კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ჩათვალეთ, რომ საქართველოში ყველა ბავშვს გადატანილი აქვს“ - რას აცხადებს ივანე ჩხაიძე ჩინეთში, HMPV -ის სახელით ცნობილ, მეტაპნევმოვირუსის გავრცელებაზე
“ჩათვალეთ, რომ საქართველოში ყველა ბავშვს გადატანილი აქვს“ - რას აცხადებს ივანე ჩხაიძე ჩინეთში, HMPV -ის სახელით ცნობილ, მეტაპნევმოვირუსის გავრცელებაზე

“მე­ტაპ­ნევ­მო­ვირუ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში მუდ­მი­ვად ფიქ­სირ­დე­ბა - შე­გიძ­ლი­ათ ჩათ­ვა­ლოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ბავ­შვს მე­ტაპ­ნევ­მო­ვირუ­სი გა­და­ტა­ნი­ლი აქვს - არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი, რომ ეს ვირუ­სი გან­ვი­ხი­ლოთ რო­გორც მო­რი­გი პან­დე­მი­უ­რი ვირუ­სი, არ არის“, - ამის შე­სა­ხებ იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, თსსუ-ის პრო­ფე­სორ­მა, ივა­ნე ჩხა­ი­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად ით­ვლი­ან მე­ტაპ­ნევ­მო­ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებს, რომ­ლის თა­ნახ­მად წინა კვი­რას ამ ვირუ­სის 2 ფაქ­ტი და­დას­ტურ­და.

  • რაც შე­ე­ხე­ბა ვირუ­სის მიმ­დი­ნა­რე­ობს, ჩხა­ი­ძის გან­მარ­ტე­ბით, მე­ტაპ­ნევ­მო­ვირუსს მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში, 65 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და ასე­ვე, იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, რო­მელ­თაც ფილ­ტვი ქრო­ნი­კუ­ლი ობსტრუქ­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა ან ბრონ­ქუ­ლი ას­თმა აქვთ. რაც შე­ე­ხე­ბა 5-დან 65 წლამ­დე ასა­კობ­რივ ჯგუფს, ივა­ნე ჩხა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მე­ტაპ­ნევ­მო­ვირუ­სი მხო­ლოდ გა­ცი­ე­ბის სიმპტო­მე­ბით ვლინ­დე­ბა.

“ზუს­ტად 5 წლის წინ, 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ფიქ­სირ­და ჩი­ნეთ­ში მა­ნამ­დე უც­ნო­ბი ვირუ­სი, რო­მელ­მაც შემ­დეგ პან­დე­მი­ას და­უ­დო სა­ფუძ­ვე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ბევ­რი რე­აქ­ცია, გან­სა­კუთ­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში სწო­რედ ამ 5-წლი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლის აქ­ცენ­ტი­რე­ბით იყო და იყო კი­თხვა, ხომ არ არის ეს მე­ტაპ­ნევ­მო­ვირუ­სი ახა­ლი პან­დე­მი­ის და­სა­წყი­სი და ხომ არ არის ეს ვირუ­სი ისე­თი­ვე სა­შიშ­რო­ე­ბის, რო­გორც კო­რო­ნა­ვირუ­სი. არა­ნა­ი­რი შე­და­რე­ბა ამ ვირუ­სებს შო­რის, ამ თვალ­საზ­რი­სით არ შე­იძ­ლე­ბა, მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო - კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო იმუ­ნი­ტე­ტი არ ჰქონ­და არა­ვის. ის იყო სრუ­ლი­ად ახა­ლი ვირუ­სი, რო­მე­ლიც ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­ში, ვის­თა­ნაც პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა ჰქონ­და, იწ­ვევ­და კლი­ნი­კუ­რად გა­მოვ­ლე­ნილ და­ა­ვა­დე­ბას.

მე­ტაპ­ნევ­მო­ვირუ­სი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ძა­ლი­ან ბევ­რი კვლე­ვაა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვებ­ში და ერთ-ერთი დიდ კვლე­ვა­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია, რომ 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში ამ ვირუ­სის გა­და­ტა­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 99%-ზე მე­ტია. იგი­ვეა სა­ქარ­თვე­ლო­ზეც. შე­გიძ­ლია ჩათ­ვა­ლოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ბავ­შვს ეს ვირუ­სი გა­და­ტა­ნი­ლი აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, ბავ­შვებ­ში იმუ­ნი­ტე­ტი არ­სე­ბობს. ეს იმუ­ნი­ტე­ტი სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე არაა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს პე­დი­ატ­რი­უ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დეს ნა­წილს, 5 წლამ­დე ბავ­შვე­ბის 99%-ზე მეტს ეს ვირუ­სი გა­და­ტა­ნი­ლი აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, მათ აქვთ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი მდგრა­დო­ბა ამ ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

