სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დოისგან" განსხვავებით რას აკეთებს ნატო? ნატო დუმს" - რატომ აკრიტიკებენ ნატო მეტონიძეს და რა ამბავს იხსენებს ნანუკა ჟორჟოლიანი
"დოისგან" განსხვავებით რას აკეთებს ნატო? ნატო დუმს" - რატომ აკრიტიკებენ ნატო მეტონიძეს და რა ამბავს იხსენებს ნანუკა ჟორჟოლიანი

ბოლო ორ დღე­ში, ნატო მე­ტო­ნი­ძის შე­სა­ხებ ალ­ბათ არა­ერ­თი სტა­ტუ­სი შეგ­ხვდათ. მომ­ღე­რალს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი სახე, მისი დუ­მი­ლის გამო აკ­რი­ტი­კებს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნატო მე­ტო­ნი­ძე ერთ-ერ­თია იმ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან, რო­მელ­საც გა­სულ თვე­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­თან და ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია არ და­უ­ფიქ­სი­რე­ბია.

  • 31 დე­კემ­ბერს მე­რი­ის ყო­ველ­წლი­უ­რი სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტი, რო­მე­ლიც ღია ცის ქვეშ ტარ­დე­ბო­და, გა­უქ­მდა და მის მა­გი­ერ, ექ­სპრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სახ­ლის ეზო­ში, ჩა­წე­რი­ლი მზა კონ­ცერ­ტი შეს­თა­ვა­ზეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ძი­რი­თა­დად ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბი იყ­ვნენ. წამ­ყვა­ნე­ბი ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი და კახა მი­ქი­აშ­ვი­ლი. კონ­ცერ­ტზე გა­მომ­სვლე­ლებს შო­რის იყო ნატო მე­ტო­ნი­ძეც, რო­მელ­მაც ან­სამ­ბლ "შვიდ­კა­ცას­თან“ ერ­თად იმ­ღე­რა.

კად­რი 31 დე­კემ­ბრის ღა­მის მე­რი­ის სა­კონ­ცერ­ტო ჩა­ნა­წე­რი­დან

გუ­შინ, ტე­ლე­წამ­ყვან­მა ვიკა ბუ­კი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­ტო­ნი­ძის შე­სა­ხებ და­წე­რა: "რა­ტომ­ღაც ნატო მე­ტო­ნი­ძე ყო­ველ­თვის მე­გო­ნა ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი. რა ამაზ­რზე­ნია მისი სი­ჩუ­მე და რა სა­ზა­რე­ლია მისი კონ­ცერ­ტი. რო­გორ არ უტყდე­ბა?“ - ჟურ­ნა­ლის­ტის სტა­ტუსს ასო­ბით კო­მენ­ტა­რი და სი­ცი­ლის რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. რო­გორც ბუ­კი­ამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­ნიშ­ნა, მის სტა­ტუსს ტრო­ლე­ბი შე­ე­სივ­ნენ და "აჰა­ჰა­ვებ­დნენ...“

მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი­დევ ერთი სტა­ტუ­სი ნატო მე­ტო­ნი­ძე­ზე, ამ­ჯე­რად ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა და­წე­რა. ჟურ­ნა­ლის­ტმა წლე­ბის წი­ნან­დე­ლი ამ­ბა­ვი გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას "რუ­თა­ვი 2“-ის ეთე­რი­დან მომ­ღერ­ლის ნამ­ღე­რი ამოჭ­რეს. მა­შინ მომ­ხდა­რი, რე­ჟი­სორ­მა და­ვით დო­ი­აშ­ვილ­მა ხმა­მაღ­ლა გა­აპ­რო­ტეს­ტა, თუმ­ცა ახლა, რო­დე­საც "იმე­დის“ ეთე­რი­დან "დოის ჭრი­ან, ნატო დუმს" - წერს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი:

- ახლა რომ რუს­თა­ველ­ზე ბავ­შვე­ბი დგა­ნან მათ არ ემახ­სოვ­რე­ბათ ეს ამ­ბა­ვი, ამი­ტომ მოვ­ყვე­ბი.

