­ბა ჯერ ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბე­ბე­ლია. გრი­პის ვირუსს ახა­სი­ა­თებს ან­ტი­გე­ნუ­რი სტრუქ­ტუ­რის ხში­რი ცვა­ლე­ბა­დო­ბა, ამი­ტომ იმუ­ნურ სის­ტე­მას ყო­ველ წელს შე­იძ­ლე­ბა უცხო აგენ­ტად მო­ევ­ლი­ნოს და სწო­რედ ამი­ტომ გვაქვს ყო­ველ­წლი­უ­რად გრი­პის ეპი­დე­მია. არა­ნა­ი­რი პა­ნი­კა, უბ­რა­ლოდ დრო­უ­ლად მი­მარ­თეთ ექიმს…ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ ყვე­ლას".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

როგორ გავარჩიოთ გრიპი ჩვეულებრივი გაციებისგან და რა საგანგაშო სიმპტომების გამოვლენისას უნდა მივმართოთ ექიმს - ინგა მამუჩიშვილის რჩევები

როგორ გავარჩიოთ გრიპი ჩვეულებრივი გაციებისგან და რა საგანგაშო სიმპტომების გამოვლენისას უნდა მივმართოთ ექიმს - ინგა მამუჩიშვილის რჩევები

“საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ყოველკვირეულად მატულობს, თუმცა ეს მატება სტაბილურია - მოლოდინია, რომ ზრდა შემდეგი კვირების განმავლობაშიც გაგრძელდება“, - ამის შესახებ ორი დღის წინ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2024-2025 წლის სეზონზე დაფიქსირებული გრიპის ვირუსის შემთხვევების ზრდა არ არის ისეთი, როგორიც 2 წლის წინ იყო და შარშანდელთან შედარებით, პრაქტიკულად უცვლელია.

როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, დეკემბერში იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით 36 ბავშვი მკურნალობდა. კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ მათგან ვაქცინირებული არც ერთი ყოფილა და აქცენტს ვაქცინაციის აუცილებლობაზე აკეთებს.

  • როგორ გავარჩიოთ გრიპი ჩვეულებრივი გაციებისგან და რა საგანგაშო სიმპტომების გამოვლენისას უნდა მივმართოთ ექიმს?

ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი წერს: "საქართველოში გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა H1N1, ანუ ეგრეთ წოდებული ღორის გრიპია.

როდესაც პაციენტს ცხვირიდან გამონადენი, წამოხველება, ან სხვა რესპირაციული სიმპტომები უვლინდება, მოსახლეობაში შეცდომით გრიპად აღიქმება!!!

გრიპი შედარებით ვერაგი ვირუსია, რომელიც ბოლო ორი კვირაა ინტენსიურად ვრცელდება, რასაც უკავშირდება მომართვიანობის მკვეთრი გაზრდა, ტელეფონის უწყვეტი ზარები, პანიკა მოსახლეობაში, რომელიც ჯერჯერობით აბსოლუტურად მოკლებულია საფუძველს.უეცარი დაწყება, შემცივნება და მის ფონზე განვითარებული ჰექტიური ცხელება, თავის ტკივილი, ღებინება, ოსსალგიები და ართრალგიები, მიალგიები,უმადობა, მკვეთრი ზოგადი სისუსტე, ძილიანობა, თავის ტკივილი, ღებინება, ასევე ცემინება, ხველა, ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენი ან ცხვირით სუნთქვის გაძნელება გრიპის ყველაზე ხშირი გართულება ვირუსული პნევმონიაა.

ამიტომ თუ ტემპერატურული პიკები არ მცირდება მესამე დღიდან, ბავშვს აღენიშნება გახშირებული სუნთქვა, ხველის გაძლიერება, ძილიანობა ნუ დააყოვნებთ და მიმართეთ ექიმს.ეს ის ძირითადი ნიშნებია, რომელიც სეზონურ გრიპს ახასიათებს, გრიპის ვირუსის განვითარების ციკლი 5-7 დღეა,max-10,რის შემდეგაც ხდება მისი ელიმინაცია ორგანიზმიდან.

ამჟამად პრევალირებს A ტიპის ვირუსი, განსაკუთრებით უტევს ბავშვებს, რომელთა იმუნოლოგიური მეხსიერება ჯერ ჩამოსაყალიბებელია. გრიპის ვირუსს ახასიათებს ანტიგენური სტრუქტურის ხშირი ცვალებადობა, ამიტომ იმუნურ სისტემას ყოველ წელს შეიძლება უცხო აგენტად მოევლინოს და სწორედ ამიტომ გვაქვს ყოველწლიურად გრიპის ეპიდემია. არანაირი პანიკა, უბრალოდ დროულად მიმართეთ ექიმს…ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას".

წაიკითხეთ ასევე: