პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერების შემაშფოთებელი პროგნოზი - ანტარქტიდის ყინულის საფარის დნობამ შესაძლოა ვულკანური აქტივობის ზრდას შეუწყოს ხელს
მეცნიერების შემაშფოთებელი პროგნოზი - ანტარქტიდის ყინულის საფარის დნობამ შესაძლოა ვულკანური აქტივობის ზრდას შეუწყოს ხელს

ახა­ლი კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ ან­ტარ­ქტი­დის ყი­ნუ­ლის სა­ფა­რის დნო­ბა, რაც კლი­მა­ტუ­რი კრი­ზი­სის შე­დე­გია, შე­საძ­ლოა მი­წის­ქვე­შა ვულ­კა­ნუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ზრდას ხელს უწყობ­დეს.

ან­ტარ­ქტი­და 100-ზე მეტ ვულ­კანს მო­ი­ცავს, რო­მელ­თა­გან ბევ­რი და­ფა­რუ­ლია ყი­ნუ­ლის სა­ფა­რით, გან­სა­კუთ­რე­ბით კონ­ტი­ნენ­ტის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს გას­წვრივ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზო­გი­ერთ ვულ­კანს კრა­ტე­რი ყი­ნუ­ლის ზე­მოთ აქვს, მათი უმე­ტე­სო­ბა ღრმად არის და­ფა­რუ­ლი ყი­ნუ­ლით, რაც არ­თუ­ლებს მათ აღ­მო­ჩე­ნა­სა და დე­ტა­ლურ შეს­წავ­ლას.

მკვლევ­რებ­მა ჩა­ა­ტა­რეს 4000 -მდე კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სი­მუ­ლა­ცია, რათა შე­ეს­წავ­ლათ, რო­გორ მოქ­მე­დებს ყი­ნუ­ლის თან­და­თა­ნო­ბი­თი დნო­ბა ან­ტარ­ქტი­დის ყი­ნუ­ლის ფა­რის ქვეშ და­მარ­ხულ მაგ­მურ სივ­რცე­ებ­ზე.

კვლე­ვის შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ყი­ნუ­ლის დნო­ბის პრო­ცეს­ში ქა­ნებ­ზე ზე­წო­ლა მცირ­დე­ბა, რაც შე­კუმ­შულ მაგ­მას გა­ფარ­თო­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს. ეს პრო­ცე­სი ზრდის ზე­წო­ლას მი­წის­ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი სივ­რცე­ზე, რო­მე­ლიც სავ­სეა მდნა­რი ქა­ნე­ბით, რაც ვულ­კა­ნუ­რი ამოფრქვე­ვე­ბის რისკს ქმნის.

antarqtida

კვლე­ვა­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ ყი­ნუ­ლის სა­ფა­რის წონა მაგ­მას ზე­წო­ლის ქვეშ ამ­ყო­ფებს და ამით მისი "და­ხურ­ვის" ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს. რო­დე­საც ყი­ნუ­ლი დნე­ბა, ზე­და­პირ­ზე ზე­წო­ლა მცირ­დე­ბა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მაგ­მა­ში გახ­სნილ აი­რებს გა­რეთ გა­მო­ვიდ­ნენ, რაც ერ­თგვა­რად გა­ზი­ა­ნი სასმლის ბოთ­ლის გახ­სნის პრო­ცესს ჰგავს. ამ აი­რე­ბის გა­მო­ყო­ფა იწ­ვევს წნე­ვის ზრდას მაგ­მურ სივ­რცე­ში და ვულ­კა­ნუ­რი ამოფრქვე­ვე­ბის ალ­ბა­თო­ბა იზ­რდე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ამოფრქვე­ვე­ბი რიგ შემ­თხვე­ვა­ში მი­წის­ქვეშ მიმ­დი­ნა­რე­ობს და ვი­ზუ­ა­ლუ­რად შე­იძ­ლე­ბა არ ჩან­დეს, მათი გავ­ლე­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­დე­გებს გა­მო­იწ­ვევს. ვულ­კა­ნუ­რი ამოფრქვე­ვე­ბის შე­დე­გად წარ­მოქ­მნი­ლი სით­ბო აჩ­ქა­რებს ყი­ნუ­ლის ქვე­და ფე­ნე­ბის დნო­ბას, რაც ყი­ნუ­ლის ფა­რის სტრუქ­ტუ­რას ასუს­ტებს და შემ­დგომ ვულ­კა­ნურ აქ­ტი­ვო­ბა­საც ხელს უწყობს.

მეც­ნი­ე­რე­ბი გვაფრ­თხი­ლე­ბენ, რომ ეს პრო­ცე­სი ნელა მიმ­დი­ნა­რე უკუ­კავ­ში­რის მე­ქა­ნიზმს ქმნის: ყი­ნუ­ლის დნო­ბა ზე­და­პირ­ზე ზე­წო­ლას ამ­ცი­რებს, რაც ვულ­კა­ნუ­რი ამოფრქვე­ვე­ბის გა­მოწ­ვე­ვას იწ­ვევს, ხოლო ვულ­კა­ნუ­რი აქ­ტი­ვო­ბის შე­დე­გად წარ­მოქ­მნი­ლი სით­ბო კი­დევ უფრო აჩ­ქა­რებს ყი­ნუ­ლის დნო­ბას.

