საპარკინგე ადგილების ნაკლებობა, გაუმართავი ინფრასტრუქტურა და სხვადასხვა სახის სოციალური ობიექტების ნაკლებობა ბაკურიანისთვის არახალი პრობლემაა. მჭიდრო და არათანაბარი განაშენიანების თანმდევი პრობლემები ტურისტულად აქტიურ პერიოდში განსაკუთრებით თვალში საცემია.
"ბიზნესპრესნიუსთან“ არქიტექტორი მერაბ ბოლქვაძე ბაკურიანში არსებულ განაშენიანების პრობლემაზე საუბრობს. მისი თქმით, კურორტის ტერიტორიის ნაწილზე ადგილი აქვს დასაშვებზე მჭიდრო განაშენიანებასა და გენერალური გეგმით დამტკიცებული კოეფიციენტების გადაჭარბებას.
"ბაკურიანში გენერალური გეგმით დადგენილ კოეფიციენტებს ხშირ შემთხვევაში ინვესტორებმა გადააჭარბეს. ზოგ მშენებლობაზე რომ იყო ასაშენებელი 4 სართული, ააშენეს 7; რომ უნდა ყოფილიყო 6-სართულიანი, ააშენეს 8 და მივიღეთ ტერიტორიების ამგვარი განაშენიანება, რაც პრობლემაა არამარტო სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციის, ელექტრომომარაგებისა და სხვა კუთხით... წაიკითხეთ ვრცლად