მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ მესტიაში მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ მესტიაში მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ყა­ჩა­ღო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე ორ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბა აღ­ნიშ­ნავს, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 5 იან­ვარს, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ზუგ­დი­დი­დან მეს­ტი­ა­ში მი­მა­ვალ უცხო ქვეყ­ნის ორ მო­ქა­ლა­ქეს ყა­ჩა­ღუ­რად თავს და­ესხნენ და გას­ტა­ცეს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი. და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, ჯგუ­ფუ­რად ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლეს. ამის შემ­დეგ, და­ნი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მუ­ქა­რით მე­ო­რე და­ზა­რა­ლე­ბულს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი მოს­თხო­ვეს და გა­ი­ტა­ცეს მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნაკ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

"მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბრალ­დე­ბულ­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გა­უშ­ვეს, ხოლო და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით მოკ­ლუ­ლის ცხე­და­რი მდი­ნა­რე­ში გა­და­აგ­დეს და მი­ი­მალ­ნენ.

ორი­ვე პირს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით (და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა), 179-ე მუხ­ლით (ყა­ჩა­ღო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად), 143-ე მუხ­ლით და 236-ე მუხ­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16 დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

პროკურატურამ მესტიაში მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ მესტიაში მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყება აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 იანვარს, ბრალდებულები ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ და გასტაცეს მობილური ტელეფონები. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა, ჯგუფურად ერთ-ერთი დაზარალებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. ამის შემდეგ, დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მეორე დაზარალებულს მობილური ტელეფონები მოსთხოვეს და გაიტაცეს მესტიის რაიონის სოფელ ნაკრის მიმართულებით.

"მოგვიანებით, ბრალდებულმა დაზარალებული გაუშვეს, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით მოკლულის ცხედარი მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ.

ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა), 179-ე მუხლით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), 143-ე მუხლით და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.