Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეკლესიის კრიტიკული ხმა მარად უნდა აფხიზლებდეს ქვეყნის ბედზე პასუხისმგებელ ადამიანებს - დღეს საქართველოში ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საზოგადოება" - მეუფე გრიგოლი
"ეკლესიის კრიტიკული ხმა მარად უნდა აფხიზლებდეს ქვეყნის ბედზე პასუხისმგებელ ადამიანებს - დღეს საქართველოში ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საზოგადოება" - მეუფე გრიგოლი

ეკ­ლე­სი­ის კრი­ტი­კუ­ლი ხმა მა­რად უნდა აფხიზ­ლებ­დეს ქვეყ­ნის ბედ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ ადა­მი­ა­ნებს - დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვენს თვალ­წინ იბა­დე­ბა ახა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა - მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა, დარ­ბე­ვა და და­სა­ხიჩ­რე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა, მათი დარ­ბე­ვა და და­სა­ხიჩ­რე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, მით უფრო, თუ ეს მო­ქა­ლა­ქე­ნი ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ის ფარ­გლებ­ში იბ­რძვი­ან თა­ვი­სი სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბე­ბი­სა და უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის; ადა­მი­ა­ნის ღვთივ­ბო­ძე­ბუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის ჩახ­შო­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბა არის ძა­ლა­დო­ბა ადა­მი­ა­ნის მი­მართ, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლი­ტის, მე­უ­ფე გრი­გო­ლის სამ­წყსო­სად­მი სა­შო­ბაო გზავ­ნილ­ში, რო­მელ­საც ეპარ­ქი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი" ავ­რცე­ლებს.

მიტ­რო­პო­ლიტ­მა გრი­გოლ­მა სა­შო­ბაო გზავ­ნილ­ში სა­ხელ­მწი­ფო­სა და ეკ­ლე­სი­ის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეკ­ლე­სი­ის კრი­ტი­კუ­ლი ხმა, მა­რად უნდა აფხიზ­ლებ­დეს ქვეყ­ნის ბედ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ ადა­მი­ა­ნებს“.

"ბო­ლოს, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე იდგა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია და თვით ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო(ებ­რი­ო­ბა) გუ­შინ და რო­გო­რია ამ მხრივ ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლო­ბა?

ცხა­დია, ეს ვრცე­ლი და სა­გან­გე­ბო გან­სჯა-გან­ხილ­ვის თე­მაა, ჩვენ აქ მხო­ლოდ მცი­რე შე­და­რე­ბი­თი ანა­ლი­ზით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბით!

(1). სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ჩვენ კვლავ და კვლავ გვი­წევს სა­უ­ბა­რი რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის თით­ქმის ორ სა­უ­კუ­ნე­ნა­ხევ­რი­ა­ნი მძი­მე და ტრა­გი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ, რად­გან ე.წ. ერ­თმორ­წმუ­ნე­ო­ბა რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნის ერთ-ერთ მთა­ვარ ინ­სტრუ­მენ­ტად სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ი­სა და ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ; ამის პი­რის­პირ კი ჩვენ ვხე­დავთ, რომ ჩვე­ნი მორ­წმუ­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი, მრა­ვა­ლი ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ამ მი­მარ­თე­ბით საკ­მა­ოდ მო­წყვლა­დი აღ­მოჩ­ნდა. ყო­ველ­თვის უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და ეკ­ლე­სი­უ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სათ­ვის მებ­რძო­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­შე, არ გვექ­ნე­ბო­და არც ერთი და არც მე­ო­რე! მო­დით, ისიც გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ ყალ­ბად გა­გე­ბუ­ლი ერ­თმორ­წმუ­ნე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ტი­უ­რად გა­მო­დი­ოდ­ნენ XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში მოღ­ვა­წე სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქე­ბი, სულმნათ­ნი მო­ძღვარ­ნი ივე­რი­ის სა­კა­თა­ლი­კო­სო ტახ­ტი­სა, ასე­ვე, ქარ­თვე­ლი მღვდელმთა­ვარ­ნი, რომ­ლე­ბიც შე­ე­წირ­ნენ რუ­სე­თის (შემ­დგომ კი, საბ­ჭო­თა) იმ­პე­რი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას, რის გა­მოც იყ­ვნენ დევ­ნილ­ნი, გვე­მულ­ნი და წა­მე­ბულ­ნი (მათ შო­რის არი­ან აწ უკვე წმინ­და­ნად აღი­ა­რე­ბულ­ნი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქნი კი­რი­ო­ნი (სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლი) და ამ­ბრო­სი (ხე­ლა­ია), ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო ნა­ზა­რი (ლეჟა­ვა) და მრა­ვა­ლი სხვ.).

