კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო წილოსანის კრიტიკას ნათია ბუკია პასუხობს: "რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქები და იქ მოვაჭრე ბიზნესმენები თქვენკენ მოიკითხეთ"
ნინო წილოსანის კრიტიკას ნათია ბუკია პასუხობს: "რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქები და იქ მოვაჭრე ბიზნესმენები თქვენკენ მოიკითხეთ"

"დას­რულ­და ამო­რა­ლურ ხალ­ხთან კო­ჰა­ბი­ტა­ცია“, - წერს, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ნინო წი­ლო­სა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ბიზ­ნეს­მენ გო­დერ­ძი ბუ­კი­ას ოჯახს აკ­რი­ტი­კებს. წი­ლო­სა­ნის მი­აჩ­ნია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­პულ კამ­პა­ნი­ას უდ­გა­ნან სა­თა­ვე­ში, ამა­ვე დროს კი პრო­დუქ­ცი­ას რუ­სეთ­ში ყი­დი­ან, სხვებს არ უნდა ამუ­ნა­თებ­დნენ.

დე­პუ­ტა­ტის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას წინ ერთი ის­ტო­რია უძღო­და. ორი დღის წინ, ნინო წი­ლო­სან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბა­კუ­რი­ა­ნი­დან ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ამ­ბობს:

"ბა­კუ­რი­ან­ში არის ფან­ტას­ტი­კუ­რი თოვ­ლი, არის ძა­ლი­ან მა­გა­რი სრი­ა­ლი, არ და­უ­ჯე­როთ არ­ცერთ მა­ტყუ­ა­რა ტე­ლე­ვი­ზი­ას, ჩა­მო­დით, იხა­ლი­სეთ, ისი­ა­მოვ­ნეთ..."

დე­პუ­ტა­ტის ვი­დეო, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბევ­რმა გა­აკ­რი­ტი­კა, ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წილ­მა დე­პუ­ტატს სამ­თო კუ­რორ­ტებ­ზე ბოლო თვე­ებ­ში გაზ­რდილ ფა­სებ­ზე მი­ა­ნიშ­ნა.

გო­დერ­ძი ბუ­კი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი სას­ტი­პენ­დიო ფონ­დი­სა და Project ArtBeat-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნა­თია ბუ­კია კი წერ­და:

"ვკი­თხოთ ნი­ნოს, კუ­რორ­ტებ­ზე რომ გვე­პა­ტი­ჟე­ბა, ის თუ იცის, მეს­ტი­ა­ში ტუ­რის­ტი რომ მოკ­ლეს და ცოლი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს და რას ფიქ­რობს?"

რო­გორც ჩანს, სწო­რედ ამ სტა­ტუს­მა გა­ა­ღი­ზი­ა­ნა პო­ლი­ტი­კო­სი წი­ლო­სა­ნი, რო­მელ­მაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა:

"ბუ­კი­ე­ბის რუ­სეთ­ში ნა­შოვნ ფულ­ზე არა­ფე­რი მაქვს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო.. არც იმას მი­ვაქ­ცევ­დი ყუ­რა­დღე­ბას, ახ­ლაც რომ რუ­სეთ­ში იყი­დე­ბა მათი პრო­დუქ­ცია, აქ რომ დი­დად ევ­რო­პულ კამ­პა­ნი­ას არ ედგნენ სა­თა­ვე­ში და სხვებს არ ამუ­ნა­თებ­დნენ - რუ­სე­ბი ხარ­თო, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი კომ­პა­ნი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბო­ი­კო­ტის ტალ­ღას რომ არ აგო­რებ­დნენ, თა­ნაც მხო­ლოდ იმის გამო, რომ ეს კომ­პა­ნი­ე­ბი მათ­ნა­ი­რი ამო­რა­ლუ­რე­ბი არ არი­ან ამ ყვე­ლა­ფერ­ზე რომ არ ვსა­უბ­რობთ, სწო­რედ ამი­ტომ გა­და­წყვი­ტეს თავ­ხე­დუ­რად აქეთ მოგ­ვდგნენ.

დას­რულ­და ამო­რა­ლურ ხალ­ხთან კო­ჰა­ბი­ტა­ცია

პ.ს. ზუს­ტად ამ ტა­ლახ­ში გას­ვრი­ლი ხალ­ხი მომ­დგე­ბა მერე, ბა­კუ­რი­ანს რა­ტომ აქებ და ტუ­რის­ტებს რა­ტომ ეპა­ტი­ჟე­ბიო. რუ­სე­თებ­ში ივაჭ­რეთ თქვენ და მე ჩვენს ეროვ­ნულს და­ვი­ცავთ".