წლე­ბის წინ, ნა­ცე­ბის დროს, მა­შინ­დე­ლი "რუს­თა­ვი 2“-ის ეთე­რი­დან, ოღონდ რაღა მა­შინ­დე­ლი იმ დრო­შიც იგი­ვე ხალ­ხი მუ­შა­ობ­და უბ­რა­ლოდ სხვა უფ­რო­სე­ბი ჰყავ­დათ. მოკ­ლედ, რ2-ის კონ­ცერ­ტი­დან ამოჭ­რეს ნატო მე­ტო­ნი­ძის სიმ­ღე­რა. და­იქ­ცა ქვე­ყა­ნა. ნა­ტოო, ლი­ზაა, სახე ჩა­მო­ი­ხო­კეს. (სა­მარ­თლი­ა­ნა­დაც ) “ეს რა იკად­რა არ­ხმა” იყო მთა­ვა­რი წუ­ხი­ლი.

ნა­ტოს მა­შინ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­და დოიმ. თვლი­და რომ ეს უსა­მარ­თლო და არას­წო­რი საქ­ცი­ე­ლი იყო და თუ რამე როლი ჰქონ­და თე­ატ­რში, ყვე­ლა ნა­ტოს მის­ცა (ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით).

გა­ვი­და წლე­ბი და ახლა ნატო მე­ტო­ნი­ძე აღ­მოჩ­ნდა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ლო­ჟა­ში და რა ხდე­ბა? მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჭრის "დოის" კონ­ცერ­ტი­დან.

იმედ­ზე გა­ვი­და კონ­ცერ­ტი რომ­ლის რე­ჟი­სო­რი იყო "დოი" და ამო­ი­ღეს ყვე­ლაფ­რი­დან. აქვე ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძის და­კა­ვე­ბის ამ­ბავ­საც შე­ვახ­სე­ნებ დღეს უკვე სამ­თავ­რო­ბო მომ­ღე­რალს.

"დო­ის­გან" გან­სხვა­ვე­ბით რას აკე­თებს ნატო? ნატო დუმს. ნუ, თუ მისი ხმა გვეს­მის მხო­ლოდ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კონ­ცერ­ტებ­ზე სიმ­ღე­რის დროს.

ნატო იცით ვი­ნაა? აი მისი და­ქა­ლი ლიზა ხომ იცით, ბაგ­რა­ტი­ო­ნი, ქო­ცე­ბის პრე­ზი­დენ­ტის ცო­ლის დაა გოგო. აი, რაზე გა­დის დღეს ამა­თი მო­რა­ლი.

მო­რა­ლი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობ­და და გუ­ლის­ხმობს მხო­ლოდ კონ­ფორ­მიზმს", - წერს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის გაბ­რა­ზე­ბა რე­ჟი­სორ და­ვით გერ­სა­მი­ას სტა­ტუსს მოჰ­ყვა, რომ­ლის თქმი­თაც, იმედ­ზე გა­სუ­ლი პრო­ექ­ტი­დან "სა­უ­კუ­ნის ავ­ტოგ­რა­ფი“, რომ­ლის რე­ჟი­სო­რიც თა­ვად არის და 2006 წელს გა­და­ი­ღო, არ­ხმა და­ა­მონ­ტა­ჟა და სან­დრა რუ­ლოვ­სი­სას და და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლის კად­რე­ბი ამოჭ­რეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"დოისგან" განსხვავებით რას აკეთებს ნატო? ნატო დუმს" - რატომ აკრიტიკებენ ნატო მეტონიძეს და რა ამბავს იხსენებს ნანუკა ჟორჟოლიანი

"დოისგან" განსხვავებით რას აკეთებს ნატო? ნატო დუმს" - რატომ აკრიტიკებენ ნატო მეტონიძეს და რა ამბავს იხსენებს ნანუკა ჟორჟოლიანი

ბოლო ორ დღეში, ნატო მეტონიძის შესახებ ალბათ არაერთი სტატუსი შეგხვდათ. მომღერალს სოციალურ ქსელში, არაერთი ცნობილი სახე, მისი დუმილის გამო აკრიტიკებს. შეგახსენებთ, რომ ნატო მეტონიძე ერთ-ერთია იმ ცნობილი ადამიანებიდან, რომელსაც გასულ თვეში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

  • 31 დეკემბერს მერიის ყოველწლიური საახალწლო კონცერტი, რომელიც ღია ცის ქვეშ ტარდებოდა, გაუქმდა და მის მაგიერ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასახლის ეზოში, ჩაწერილი მზა კონცერტი შესთავაზეს საზოგადოებას. მონაწილეები ძირითადად ფოლკლორული ანსამბლები იყვნენ. წამყვანები ლიზა ბაგრატიონი და კახა მიქიაშვილი. კონცერტზე გამომსვლელებს შორის იყო ნატო მეტონიძეც, რომელმაც ანსამბლ "შვიდკაცასთან“ ერთად იმღერა.

