სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თურმე გვებრძვის ყველა, გარდა რუსეთისა... თურმე მთელი მსოფლიო "დიფ სთეითის“ და "გლობალური ომის პარტიის“ ხუშტურზე ტრიალებს, მაგრამ "ქართულ ოცნებასთან“ ვერაფერს გახდნენ!" - თენგიზ ფხალაძე
"თურმე გვებრძვის ყველა, გარდა რუსეთისა... თურმე მთელი მსოფლიო "დიფ სთეითის“ და "გლობალური ომის პარტიის“ ხუშტურზე ტრიალებს, მაგრამ "ქართულ ოცნებასთან“ ვერაფერს გახდნენ!" - თენგიზ ფხალაძე

"ოც­ნე­ბის“ გან­ცხა­დე­ბის შე­სა­ბა­მი­სად: 1. გვებ­რძვის ყვე­ლა, გარ­და რუ­სე­თი­სა! ყვე­ლას ჩვე­ნი ჩაყ­ლაპ­ვა სდო­მე­ბია, "ერ­თმორ­წმუ­ნე“ ოკუ­პან­ტის გარ­და! - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ექ­სპერ­ტი თენ­გიზ ფხა­ლა­ძე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბას.

მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის გან­ცხა­დე­ბა­ზე ფხა­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"ოც­ნე­ბის“ გან­ცხა­დე­ბის შე­სა­ბა­მი­სად: 1. გვებ­რძვის ყვე­ლა, გარ­და რუ­სე­თი­სა! ყვე­ლას ჩვე­ნი ჩაყ­ლაპ­ვა სდო­მე­ბია, "ერ­თმორ­წმუ­ნე“ ოკუ­პან­ტის გარ­და! 2. "დიფ სთე­ითს“ და გლო­ბა­ლურ ომის პარ­ტი­ას და­უ­მორ­ჩი­ლე­ბი­ათ ამე­რი­კაც და ევ­რო­კავ­ში­რიც. თურ­მე მთე­ლი მსოფ­ლიო მათ ხუშ­ტურ­ზე ტრი­ა­ლებს, მაგ­რამ აი, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ ვე­რა­ფერს გახ­დნენ! 9,5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ბი­უ­ჯე­ტით და 25 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის სა­გა­რეო ვა­ლით (რო­მე­ლიც, სხვა­თა შო­რის, სწო­რედ ამ "დიფ სთე­ით“, გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ით მარ­თუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­სა გვმარ­თებს) სულ კუ­დით ქვა ას­რო­ლი­ნეს თურ­მე მსოფ­ლი­ოს ამ­რე­ვებს! 3. რო­გორც ჩანს, მა­სო­ნე­ბი სა­ბო­ლო­ოდ და­ვა­მარ­ცხეთ. მათ­ზე გან­ცხა­დე­ბა­ში არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი“, - წერს თენ­გიზ ფხა­ლა­ძე.

ცნო­ბის­თვის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭო ვრცელ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კო­სი და ბი­უ­როკ­რა­ტი, რო­მე­ლიც ან­ტი­ქარ­თუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, იქ­ნე­ბა ეს პრე­ზი­დენ­ტი, პრე­მი­ე­რი, პარ­ლა­მენ­ტა­რი, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი, დიპ­ლო­მა­ტი თუ ჩი­ნოვ­ნი­კი, არის "დიფ სთე­ი­თის“ ქსე­ლის წევ­რი.

ასე­ვე, გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ "დიფ სთე­ი­თი“ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მშვი­დო­ბის­თვის სჯის, თუმ­ცა "ქარ­თველ ხალ­ხს ვე­რა­ვინ ვე­რა­ვი­თა­რი სან­ქცი­ე­ბით ვერ შე­ა­ში­ნებს, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბას კარ­გად ეს­მის, რომ ქვეყ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბას ვერ­ცერ­თი სან­ქცია ვერ შე­ედ­რე­ბა“.

ამას­თან, რო­გორც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, "ამე­რი­კელ კონ­გრეს­მენს, ჯო უილ­სონს და­ა­ი­ნი­ცი­რე­ბი­ნეს ე.წ. "მე­გო­ბა­რი აქტი“ სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, რო­მელ­საც, ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მხო­ლოდ "მტე­რი აქტი“ შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს“.

