საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
OpenAI-ს ბოსს და გაუპატიურებაში ადანაშაულებს - სემ ალტმანი ბრალდებებს უარყოფს
OpenAI-ს ბოსს  და გაუპატიურებაში ადანაშაულებს - სემ ალტმანი ბრალდებებს უარყოფს

OpenAI-ს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, სემ ალტმა­ნის დამ, ენ ალტმან­მა, სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა, რო­მელ­შიც ამ­ტკი­ცებს, რომ 1997-დან 2006 წლამ­დე ძმა მას­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად რე­გუ­ლა­რუ­ლად ძა­ლა­დობ­და.

სარ­ჩელ­ში, რო­მე­ლიც აშშ-ს შტატ მი­სუ­რის აღ­მო­სავ­ლეთ ოლ­ქის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში 6 იან­ვარს შე­ი­ტა­ნა, ენ ალტმა­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ ძა­ლა­დო­ბა მა­შინ და­ი­წყო, რო­დე­საც ის 3 წლის იყო, ხოლო სემი - 12 - ის.

დე­დას­თან და ორ ძმას­თან ერ­თად, X-ზე გავ­რცე­ლე­ბულ ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში ალტმან­მა ბრალ­დე­ბე­ბი უარ­ჰყო და გა­ნა­ცხა­და, რომ "ყვე­ლა ეს ბრალ­დე­ბა სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოა".

"ოჯა­ხის იმ წევ­რზე ზრუნ­ვა, რო­მელ­საც ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს, უაღ­რე­სად რთუ­ლია... ეს სი­ტუ­ა­ცია უზო­მო ტკი­ვილს აყე­ნებს მთელ ჩვენს ოჯახ­სა", - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მო­სარ­ჩე­ლე აცხა­დებს, რომ ძა­ლა­დო­ბა, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­საც მო­ი­ცავ­და. ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ვა­რა­უ­დო ძა­ლა­დო­ბის ბოლო შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც სემ ალტმა­ნი უკვე ზრდას­რუ­ლი იყო, მისი და კი - ჯერ კი­დევ არას­რულ­წლო­ვა­ნი.

სარ­ჩელ­ში ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლო და ზი­ა­ნის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად 75 000 დო­ლარ­ზე მეტი ოდე­ნო­ბის თან­ხაა მო­თხოვ­ნი­ლი.

ენ ალტმანს თა­ვი­სი ძმის წი­ნა­აღ­მდეგ სო­ცი­ა­ლურ მე­დია პლატ­ფორ­მებ­ზე მსგავ­სი ბრალ­დე­ბე­ბი ად­რეც წა­მო­უ­ყე­ნე­ბია.

სემ ალტმა­ნი ტექ­ნო­ლო­გი­ურ სამ­ყა­რო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ფი­გუ­რაა.

2022 წლის ბო­ლოს OpenAI-მ ChatGPT - ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ჩათ­ბო­ტი გა­მო­უშ­ვა, რო­მე­ლიც დღემ­დე უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

OpenAI-ს ბოსს და გაუპატიურებაში ადანაშაულებს - სემ ალტმანი ბრალდებებს უარყოფს

OpenAI-ს ბოსს  და გაუპატიურებაში ადანაშაულებს - სემ ალტმანი ბრალდებებს უარყოფს

OpenAI-ს გენერალური დირექტორის, სემ ალტმანის დამ, ენ ალტმანმა, სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომელშიც ამტკიცებს, რომ 1997-დან 2006 წლამდე ძმა მასზე სექსუალურად რეგულარულად ძალადობდა.

სარჩელში, რომელიც აშშ-ს შტატ მისურის აღმოსავლეთ ოლქის რაიონულ სასამართლოში 6 იანვარს შეიტანა, ენ ალტმანი ამტკიცებს, რომ ძალადობა მაშინ დაიწყო, როდესაც ის 3 წლის იყო, ხოლო სემი - 12 - ის.

დედასთან და ორ ძმასთან ერთად, X-ზე გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ალტმანმა ბრალდებები უარჰყო და განაცხადა, რომ "ყველა ეს ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა".

"ოჯახის იმ წევრზე ზრუნვა, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, უაღრესად რთულია... ეს სიტუაცია უზომო ტკივილს აყენებს მთელ ჩვენს ოჯახსა", - წერია განცხადებაში.

მოსარჩელე აცხადებს, რომ ძალადობა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, გაუპატიურებასაც მოიცავდა. ასევე აღნიშნულია, რომ სავარაუდო ძალადობის ბოლო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სემ ალტმანი უკვე ზრდასრული იყო, მისი და კი - ჯერ კიდევ არასრულწლოვანი.

სარჩელში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და ზიანის ასანაზღაურებლად 75 000 დოლარზე მეტი ოდენობის თანხაა მოთხოვნილი.

ენ ალტმანს თავისი ძმის წინააღმდეგ სოციალურ მედია პლატფორმებზე მსგავსი ბრალდებები ადრეც წამოუყენებია.

სემ ალტმანი ტექნოლოგიურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურაა.

2022 წლის ბოლოს OpenAI-მ ChatGPT - ხელოვნური ინტელექტის ჩათბოტი გამოუშვა, რომელიც დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

წყარო