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა ლა­პა­რა­კია სამ­კა­უ­ლე­ბის ბრენ­დზე NATIA X LAKO, რო­მე­ლიც, რო­გორც ქარ­თულ, ისე რუ­სულ ბა­ზარ­ზე ოპე­რი­რებს. ვცა­დეთ, დავ­კავ­ში­რე­ბო­დით აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრენ­დის წარ­მო­მად­გე­ნელს, თუმ­ცა ნო­მერ­ზე, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე აქვთ მი­თი­თე­ბუ­ლი გვი­პა­სუ­ხეს, რომ შეც­დო­მაა და ნო­მე­რი ამ კომ­პა­ნი­ას არ ეკუთ­ვნის. ინ­ფორ­მა­ცია ბუ­კი­ე­ბის ამ ბრენდთან კავ­ში­რის შე­სა­ხებ, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­მა" გა­ავ­რცე­ლა.

ნა­თია ბუ­კია ამ­ბობს, რომ ნინო წი­ლო­სა­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სიც­რუ­ეა. მან ამ თე­მა­ზე ვრცე­ლი სტა­ტუ­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც წერს, რომ აღ­ნიშ­ნულ ბრენდთან არა­ფე­რი აკავ­ში­რებს. ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში კი და­ა­მა­ტა, რომ NATIA X LAKO, მისი ბრენ­დი არ არის და არც არა­სო­დეს ყო­ფი­ლა.

"TV Imedi რა დო­ნის დე­ზინ­ფორ­მა­ტო­რია კი ვი­ცით ყვე­ლამ მაგ­რამ ყვე­ლაფ­რის და­იგ­ნო­რე­ბა არ ღირს ალ­ბათ. ჯერ ჩემს დაზე და­წე­რეს და ჩემი ფოტო და­ურ­თეს. მერე მიხ­ვდნენ შეც­დო­მას და მეც გამ­რი­ეს საქ­მე­ში.

უმარ­ტი­ვე­სი გა­და­სა­მოწ­მე­ბე­ლია, რომ ამ ბრენდთან არა­ნა­ი­რი სა­ერ­თო არ მაქვს. უბ­რა­ლოდ, სა­ხელს ვი­ზი­ა­რებ ადა­მი­ან­თან, რომ­ლის დი­ზა­ი­ნი­თაც ეს სა­ყუ­რე კეთ­დე­ბა. ბევ­რს ჰქვია ნა­თია დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჰოდა, ასე­თი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი რომ ხართ, თქვენს თა­ვებს ეცით პა­ტი­ვი, მარ­ტი­ვია ამ ყვე­ლაფ­რის გა­და­მოწ­მე­ბა.

გა­ლე­რეა მაქვს თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის, ყვე­ლამ კარ­გად იცის და რამ­დე­ნი ქარ­თვე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლო­ვა­ნი გვაქვს ევ­რო­პა­ში და ამე­რი­კა­ში გა­მო­ფე­ნი­ლი და გა­ყი­დუ­ლი, ეგეც მარ­ტი­ვი სა­ნა­ხა­ვია. რუ­სეთ­ში გამ­დიდ­რე­ბუ­ლი ოლი­გარ­ქე­ბი და რუ­სეთ­ში მო­ვაჭ­რე ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი თქვენ­კენ მო­ი­კი­თხეთ, მრავ­ლად გყავთ. ნინო წი­ლო­სა­ნი, შენც აქვე მოგ­მარ­თავ, არ მგო­ნია მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა შე­ე­ფე­რე­ბო­დეს თა­ვის აღ­ქმა­ში პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს".

ნა­თია ბუ­კია რუს­თა­ველ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რია და ხში­რად ეს­წრე­ბა შეკ­რე­ბებს. სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას ასე­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მო­ხა­ტავს. ერთ-ერთ ბოლო სტა­ტუს­ში წერს:

"ყო­ველ დღე რუს­თა­ველ­ზე დგო­მა და ფო­ტოს ან ლა­ი­ვის და­დე­ბა იმის მტკი­ცე­ბაა, რომ რაც არ უნდა მოხ­დეს, რო­გორც არ უნდა და­გე­მუქ­რონ, რაც არ უნდა საფრ­თხე შე­ექ­მნას შენს ჯან­მრთე­ლო­ბას, შენ მა­ინც გა­მოხ­ვალ, ასე არ არის? სი­ნამ­დვი­ლე­ში ხომ ამა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბაა ასე­თი ქმე­დე­ბა? მე­გო­ბარ­მა მომ­წე­რა ცოტა ხნის წინ, კი, თა­ვი­დან სა­ში­ნე­ლე­ბა იყო რუს­თა­ველ­ზე დგო­მა, სა­ში­ში იყო და ტე­რორ­ში იყა­ვით, მაგ­რამ ახლა ხომ მოგ­წონთ და სი­ა­მოვ­ნე­ბით და­დი­ხარ­თო. სა­შინ­ლად მე­წყი­ნა მისი ასე და­ნა­ხუ­ლი ჩემი უკი­დუ­რე­სი პრო­ტეს­ტის ფორ­მა.

