აშშ-ის კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესის პასიფიკ პალისეიდსის რაიონში ტყის ხანძრის გავრცელების გამო 30 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
კროულის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 250 მეხანძრე-მაშველი, ვერტმფრენებით, სახანძრო მანქანებით და სხვა საჭირო აღჭურვილობით.
ხანძარს გამოეხმაურა კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი.
"კალიფორნიაში აღარ არის ხანძრის სეზონი, სამაგიეროდ არის "ხანძრის წელი“, - განაცხადა გუბერნატორმა.
მისი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ბევრი ნაგებობა განადგურდა.