სერიალ "მაშველების“ ვარსკვლავის, ჯერემი ჯექსონის ყოფილი ცოლი, ლონი უილსონი კვლავაც მძიმე მდგომარეობაშია. ქალი, რომელიც ერთ დროს ცნობილი მოდელი იყო, ახლა ქუჩაში ცხოვრობს და ახალი წლის დღეებში ნაგვის ქექვისას გადაიღეს. ახალი ფოტოები, რომლებიც მედიაში ვრცელდება 41 წლის უილსონის სევდიან რეალობას აჩვენებს.
ქალმა კრისტალურ მეტამფეტამინზე დამოკიდებულების გამო, მძიმე ფსიქიკური კრიზისი გადაიტანა. ცოტა ხნის წინ მისმა ყოფილმა ქმარმა, ჯერემი ჯექსონმა, საჯაროდ ისაუბრა მის მდგომარეობაზე.ფოტოები ასახავს ლონის უმძიმეს მდგომარეობას.
ქალს გრძელი ყვავილებიანი კაბა აცვია, ლეოპარდის პრინტიან ჩექმებსა და შავ ქუდშია გამოწყობილი, თმა კი თითქოს გადაპარსული აქვს. უილსონი ნაძვის ხის ურიკაზე დადების შემდეგ, ადგილს ტოვებს.
ოქტომბერში უილსონი ლოს-ანჯელესში ტროტუარზე მჯდარი გადაიღეს. ქალი საღებავის ქილიდან ყავისფერ ქაღალდის ჩანთაში რაღაცას ასხამდა.
ლონის ცხოვრებაში სირთულეები 2014 წელს დაიწყო, როდესაც მისი და ჯერემი ჯექსონის ქორწინება დასრულდა. მათი ურთიერთობა სავარაუდოდ ძალადობრივი იყო, რაც საბოლოოდ განქორწინებით დასრულდა.
44 წლის ჯერემი ჯექსონმა განაცხადა, რომ მისი ყოფილი ცოლი "აღარ არსებობს“ და მას ლონი ოთხი წელია არ უნახავს მას შემდეგ, რაც მათი ურთიერთობა ერთ დიდ სკანდალად იქცა და ჩხუბისას, პოლიციის გამოძახებაც კი გახდა საჭირო. ეს ჩხუბი მათი ორწლიანი ქორწინების დასასრულს მოასწავებდა. ჯექსონმა ლონის დაკარგვა საყვარელი ადამიანის სიკვდილს შეადარა და განაცხადა, რომ არაერთი მცდელობა ჰქონდა, რათა ყოფილ ცოლს ფსიქიკურ და ნარკოტიკულ პრობლემებთან გამკლავებაში დახმარებოდა.
„ის ქალი, ვინც მიყვარდა, აღარ არსებობს. ვისაც ახლა ხედავთ, აღარ ჰგავს იმ ქალს, ვისაც მე ვიცნობდი,“ – განაცხადა მსახიობმა.ჯექსონმა ასევე გაიხსენა, როგორ გაუარესდა ლონის ფსიქიკური ჯანმრთელობა მათი ქორწინების ბოლო წელს. ლონის ჰქონდა პარანოია, პანიკური შეტევები და ჰალუცინაციები. ქალი ქმარს მტრად აღიქვამდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯექსონი ცდილობდა დახმარებას – თერაპიით, მედიკამენტებითა და სულიერი მხარდაჭერით – ლონის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა.
"დავკარგე ჩემი ცხოვრების სიყვარული. დავკარგე ერთადერთი ქალი, ვისაც ხელი ვთხოვე და ვისთანაც ქორწინება მინდოდა. 44 წლის ვარ და მას შემდეგ არავისთან გადამიდგამს ეს ნაბიჯი. ის იყო ჩემი ერთადერთი არჩევანი და ეს არჩევანი დავკარგე", - ამბობს ჯექსონი.
"უსმენდა რაღაცებს, ხედავდა რაღაცებს და ბრალს მდებდა ისეთ რაღაცებში, რაც აბსოლუტურად ილუზიური იყო. მას ჰქონდა მასიური ნერვული აშლილობები და პანიკური შეტევები. ის ტირილით ბრუნდებოდა სახლში, შიშობდა, რომ ვინმეს დაჭრიდა ექიმის კაბინეტში,“ – იხსენებდა ჯერემი.
ლონი უილსონის აღსარება
წარსულში ლონიმ პირად სირთულეებზე საჯაროდ ისაუბრა. ქალი ამბობდა, რომ სჯეროდა, ვიღაც მის სხეულში ელექტრო დენს უშვებდა.
"ვერ ვიცხოვრებდი ჩემი სხეულით, რადგან ვიღაც ყოველდღიურად ჩემში ელექტროენერგიას უშვებდა თითქმის ერთი წლის განმავლობაში", - – განაცხადა მან.
წარსულის ბრწყინვალება და დღევანდელი რეალობა
ლონის ცხოვრების ერთ დროს ბრწყინვალე კარიერა წარმატებული მოდელის სახელით დაიწყო. იგი გამოჩნდა ისეთ ჟურნალებში, როგორიცაა Glam Fit, Flavour და Iron Man. დღეს კი ის ვენესის სანაპიროზე, ნაგავში ქექვით გადარჩენას ცდილობს, რაც მისი ცხოვრების მძიმე ტრაგედიად იქცა.