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ასე­ვე, რომ ეს მოღ­ვა­წე­ნი კარ­გად ერ­კვე­ოდ­ნენ რუ­სე­თის ის­ტო­რი­ა­სა და სარ­წმუ­ნო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში (სა­მეც­ნი­ე­რო შრო­მე­ბიც კი აქვთ ამის შე­სა­ხებ) და მათი მო­საზ­რე­ბე­ბი ამ კუ­თხით დღე­საც უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია; მათი ცხოვ­რე­ბა და მოღ­ვა­წე­ო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო გა­რუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას­თან, რო­გორც სა­ეკ­ლე­სიო, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათი სა­ეკ­ლე­სიო, მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მრწამ­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მით უფრო ყუ­რადსა­ღე­ბია!

(2). მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნად მიგ­ვაჩ­ნია, რომ აქვე მოკ­ლედ შე­ვე­ხოთ სა­ხელ­მწი­ფო­სა და ეკ­ლე­სი­ის ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კითხს. 2002 წლის 14 ოქ­ტომ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ურ­თი­ერ­თო­ბა რე­გუ­ლირ­დე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი შე­თან­ხმე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლურ მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას შო­რის.

ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო და ეკ­ლე­სია ჯერ კი­დევ ერ­თგვარ გარ­და­მა­ვალ ეტაპს გა­დის, და თუ რო­გორ გა­ვივ­ლით ამ ეტაპს, სწო­რედ ამა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­სა და ეკ­ლე­სი­ის (და, შე­სა­ბა­მი­სად, მათი ურ­თი­ერ­თო­ბის) ბე­დიც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში.

თუმ­ცა, ნამ­დვი­ლად გვმარ­თებს იმის ცოდ­ნა, რომ არ­სე­ბობს სა­ხელ­მწი­ფო­სა და ეკ­ლე­სი­ის ურ­თი­ერ­თო­ბის ე.წ. „რუ­სუ­ლი მო­დე­ლი“, რო­მე­ლიც ჩვენს ჩრდი­ლო­ეთ სა­მე­ზობ­ლო­შია დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი. ეს მო­დე­ლი (რა­ო­დენ მომ­ხიბ­ვლე­ლიც არ უნდა იყოს ის ვინ­მეს­თვის!), გვაჩ­ვე­ნებს, თუ რო­გო­რი მძი­მე შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა დად­გეს, როცა ეკ­ლე­სია სა­ხელ­მწი­ფოს ხელ­ში ერ­თგვარ „ინ­სტრუ­მენ­ტად“ იქ­ცე­ვა, და უწევს სა­ხელ­მწი­ფოს მიერ წა­მო­წყე­ბუ­ლი დამ­პყრობ­ლუ­რი ომე­ბის ფსევ­დო-მო­რა­ლუ­რი „გა­მარ­თლე­ბა“, რაც აბ­სო­ლუ­ტურ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­შია სა­მო­ცი­ქუ­ლო ტრა­დი­ცი­ას­თან და, თა­ვი­სი არ­სით, მისი სა­პი­რის­პი­როა. ეს, ამავდრო­უ­ლად, ნათ­ლად გვიჩ­ვე­ნებს იმა­საც, თუ რა საფრ­თხე შე­იძ­ლე­ბა და­ე­მუქ­როს ეკ­ლე­სი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ხა­რე­ბი­სე­ულ პრინ­ციპს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პო­ლი­ტი­კი­სა (სა­ხელ­მწი­ფოს) და რე­ლი­გი­ის (ეკ­ლე­სი­ის) მთა­ვა­რი ზრუნ­ვის ობი­ექ­ტი არის ადა­მი­ა­ნი, ფუნ­ქცი­უ­რად ისი­ნი იმ­დე­ნად სხვა­ო­ბენ ერ­თმა­ნე­თის­გან, რო­გორც ცა და მიწა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­მო­მავ­ლო მიზ­ნე­ბი­სა და ამო­ცა­ნე­ბის გან­სა­ზღვრი­სას აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში დავ­რჩეთ წმი­და სა­მო­ცი­ქუ­ლო ტრა­დი­ცი­ას­თან, და ვი­თარ­ცა მარ­თლმკვე­თელ­ნი, მარ­თე­ბუ­ლად აღ­ვას­რუ­ლებ­დეთ სა­ხელ­მწი­ფო­სა და ეკ­ლე­სი­ის ურ­თი­ერ­თო­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ სა­ხა­რე­ბი­სე­ულ პრინ­ციპს: „მი­ე­ცით კე­ის­რი­საჲ კე­ი­სარ­სა და ღმრთი­საჲ ღმერ­თსა“ (მთ. 22,21). აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეკ­ლე­სი­ის კრი­ტი­კუ­ლი ხმა, მა­რად უნდა აფხიზ­ლებ­დეს ქვეყ­ნის ბედ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ ადა­მი­ა­ნებს; ეს არის მო­კე­თის კე­თი­ლის­მყო­ფე­ლი ხმა, „მოყ­ვა­რეს პირ­ში უძ­რა­ხეს“ წმ. ილია მარ­თლის მრწამ­სის მი­ხედ­ვით, და ეს იმის­თვის არის სა­ჭი­რო, რომ სა­ხელ­მწი­ფო­სა და ეკ­ლე­სი­ას შო­რის ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბა მკვიდ­რობ­დეს.