რო­გორც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭო მი­იჩ­ნევს, პრე­ზი­დენტ ტრამ­პის მიერ "დიფ სთე­ი­თის“ მოშ­ლის ამო­ცა­ნის წარ­მა­ტე­ბით შეს­რუ­ლე­ბას შე­უძ­ლია ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის თვი­სებ­რი­ვი გა­დატ­ვირ­თვა უზ­რუნ­ველ­ყოს, "რაც, გვჯე­რა, თა­ნაბ­რად შე­დის რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ისე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში“. ამას­თან, რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ევ­რო­პა­ში "დიფ სთე­ი­თის“ მე­ტას­ტა­ზე­ბის მოშ­ლას შე­და­რე­ბით მეტი დრო დას­ჭირ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"თურმე გვებრძვის ყველა, გარდა რუსეთისა... თურმე მთელი მსოფლიო "დიფ სთეითის“ და "გლობალური ომის პარტიის“ ხუშტურზე ტრიალებს, მაგრამ "ქართულ ოცნებასთან“ ვერაფერს გახდნენ!" - თენგიზ ფხალაძე

"თურმე გვებრძვის ყველა, გარდა რუსეთისა... თურმე მთელი მსოფლიო "დიფ სთეითის“ და "გლობალური ომის პარტიის“ ხუშტურზე ტრიალებს, მაგრამ "ქართულ ოცნებასთან“ ვერაფერს გახდნენ!" - თენგიზ ფხალაძე

"ოცნების“ განცხადების შესაბამისად: 1. გვებრძვის ყველა, გარდა რუსეთისა! ყველას ჩვენი ჩაყლაპვა სდომებია, "ერთმორწმუნე“ ოკუპანტის გარდა! - ასე ეხმაურება საგარეო ურთიერთობების ექსპერტი თენგიზ ფხალაძე "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ განცხადებას.

მმართველი პარტიის განცხადებაზე ფხალაძე სოციალურ ქსელში წერს.

"ოცნების“ განცხადების შესაბამისად: 1. გვებრძვის ყველა, გარდა რუსეთისა! ყველას ჩვენი ჩაყლაპვა სდომებია, "ერთმორწმუნე“ ოკუპანტის გარდა! 2. "დიფ სთეითს“ და გლობალურ ომის პარტიას დაუმორჩილებიათ ამერიკაც და ევროკავშირიც. თურმე მთელი მსოფლიო მათ ხუშტურზე ტრიალებს, მაგრამ აი, "ქართულ ოცნებასთან“ ვერაფერს გახდნენ! 9,5 მილიარდი დოლარის ბიუჯეტით და 25 მილიარდი დოლარის საგარეო ვალით (რომელიც, სხვათა შორის, სწორედ ამ "დიფ სთეით“, გლობალური ომის პარტიით მართული ქვეყნებისა გვმართებს) სულ კუდით ქვა ასროლინეს თურმე მსოფლიოს ამრევებს! 3. როგორც ჩანს, მასონები საბოლოოდ დავამარცხეთ. მათზე განცხადებაში არაფერია ნათქვამი“, - წერს თენგიზ ფხალაძე.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ უკლებლივ ყველა პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტარი, ევროპარლამენტარი, დიპლომატი თუ ჩინოვნიკი, არის "დიფ სთეითის“ ქსელის წევრი.

ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ "დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის, თუმცა "ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ქვეყნის განადგურებას ვერცერთი სანქცია ვერ შეედრება“.

ამასთან, როგორც "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, "ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს დააინიცირებინეს ე.წ. "მეგობარი აქტი“ საქართველოს შესახებ, რომელსაც, შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ "მტერი აქტი“ შეიძლება ეწოდოს“.

როგორც "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო მიიჩნევს, პრეზიდენტ ტრამპის მიერ "დიფ სთეითის“ მოშლის ამოცანის წარმატებით შესრულებას შეუძლია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადატვირთვა უზრუნველყოს, "რაც, გვჯერა, თანაბრად შედის როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში“. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპაში "დიფ სთეითის“ მეტასტაზების მოშლას შედარებით მეტი დრო დასჭირდება.