პარტნიორები:
    ავტორი:

    "ივანიშვილის რეჟიმმა მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მიიღოს" - ჯო უილსონი

    "ივანიშვილის რეჟიმმა მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მიიღოს" - ჯო უილსონი

    ივანიშვილის რეჟიმმა მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მიიღოს, - ასე ეხმაურება აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას გადაწყვეტილებას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით.

    "ამ გადაწყვეტილების გამო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას მადლობელი ვარ. ივანიშვილის რეჟიმმა მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მიიღოს. საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდება!“, - წერს ჯო უილსონი.

    შეგახსენებთ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გადადო.

    "დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე გადავდო, როცა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება.

    ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“, - წერს პია კაუმა X-ზე.