74-ე დღეა ბევ­რი რამ, რისი კე­თე­ბაც მიყ­ვარს და­ვი­წყე­ბუ­ლი მაქვს, მათ შო­რის ჩემი საქ­მე, მათ შო­რის ჩემს შვი­ლებ­თან უფრო ხან­გრძლი­ვი და მათ­ზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, მეტს აღარ და­ვა­კონ­კრე­ტებ. 10 დღეა ყო­ველ ღამე ბე­ჭე­ბის სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი მაღ­ვი­ძებს. კი, მი­წევს ჩემს თავს "ვავ­ნო", რად­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­კარ­გვას ვერ ავირ­ჩევ, რად­გან უსა­მარ­თლო­ბის გა­მე­ფე­ბას ვერ ავირ­ჩევ ამ ქვე­ყა­ნა­ში, რად­გან ტყვე­ე­ბის პა­ტიმ­რო­ბა­ში დარ­ჩე­ნას ვერ შე­ვე­გუ­ე­ბი! ასეა ყვე­ლა!.."

ავტორი:

ნინო წილოსანის კრიტიკას ნათია ბუკია პასუხობს: "რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქები და იქ მოვაჭრე ბიზნესმენები თქვენკენ მოიკითხეთ"

ნინო წილოსანის კრიტიკას ნათია ბუკია პასუხობს: "რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქები და იქ მოვაჭრე ბიზნესმენები თქვენკენ მოიკითხეთ"

"დასრულდა ამორალურ ხალხთან კოჰაბიტაცია“, - წერს, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში და ბიზნესმენ გოდერძი ბუკიას ოჯახს აკრიტიკებს. წილოსანის მიაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც საქართველოში ევროპულ კამპანიას უდგანან სათავეში, ამავე დროს კი პროდუქციას რუსეთში ყიდიან, სხვებს არ უნდა ამუნათებდნენ.

დეპუტატის გაღიზიანებას წინ ერთი ისტორია უძღოდა. ორი დღის წინ, ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში ბაკურიანიდან ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს:

"ბაკურიანში არის ფანტასტიკური თოვლი, არის ძალიან მაგარი სრიალი, არ დაუჯეროთ არცერთ მატყუარა ტელევიზიას, ჩამოდით, იხალისეთ, ისიამოვნეთ..."

დეპუტატის ვიდეო, სოციალურ ქსელში ბევრმა გააკრიტიკა, ადამიანების ნაწილმა დეპუტატს სამთო კურორტებზე ბოლო თვეებში გაზრდილ ფასებზე მიანიშნა.

გოდერძი ბუკიას ქალიშვილი სასტიპენდიო ფონდისა და Project ArtBeat-ის თანადამფუძნებელი ნათია ბუკია კი წერდა:

"ვკითხოთ ნინოს, კურორტებზე რომ გვეპატიჟება, ის თუ იცის, მესტიაში ტურისტი რომ მოკლეს და ცოლი გააუპატიურეს და რას ფიქრობს?"

როგორც ჩანს, სწორედ ამ სტატუსმა გააღიზიანა პოლიტიკოსი წილოსანი, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა:

"ბუკიების რუსეთში ნაშოვნ ფულზე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო.. არც იმას მივაქცევდი ყურადღებას, ახლაც რომ რუსეთში იყიდება მათი პროდუქცია, აქ რომ დიდად ევროპულ კამპანიას არ ედგნენ სათავეში და სხვებს არ ამუნათებდნენ - რუსები ხართო, კეთილსინდისიერი კომპანიების წინააღმდეგ ბოიკოტის ტალღას რომ არ აგორებდნენ, თანაც მხოლოდ იმის გამო, რომ ეს კომპანიები მათნაირი ამორალურები არ არიან ამ ყველაფერზე რომ არ ვსაუბრობთ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს თავხედურად აქეთ მოგვდგნენ.