ის­ტო­რი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი მოწ­მობს, რომ მსგავ­სი პრო­ცე­სე­ბი შე­საძ­ლოა ბოლო გამ­ყინ­ვა­რე­ბის პე­რი­ოდ­ში ხდე­ბო­და, როცა ან­ტარ­ქტი­დის ყი­ნუ­ლის სა­ფა­რი ბევ­რად უფრო სქე­ლი იყო, ვიდ­რე დღეს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კვლე­ვის მი­ხედ­ვით ცვლი­ლე­ბე­ბი ნელა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ფაქ­ტი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ან­ტარ­ქტი­დის გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და გლო­ბა­ლუ­რი ზღვის დო­ნის მა­ტე­ბა­ზე მათი შე­საძ­ლო გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ. კონ­ტი­ნენ­ტის ყი­ნუ­ლის სა­ფა­რის დნო­ბა უკვე წარ­მო­ად­გენს ზღვის დო­ნის მა­ტე­ბის ძი­რი­თად ფაქ­ტორს, ხოლო ვულ­კა­ნუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ზრდამ ეს პრობ­ლე­მა შე­საძ­ლოა კი­დევ უფრო გა­ამ­წვა­ვოს.

ან­ტარ­ქტი­დის ზღვის ყი­ნუ­ლის მასა ბოლო წლებ­ში მცირ­დე­ბა და 2024 წელს თით­ქმის რე­კორ­დულ მი­ნი­მუ­მამ­დე და­ვი­და.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

მეცნიერების შემაშფოთებელი პროგნოზი - ანტარქტიდის ყინულის საფარის დნობამ შესაძლოა ვულკანური აქტივობის ზრდას შეუწყოს ხელს

მეცნიერების შემაშფოთებელი პროგნოზი - ანტარქტიდის ყინულის საფარის დნობამ შესაძლოა ვულკანური აქტივობის ზრდას შეუწყოს ხელს

ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ანტარქტიდის ყინულის საფარის დნობა, რაც კლიმატური კრიზისის შედეგია, შესაძლოა მიწისქვეშა ვულკანური აქტივობის ზრდას ხელს უწყობდეს.

ანტარქტიდა 100-ზე მეტ ვულკანს მოიცავს, რომელთაგან ბევრი დაფარულია ყინულის საფარით, განსაკუთრებით კონტინენტის დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ვულკანს კრატერი ყინულის ზემოთ აქვს, მათი უმეტესობა ღრმად არის დაფარული ყინულით, რაც ართულებს მათ აღმოჩენასა და დეტალურ შესწავლას.

მკვლევრებმა ჩაატარეს 4000 -მდე კომპიუტერული სიმულაცია, რათა შეესწავლათ, როგორ მოქმედებს ყინულის თანდათანობითი დნობა ანტარქტიდის ყინულის ფარის ქვეშ დამარხულ მაგმურ სივრცეებზე.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ყინულის დნობის პროცესში ქანებზე ზეწოლა მცირდება, რაც შეკუმშულ მაგმას გაფართოების შესაძლებლობას აძლევს. ეს პროცესი ზრდის ზეწოლას მიწისქვეშ არსებული ბუნებრივი სივრცეზე, რომელიც სავსეა მდნარი ქანებით, რაც ვულკანური ამოფრქვევების რისკს ქმნის.

antarqtida

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ ყინულის საფარის წონა მაგმას ზეწოლის ქვეშ ამყოფებს და ამით მისი "დახურვის" ფუნქციას ასრულებს. როდესაც ყინული დნება, ზედაპირზე ზეწოლა მცირდება, რაც საშუალებას აძლევს მაგმაში გახსნილ აირებს გარეთ გამოვიდნენ, რაც ერთგვარად გაზიანი სასმლის ბოთლის გახსნის პროცესს ჰგავს. ამ აირების გამოყოფა იწვევს წნევის ზრდას მაგმურ სივრცეში და ვულკანური ამოფრქვევების ალბათობა იზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ამოფრქვევები რიგ შემთხვევაში მიწისქვეშ მიმდინარეობს და ვიზუალურად შეიძლება არ ჩანდეს, მათი გავლენა მნიშვნელოვან შედეგებს გამოიწვევს. ვულკანური ამოფრქვევების შედეგად წარმოქმნილი სითბო აჩქარებს ყინულის ქვედა ფენების დნობას, რაც ყინულის ფარის სტრუქტურას ასუსტებს და შემდგომ ვულკანურ აქტივობასაც ხელს უწყობს.

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ეს პროცესი ნელა მიმდინარე უკუკავშირის მექანიზმს ქმნის: ყინულის დნობა ზედაპირზე ზეწოლას ამცირებს, რაც ვულკანური ამოფრქვევების გამოწვევას იწვევს, ხოლო ვულკანური აქტივობის შედეგად წარმოქმნილი სითბო კიდევ უფრო აჩქარებს ყინულის დნობას.

ისტორიული მონაცემები მოწმობს, რომ მსგავსი პროცესები შესაძლოა ბოლო გამყინვარების პერიოდში ხდებოდა, როცა ანტარქტიდის ყინულის საფარი ბევრად უფრო სქელი იყო, ვიდრე დღეს.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევის მიხედვით ცვლილებები ნელა მიმდინარეობს, ფაქტი შემაშფოთებელია ანტარქტიდის გრძელვადიანი სტაბილურობისა და გლობალური ზღვის დონის მატებაზე მათი შესაძლო გავლენის შესახებ. კონტინენტის ყინულის საფარის დნობა უკვე წარმოადგენს ზღვის დონის მატების ძირითად ფაქტორს, ხოლო ვულკანური აქტივობის ზრდამ ეს პრობლემა შესაძლოა კიდევ უფრო გაამწვავოს.

ანტარქტიდის ზღვის ყინულის მასა ბოლო წლებში მცირდება და 2024 წელს თითქმის რეკორდულ მინიმუმამდე დავიდა.

წყარო