კადრი 31 დეკემბრის ღამის მერიის საკონცერტო ჩანაწერიდან

გუშინ, ტელეწამყვანმა ვიკა ბუკიამ სოციალურ ქსელში მეტონიძის შესახებ დაწერა: "რატომღაც ნატო მეტონიძე ყოველთვის მეგონა ღირსეული ადამიანი. რა ამაზრზენია მისი სიჩუმე და რა საზარელია მისი კონცერტი. როგორ არ უტყდება?“ - ჟურნალისტის სტატუსს ასობით კომენტარი და სიცილის რეაქცია მოჰყვა. როგორც ბუკიამ მოგვიანებით აღნიშნა, მის სტატუსს ტროლები შეესივნენ და "აჰაჰავებდნენ...“

მოგვიანებით კიდევ ერთი სტატუსი ნატო მეტონიძეზე, ამჯერად ნანუკა ჟორჟოლიანმა დაწერა. ჟურნალისტმა წლების წინანდელი ამბავი გაიხსენა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნისას "რუთავი 2“-ის ეთერიდან მომღერლის ნამღერი ამოჭრეს. მაშინ მომხდარი, რეჟისორმა დავით დოიაშვილმა ხმამაღლა გააპროტესტა, თუმცა ახლა, როდესაც "იმედის“ ეთერიდან "დოის ჭრიან, ნატო დუმს" - წერს ჟორჟოლიანი.

ნანუკა ჟორჟოლიანი:

- ახლა რომ რუსთაველზე ბავშვები დგანან მათ არ ემახსოვრებათ ეს ამბავი, ამიტომ მოვყვები.

წლების წინ, ნაცების დროს, მაშინდელი "რუსთავი 2“-ის ეთერიდან, ოღონდ რაღა მაშინდელი იმ დროშიც იგივე ხალხი მუშაობდა უბრალოდ სხვა უფროსები ჰყავდათ. მოკლედ, რ2-ის კონცერტიდან ამოჭრეს ნატო მეტონიძის სიმღერა. დაიქცა ქვეყანა. ნატოო, ლიზაა, სახე ჩამოიხოკეს. (სამართლიანადაც ) “ეს რა იკადრა არხმა” იყო მთავარი წუხილი.

ნატოს მაშინ განსაკუთრებული სოლიდარობა გამოუცხადა დოიმ. თვლიდა რომ ეს უსამართლო და არასწორი საქციელი იყო და თუ რამე როლი ჰქონდა თეატრში, ყველა ნატოს მისცა (ნახევრად ხუმრობით).

გავიდა წლები და ახლა ნატო მეტონიძე აღმოჩნდა სახელისუფლებო ლოჟაში და რა ხდება? მისი ხელისუფლება ჭრის "დოის" კონცერტიდან.

იმედზე გავიდა კონცერტი რომლის რეჟისორი იყო "დოი" და ამოიღეს ყველაფრიდან. აქვე ანდრო ჭიჭინაძის დაკავების ამბავსაც შევახსენებ დღეს უკვე სამთავრობო მომღერალს.

"დოისგან" განსხვავებით რას აკეთებს ნატო? ნატო დუმს. ნუ, თუ მისი ხმა გვესმის მხოლოდ სახელისუფლებო კონცერტებზე სიმღერის დროს.

ნატო იცით ვინაა? აი მისი დაქალი ლიზა ხომ იცით, ბაგრატიონი, ქოცების პრეზიდენტის ცოლის დაა გოგო. აი, რაზე გადის დღეს ამათი მორალი.

მორალი, რომელიც გულისხმობდა და გულისხმობს მხოლოდ კონფორმიზმს", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ნანუკა ჟორჟოლიანის გაბრაზება რეჟისორ დავით გერსამიას სტატუსს მოჰყვა, რომლის თქმითაც, იმედზე გასული პროექტიდან "საუკუნის ავტოგრაფი“, რომლის რეჟისორიც თავად არის და 2006 წელს გადაიღო, არხმა დაამონტაჟა და სანდრა რულოვსისას და დავით დოიაშვილის კადრები ამოჭრეს.