(3). დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვენს თვალ­წინ იბა­დე­ბა ახა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა; ეს ბუ­ნებ­რი­ვი, თუმ­ცა კი ურ­თუ­ლე­სი პრო­ცე­სია და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევრ რა­მეს ახლა ვსწავ­ლობთ, და შე­საძ­ლოა ეს პრო­ცე­სი ერ­თგვარ შიშ­საც კი აღ­ძრავ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში, მიგ­ვაჩ­ნია, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა, მათი დარ­ბე­ვა და და­სა­ხიჩ­რე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, მით უფრო, თუ ეს მო­ქა­ლა­ქე­ნი ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ის ფარ­გლებ­ში იბ­რძვი­ან თა­ვი­სი სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბე­ბი­სა და უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის; ადა­მი­ა­ნის ღვთივ­ბო­ძე­ბუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის ჩახ­შო­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბა არის ძა­ლა­დო­ბა ადა­მი­ა­ნის მი­მართ. ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის მი­მართ ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბა კი არის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი აზ­როვ­ნე­ბი­სა, ამას­თა­ნა­ვე, ის წარმ­მარ­თვე­ლი პრინ­ცი­პია უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა. ეს პრინ­ცი­პი უნდა და­ე­დოს სა­ფუძ­ვლად ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას. ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მრწამ­სი ჩვენ გვა­ვა­ლებს, რომ ამ პრინ­ცი­პის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის შემ­თხვე­ვა­ში ხმა ავი­მაღ­ლოთ და ვამ­ხი­ლოთ კი­დეც ძა­ლა­დო­ბა!

სა­ზო­გა­დო­ე­ბა ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია და მისი თა­ვი­სუ­ფა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი შე­ჩე­რე­ბა-შე­კა­ვე­ბა დიდ­ხანს შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან ის სი­ცო­ცხლის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სია. თა­ვი­სუფ­ლე­ბის მა­რად ცო­ცხა­ლი და აქ­ტი­უ­რი ნა­კა­დი, სა­დაც კი გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გზას იპო­ვის, სწო­რედ იქ ამო­ხეთ­ქავს! ღმერ­თს შევ­თხოვთ, რომ და­ლო­ცოს და და­ამ­შვი­დოს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო!“, - ნათ­ქვა­მია ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლი­ტის სამ­წყსო­სად­მი სა­შო­ბაო გზავ­ნილ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ეკლესიის კრიტიკული ხმა მარად უნდა აფხიზლებდეს ქვეყნის ბედზე პასუხისმგებელ ადამიანებს - დღეს საქართველოში ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საზოგადოება" - მეუფე გრიგოლი

"ეკლესიის კრიტიკული ხმა მარად უნდა აფხიზლებდეს ქვეყნის ბედზე პასუხისმგებელ ადამიანებს - დღეს საქართველოში ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საზოგადოება" - მეუფე გრიგოლი