დასრულდა ამორალურ ხალხთან კოჰაბიტაცია

პ.ს. ზუსტად ამ ტალახში გასვრილი ხალხი მომდგება მერე, ბაკურიანს რატომ აქებ და ტურისტებს რატომ ეპატიჟებიო. რუსეთებში ივაჭრეთ თქვენ და მე ჩვენს ეროვნულს დავიცავთ".

როგორც აღმოჩნდა ლაპარაკია სამკაულების ბრენდზე NATIA X LAKO, რომელიც, როგორც ქართულ, ისე რუსულ ბაზარზე ოპერირებს. ვცადეთ, დავკავშირებოდით აღნიშნული ბრენდის წარმომადგენელს, თუმცა ნომერზე, რომელიც ოფიციალურ გვერდზე აქვთ მითითებული გვიპასუხეს, რომ შეცდომაა და ნომერი ამ კომპანიას არ ეკუთვნის. ინფორმაცია ბუკიების ამ ბრენდთან კავშირის შესახებ, ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა.

ნათია ბუკია ამბობს, რომ ნინო წილოსანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მან ამ თემაზე ვრცელი სტატუსი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ აღნიშნულ ბრენდთან არაფერი აკავშირებს. ჩვენთან საუბარში კი დაამატა, რომ NATIA X LAKO, მისი ბრენდი არ არის და არც არასოდეს ყოფილა.

"TV Imedi რა დონის დეზინფორმატორია კი ვიცით ყველამ მაგრამ ყველაფრის დაიგნორება არ ღირს ალბათ. ჯერ ჩემს დაზე დაწერეს და ჩემი ფოტო დაურთეს. მერე მიხვდნენ შეცდომას და მეც გამრიეს საქმეში.

უმარტივესი გადასამოწმებელია, რომ ამ ბრენდთან არანაირი საერთო არ მაქვს. უბრალოდ, სახელს ვიზიარებ ადამიანთან, რომლის დიზაინითაც ეს საყურე კეთდება. ბევრს ჰქვია ნათია დღეს საქართველოში, ჰოდა, ასეთი არაპროფესიონალები რომ ხართ, თქვენს თავებს ეცით პატივი, მარტივია ამ ყველაფრის გადამოწმება.

გალერეა მაქვს თანამედროვე ხელოვნების, ყველამ კარგად იცის და რამდენი ქართველი თანამედროვე ხელოვანი გვაქვს ევროპაში და ამერიკაში გამოფენილი და გაყიდული, ეგეც მარტივი სანახავია. რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქები და რუსეთში მოვაჭრე ბიზნესმენები თქვენკენ მოიკითხეთ, მრავლად გყავთ. ნინო წილოსანი, შენც აქვე მოგმართავ, არ მგონია მცდარი ინფორმაციის გავრცელება შეეფერებოდეს თავის აღქმაში პარლამენტის წევრს".

ნათია ბუკია რუსთაველზე მიმდინარე აქციების აქტიური მხარდამჭერია და ხშირად ესწრება შეკრებებს. საკუთარ პოზიციას ასევე სოციალური ქსელის საშუალებით გამოხატავს. ერთ-ერთ ბოლო სტატუსში წერს:

"ყოველ დღე რუსთაველზე დგომა და ფოტოს ან ლაივის დადება იმის მტკიცებაა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა დაგემუქრონ, რაც არ უნდა საფრთხე შეექმნას შენს ჯანმრთელობას, შენ მაინც გამოხვალ, ასე არ არის? სინამდვილეში ხომ ამაზე პასუხისმგებლობის აღებაა ასეთი ქმედება? მეგობარმა მომწერა ცოტა ხნის წინ, კი, თავიდან საშინელება იყო რუსთაველზე დგომა, საშიში იყო და ტერორში იყავით, მაგრამ ახლა ხომ მოგწონთ და სიამოვნებით დადიხართო. საშინლად მეწყინა მისი ასე დანახული ჩემი უკიდურესი პროტესტის ფორმა.

74-ე დღეა ბევრი რამ, რისი კეთებაც მიყვარს დავიწყებული მაქვს, მათ შორის ჩემი საქმე, მათ შორის ჩემს შვილებთან უფრო ხანგრძლივი და მათზე კონცენტრირებული ურთიერთობა, მეტს აღარ დავაკონკრეტებ. 10 დღეა ყოველ ღამე ბეჭების საშინელი ტკივილი მაღვიძებს. კი, მიწევს ჩემს თავს "ვავნო", რადგან თავისუფლების დაკარგვას ვერ ავირჩევ, რადგან უსამართლობის გამეფებას ვერ ავირჩევ ამ ქვეყანაში, რადგან ტყვეების პატიმრობაში დარჩენას ვერ შევეგუები! ასეა ყველა!.."