რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას თბილისის სხვადასხვა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან ალილოს მსვლელობის მონაწილეები შემოუერთდნენ.
უწყვეტი პროტესტის მე-40 დღეს აქციის მონაწილეები ქაშუეთის ტაძართან აპირებენ შობის ღამის შეხვედრას. დემონსტრანტებს აქციაზე საეკლესიო სანთლები აქვთ დანთებული.
პროტესტის მონაწილეები ადგილზე ერთმანეთს ტკბილეულითა და ნამცხვრებით უმასპინძლდებიან. შობის დადგომისას კი ისინი საყოველთაო "ალილოს" შესრულებას აპირებენ.