ეკლესიის კრიტიკული ხმა მარად უნდა აფხიზლებდეს ქვეყნის ბედზე პასუხისმგებელ ადამიანებს - დღეს საქართველოში ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საზოგადოება - მოქალაქეების მიმართ ძალადობა, დარბევა და დასახიჩრება დაუშვებელია მოქალაქეების მიმართ ძალადობა, მათი დარბევა და დასახიჩრება დაუშვებელია, მით უფრო, თუ ეს მოქალაქენი ქვეყნის კონსტიტუციის ფარგლებში იბრძვიან თავისი სამოქალაქო უფლებებისა და უკეთესი მომავლისთვის; ადამიანის ღვთივბოძებული თავისუფალი ნების ჩახშობისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობა არის ძალადობა ადამიანის მიმართ, - ამის შესახებ ნათქვამია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის სამწყსოსადმი საშობაო გზავნილში, რომელსაც ეპარქიის ოფიციალური "ფეისბუქგვერდი" ავრცელებს.

მიტროპოლიტმა გრიგოლმა საშობაო გზავნილში სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკლესიის კრიტიკული ხმა, მარად უნდა აფხიზლებდეს ქვეყნის ბედზე პასუხისმგებელ ადამიანებს“.

"ბოლოს, რა გამოწვევების წინაშე იდგა საქართველოს ეკლესია და თვით ქართული სახელმწიფო(ებრიობა) გუშინ და როგორია ამ მხრივ ჩვენი დღევანდელობა?

ცხადია, ეს ვრცელი და საგანგებო განსჯა-განხილვის თემაა, ჩვენ აქ მხოლოდ მცირე შედარებითი ანალიზით შემოვიფარგლებით!

(1). სამწუხაროდ, დღეს ჩვენ კვლავ და კვლავ გვიწევს საუბარი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების თითქმის ორ საუკუნენახევრიანი მძიმე და ტრაგიკული გამოცდილების შესახებ, რადგან ე.წ. ერთმორწმუნეობა რუსული სახელმწიფოს მიერ გამოიყენება პოლიტიკური გავლენის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად საქართველოს ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ; ამის პირისპირ კი ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მორწმუნე საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, ამ მიმართებით საკმაოდ მოწყვლადი აღმოჩნდა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეკლესიური დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ადამიანების გარეშე, არ გვექნებოდა არც ერთი და არც მეორე! მოდით, ისიც გავიხსენოთ, რომ ყალბად გაგებული ერთმორწმუნეობის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდნენ XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, სულმნათნი მოძღვარნი ივერიის საკათალიკოსო ტახტისა, ასევე, ქართველი მღვდელმთავარნი, რომლებიც შეეწირნენ რუსეთის (შემდგომ კი, საბჭოთა) იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლას, რის გამოც იყვნენ დევნილნი, გვემულნი და წამებულნი (მათ შორის არიან აწ უკვე წმინდანად აღიარებულნი კათოლიკოს-პატრიარქნი კირიონი (საძაგლიშვილი) და ამბროსი (ხელაია), ყოვლადსამღვდელო ნაზარი (ლეჟავა) და მრავალი სხვ.).

აღსანიშნავია ასევე, რომ ეს მოღვაწენი კარგად ერკვეოდნენ რუსეთის ისტორიასა და სარწმუნოებრივ ცხოვრებაში (სამეცნიერო შრომებიც კი აქვთ ამის შესახებ) და მათი მოსაზრებები ამ კუთხით დღესაც უაღრესად მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია; მათი ცხოვრება და მოღვაწეობა დაკავშირებული იყო გარუსების წინააღმდეგ ბრძოლასთან, როგორც საეკლესიო, ასევე სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, მათი საეკლესიო, მოქალაქეობრივი და ცხოვრებისეული მრწამსის გათვალისწინება მით უფრო ყურადსაღებია!

(2). მნიშვნელოვანად მიგვაჩნია, რომ აქვე მოკლედ შევეხოთ სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის საკითხს. 2002 წლის 14 ოქტომბრიდან საქართველოში ეს ურთიერთობა რეგულირდება კონსტიტუციური შეთანხმებით საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის.

