პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია.
დღევანდელ აქციას თბილისის სხვადასხვა ტაძრიდან ალილოს მონაწილეები შემოუერთდებიან, რომლებიც მსვლელობით უკვე რუსთაველის გამზირისკენ მოემართებიან.
პროტესტის მე-40 დღეს აქციის მონაწილეები ქაშუეთის ტაძართან ღამის 12:00 საათზე ერთად აპირებენ შობის შეხვედრას.
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა კი ისევ უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.