მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრაზილიამ აქტაუში ჩამოვარდნილი "აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის შავი ყუთები უკვე გაშიფრა და მონაცემები ყაზახეთს გადასცა
ბრაზილიამ აქტაუში ჩამოვარდნილი "აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის შავი ყუთები უკვე გაშიფრა და მონაცემები ყაზახეთს გადასცა
  • ფო­ტო­ზე: სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ავი­ა­ხა­ზე­ბის სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მო­ვარ­დნის ად­გილ­ზე, ყა­ზა­ხე­თის ქა­ლაქ აქ­ტა­უს მახ­ლობ­ლად, 2024 წლის 25 დე­კემ­ბერს. REUTERS/Azamat Sarsenbaev

ბრა­ზი­ლი­ის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა ყა­ზა­ხეთ­ში 25 დე­კემ­ბერს ჩა­მო­ვარ­დნი­ლი "აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ავი­ა­ხა­ზე­ბის“ თვითმფრი­ნა­ვის ორი შავი ყუ­თის მო­ნა­ცე­მე­ბის ამო­ღე­ბა და­ას­რუ­ლეს და ყა­ზა­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­დას­ცეს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას "დო­ი­ჩე ველე“ ბრა­ზი­ლი­ის სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

"ბრა­ზი­ლი­ის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში დას­რულ­და ბრა­ზი­ლი­უ­რი წარ­მო­ე­ბის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ავი­ა­ხა­ზე­ბის თვითმფრი­ნა­ვის ყა­ზა­ხეთ­ში გა­სულ თვე­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფრე­ნის მო­ნა­ცე­მე­ბის გა­შიფვ­რა. სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ტო­კო­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, Embraer-ის თვითმფრი­ნა­ვის მო­ნა­ცე­მე­ბი გა­და­ეგ­ზავ­ნა ყა­ზა­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც იძი­ებს კა­ტას­ტრო­ფას“, - ნათ­ქვა­მია ბრა­ზი­ლი­ის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, ყა­ზა­ხეთ­მა ქა­ლაქ აქ­ტა­უ­ში ჩა­მო­ვარ­დნი­ლი სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვის, Embraer 190-ის შავი ყუ­თე­ბი ბრა­ზი­ლი­ა­ში გაგ­ზავ­ნა. შავი ყუ­თე­ბის გა­შიფვ­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად ბრა­ზი­ლი­ა­ში ჩა­ვიდ­ნენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი რუ­სე­თი­დან, ყა­ზა­ხე­თი­დან და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან.

თვითმფრი­ნა­ვი 25 დე­კემ­ბერს ჩა­მო­ვარ­და, ბორტზე მყო­ფი 67 ადა­მი­ა­ნი­დან 38 და­ი­ღუ­პა. მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბი­ან, რომ თვითმფრი­ნა­ვი რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მამ ჩა­მო­აგ­დო. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, თვითმფრი­ნა­ვი რუ­სე­თის არ­ცერთ აე­რო­პორ­ტში არ და­უშ­ვეს. მან კა­ტას­ტრო­ფა ქა­ლაქ აქ­ტა­უ­ში ავა­რი­უ­ლი დაშ­ვე­ბი­სას გა­ნი­ცა­და.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ბრაზილიამ აქტაუში ჩამოვარდნილი "აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის შავი ყუთები უკვე გაშიფრა და მონაცემები ყაზახეთს გადასცა

ბრაზილიამ აქტაუში ჩამოვარდნილი "აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის შავი ყუთები უკვე გაშიფრა და მონაცემები ყაზახეთს გადასცა
  • ფოტოზე: სასწრაფო დახმარების სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ აზერბაიჯანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე, ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მახლობლად, 2024 წლის 25 დეკემბერს. REUTERS/Azamat Sarsenbaev

ბრაზილიის საჰაერო ძალების გამომძიებლებმა ყაზახეთში 25 დეკემბერს ჩამოვარდნილი "აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ორი შავი ყუთის მონაცემების ამოღება დაასრულეს და ყაზახეთის ხელისუფლებას გადასცეს, - ინფორმაციას "დოიჩე ველე“ ბრაზილიის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ბრაზილიის საჰაერო ძალების ლაბორატორიაში დასრულდა ბრაზილიური წარმოების აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ყაზახეთში გასულ თვეში განხორციელებული ფრენის მონაცემების გაშიფვრა. საერთაშორისო პროტოკოლების შესაბამისად, Embraer-ის თვითმფრინავის მონაცემები გადაეგზავნა ყაზახეთის ხელისუფლებას, რომელიც იძიებს კატასტროფას“, - ნათქვამია ბრაზილიის საჰაერო ძალების განცხადებაში.

შეგახსენებთ, ყაზახეთმა ქალაქ აქტაუში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის, Embraer 190-ის შავი ყუთები ბრაზილიაში გაგზავნა. შავი ყუთების გაშიფვრაში მონაწილეობის მისაღებად ბრაზილიაში ჩავიდნენ სპეციალისტები რუსეთიდან, ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან.

თვითმფრინავი 25 დეკემბერს ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა. მედიასაშუალებები აზერბაიჯანულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავი რუსეთის არცერთ აეროპორტში არ დაუშვეს. მან კატასტროფა ქალაქ აქტაუში ავარიული დაშვებისას განიცადა.

იხილეთ ასევე: