თბილისში “ალილოს“ საზეიმო მსვლელობა დასრულდა.
“ალილოს“ მონაწილეები რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის აღმართის გავლით სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ, სადაც საშობაო პარაკლისი მიმდინარეობს.
მომლოცველთა და მგალობელთა გუნდმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყო.
შეგროვებული სურსათი მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებს გადაეცემა.
“ალილოს“ მსვლელობის ტრადიცია 2000 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა.
ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი
იხილეთ ასევე: