პრინც ენდრიუს კომპანიის დარეგისტრირებისას ყალბი სახელის გამოყენების ბრალდებით პოლიციაში უჩივლეს.
64 წლის იორკის ჰერცოგმა ფსევდონიმი “ენდრიუ ინვერნესი” მაშინ გამოიყენა, როდესაც 2002 წელს სპორტული საცალო ვაჭრობის მაგნატ იოჰან ელიაშთან ერთად კომპანია Naples Gold Limited დააფუძნა.
“რესპუბლიკის” (ანტი-მონარქისტული ჯგუფის) აღმასრულებელმა დირექტორმა, გრეჰემ სმიტმა Scotland Yard-ში საჩივარი შეიტანა, რომლითაც პრინცს გაერთიანებული სამეფოს სააგენტოს, Companies House-ში წარდგენილ დოკუმენტებში ყალბი ინფორმაციის გამოყენება ედება ბრალად.
პოლიცია ამჟამად ანგარიშს შეისწავლის, რათა განსაზღვროს, საჭიროა თუ არა რაიმე დამატებითი ქმედება.
სმიტმა The Telegraph-ს განუცხადა, რომ ენდრიუ “უმაღლეს სტანდარტებს უნდა იცავდეს” და “როგორც ჩანს, სამეფო ოჯახის წევრებს სჯერათ, რომ შეუძლიათ, დაუსჯელად იმოქმედონ”.
ენდრიუმ ყალბი გვარი Companies House-ში დარეგისტრირებული ოთხი კომპანიისთვის გამოიყენა.
სავარაუდოდ, ეს სახელი მისი ნაკლებად ცნობილი ტიტულიდან მომდინარეობს - ინვერნესის გრაფი, რომელიც მას ელისაბედ II-მ 1986 წელს უბოძა, როდესაც ენდრიუ სარა ფერგიუსონზე დაქორწინდა.
პრინცი ენდრიუ აქამდეც არაერთ სკანდალში გახვეულა, მათგან ყველაზე ხმაურიანი კი ამერიკელ მილიარდერ, ჯეფრი ეპშტეინთან კავშირები იყო. ეპშტეინი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისა და პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით იყო დაკავებული. პრინცის მეგობარმა სიცოცხლე ციხის საკანში თვითმკვლელობით დაასრულა. წყარო
იხილეთ ასევე: