საქართველოს ბაზარზე რუსული რესტორნების ქსელი, "ნოვიკოვი“ შემოდის, რომელიც პირველ ობიექტს სანქცირებული ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ სასტუმრო “თბილისი პარაგრაფში” ხსნის.
ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს, რომელიც ქართულ ვებგვერდებზე ვაკანსიებსაც აცხადებს.
კერძოდ, კომპანიის განცხადებით, “თბილისში რესტორნის გახსნა მიმდინარე წლის ნოემბერში არის დაგეგმილი, რომლის სახელწოდებაც "Cheese Farm“ იქნება.”
რესტორანი "ნოვიკოვისა“ და მისი პარტნიორი ქართული კომპანიის ერთობლივი გადაწყვეტილებით იხსნება.
კომპანია აცხადებს, რომ თბილისის რესტორანი 100%-ით ქართველი თანამშრომლებით იქნება დაკომპლექტებული. ამჟამად შესაბამისი კადრების შერჩევა მიმდინარეობს, რომლებიც 1-თვიან გადამზადებას ჯგუფთან არსებულ სარესტორნო საქმის სკოლა "ნოვიკოვ სფეისში“ გაივლიან, ხოლო გადამზადებისთვის საჭირო ყველა ხარჯს თავად Cheese Farm-ის გუნდი დააფინანსებს.
“ნოვიკოვის” ცნობით, ქსელი 1991 წელს დაფუძნდა და მსოფლიოს მასშტაბით 265 რესტორანს, მათ შრის, ლონდონში, ლოს-ანჯელესში, მაიამიში, დუბაიში, სტამბულსა და სხვა ქალაქებში მართავს.
ქსელს მისი დამფუძნებლის, არკადი ნოვიოკოვის სახელი ჰქვია. 1962 წელს დაბადებული რუსი რესტორატორი 2012 და 2018 წლების რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. გააგრძელეთ კითხვა