ჩვენი სახელმწიფო და ეკლესია ჯერ კიდევ ერთგვარ გარდამავალ ეტაპს გადის, და თუ როგორ გავივლით ამ ეტაპს, სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული სახელმწიფოსა და ეკლესიის (და, შესაბამისად, მათი ურთიერთობის) ბედიც უახლოეს მომავალში.

თუმცა, ნამდვილად გვმართებს იმის ცოდნა, რომ არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის ე.წ. „რუსული მოდელი“, რომელიც ჩვენს ჩრდილოეთ სამეზობლოშია დამკვიდრებული. ეს მოდელი (რაოდენ მომხიბვლელიც არ უნდა იყოს ის ვინმესთვის!), გვაჩვენებს, თუ როგორი მძიმე შედეგი შეიძლება დადგეს, როცა ეკლესია სახელმწიფოს ხელში ერთგვარ „ინსტრუმენტად“ იქცევა, და უწევს სახელმწიფოს მიერ წამოწყებული დამპყრობლური ომების ფსევდო-მორალური „გამართლება“, რაც აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია სამოციქულო ტრადიციასთან და, თავისი არსით, მისი საპირისპიროა. ეს, ამავდროულად, ნათლად გვიჩვენებს იმასაც, თუ რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ეკლესიის თავისუფლების სახარებისეულ პრინციპს.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისა (სახელმწიფოს) და რელიგიის (ეკლესიის) მთავარი ზრუნვის ობიექტი არის ადამიანი, ფუნქციურად ისინი იმდენად სხვაობენ ერთმანეთისგან, როგორც ცა და მიწა. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის სამომავლო მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრისას აუცილებელია, რომ შესაბამისობაში დავრჩეთ წმიდა სამოციქულო ტრადიციასთან, და ვითარცა მართლმკვეთელნი, მართებულად აღვასრულებდეთ სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ სახარებისეულ პრინციპს: „მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა“ (მთ. 22,21). აქედან გამომდინარე, ეკლესიის კრიტიკული ხმა, მარად უნდა აფხიზლებდეს ქვეყნის ბედზე პასუხისმგებელ ადამიანებს; ეს არის მოკეთის კეთილისმყოფელი ხმა, „მოყვარეს პირში უძრახეს“ წმ. ილია მართლის მრწამსის მიხედვით, და ეს იმისთვის არის საჭირო, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ჯანსაღი ურთიერთობა მკვიდრობდეს.

(3). დღეს საქართველოში ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საზოგადოება; ეს ბუნებრივი, თუმცა კი ურთულესი პროცესია და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეს ახლა ვსწავლობთ, და შესაძლოა ეს პროცესი ერთგვარ შიშსაც კი აღძრავდეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, მიგვაჩნია, რომ მოქალაქეების მიმართ ძალადობა, მათი დარბევა და დასახიჩრება დაუშვებელია, მით უფრო, თუ ეს მოქალაქენი ქვეყნის კონსტიტუციის ფარგლებში იბრძვიან თავისი სამოქალაქო უფლებებისა და უკეთესი მომავლისთვის; ადამიანის ღვთივბოძებული თავისუფალი ნების ჩახშობისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობა არის ძალადობა ადამიანის მიმართ. ადამიანის თავისუფალი ნების მიმართ ხელშეუხებლობა კი არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ქრისტიანული აზროვნებისა, ამასთანავე, ის წარმმართველი პრინციპია უძველესი ქართული კულტურისა. ეს პრინციპი უნდა დაედოს საფუძვლად ჩვენი საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობასა და განვითარებას. ქრისტიანული მრწამსი ჩვენ გვავალებს, რომ ამ პრინციპის უგულებელყოფის შემთხვევაში ხმა ავიმაღლოთ და ვამხილოთ კიდეც ძალადობა!

საზოგადოება ცოცხალი ორგანიზმია და მისი თავისუფალი განვითარების ხელოვნური შეჩერება-შეკავება დიდხანს შეუძლებელია, რადგან ის სიცოცხლის მახასიათებელი ბუნებრივი პროცესია. თავისუფლების მარად ცოცხალი და აქტიური ნაკადი, სადაც კი გამოთავისუფლების გზას იპოვის, სწორედ იქ ამოხეთქავს! ღმერთს შევთხოვთ, რომ დალოცოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო!“, - ნათქვამია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამწყსოსადმი საშობაო გზავნილში.