მე­ტაპ­ნევ­მო­ვირუ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში მუდ­მი­ვად ფიქ­სირ­დე­ბა - ის ფუ­ფუ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნას აქვს ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის სა­ხით, სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, მკაც­რი მო­ნი­ტო­რინ­გი გვქონ­დეს არა მხო­ლოდ გრიპ­ზე, არა­მედ მე­ტაპ­ნევ­მო­ვირუს­ზე. იაშ­ვი­ლი წარ­მო­ად­გენს ლუ­გა­რის ბა­ზას და შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად გვაქვს მო­ნა­ცე­მე­ბი, რამ­დე­ნია ქვე­ყა­ნა­ში ამ ვირუ­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. 50-ე კვი­რას 6% იყო -შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით 1%-ია და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში. წინ კვი­რა­ში გვქონ­და 2 შემ­თხვე­ვა მე­ტაპ­ნევ­მო­ვირუ­სის, ერთი იყო ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით გარ­თუ­ლე­ბუ­ლი.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არის თუ არა ეს ვირუ­სი მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი. ეს ვირუ­სი ძი­რი­თა­დად იწ­ვევს გა­ცი­ე­ბის მსგავს სიმპტო­მა­ტი­კას. ამ ვირუსს მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში, 65 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და ასე­ვე, იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, რო­მელ­თაც ფილ­ტვი ქრო­ნი­კუ­ლი ობსტრუქ­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა ან ბრონ­ქუ­ლი ას­თმა აქვთ. ამი­ტომ 5-დან 65 წლამ­დე ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში შე­უძ­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს მხო­ლოდ გა­ცი­ე­ბა - ცხვი­რი­დან გა­მო­ნა­დე­ბი, ხვე­ლა, და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და არა ფილ­ტვის და­ზი­ა­ნე­ბა. ამი­ტომ ეს ვირუ­სი არ წარ­მო­ად­გენს საფრ­თხეს გარ­და იმ ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი­სა, რაც მო­გახ­სე­ნეთ ან იმუ­ნო კომ­პრო­მი­ტი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ვირუ­სი ფიქ­სირ­დე­ბა. ასე იყო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს ვირუ­სი 2021 წელ­საა აღ­მო­ჩე­ნი­ლი და სულ რა­ღაც 25 წლის ის­ტო­რია აქვს, თუმ­ცა არ­ცერ­თი პე­რი­ო­დი არ ყო­ფი­ლა, რომ ამ ვირუსს გა­მო­ეწ­ვი­ოს მძი­მე და­ა­ვა­დე­ბე­ბი ან სე­რი­ო­ზუ­ლი ეპი­და­ფეთ­ქე­ბე­ბი.

ჩი­ნე­თის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის კო­მენ­ტა­რი მა­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი. ეს არის სე­ზო­ნუ­რი მა­ტე­ბა. მო­ი­მა­ტა არა მხო­ლოდ მე­ტა­პო­ნევ­მო­ვირუს­მა, არა­მედ კო­რო­ნა­ვირუს­მაც, გრი­პის ვირუს­მაც. ზო­გა­დად ჩი­ნეთს არ გა­მო­უ­ცხა­დე­ბია სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა ამ თვალ­საზ­რი­სით. არც ჯან­მო აქ­ცევს ამას ყუ­რა­დღე­ბას და ჯან­მოს კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია, ვი­ნა­ი­დან არ თვლის, რომ მე­ტაპ­ნევ­მო­ვირუ­სის მა­ტე­ბა ჩრდი­ლო ჩი­ნეთ­ში წარ­მო­ად­გენს პან­დე­მი­ის თვალ­საზ­რი­სით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ რისკს. არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი, რომ ეს ვირუ­სი გან­ვი­ხი­ლოთ რო­გორც მო­რი­გი პან­დე­მი­უ­რი ვირუ­სი, არ არის. სა­ქარ­თვე­ლო­ში ორი კვი­რის წინ გვქონ­და უფრო მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. და­ემ­თხვა ჩი­ნეთ­ში მა­ტე­ბაც - 16-დან 22 დე­კემ­ბრამ­დე იყო ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და შემ­დეგ ეს ციფ­რი სტა­ბი­ლუ­რია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ პე­რი­ოდ­ში იყო მო­მა­ტე­ბუ­ლი. ჩი­ნეთ­ში მი­მარ­თვის გაზ­რდა მხო­ლოდ მე­ტაპ­ნევ­მო­ვირუ­სით არაა გა­მოწ­ვე­უ­ლი, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მეტი შემ­თხვე­ვა ამ ვირუ­სის გა­მოა და ამი­ტომ, გარ­კვე­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, არ­სე­ბობს. მაგ­რამ მა­ინც ლო­კა­ლუ­რი მა­ტე­ბაა, ჰონ­კონ­გში და მა­ლა­ი­ზი­ა­შია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ არ­ცერთ ქვე­ყა­ნა­ში არ არის ისე­თი მა­ტე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი მი­მარ­თვის თვალ­საზ­რი­სით, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დეს“,- გა­ნა­ცხა­და ივა­ნე ჩხა­ი­ძემ მე­დი­ა­ცენ­ტრ “მთა­ვარ­ში“.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

“ჩათვალეთ, რომ საქართველოში ყველა ბავშვს გადატანილი აქვს“ - რას აცხადებს ივანე ჩხაიძე ჩინეთში, HMPV -ის სახელით ცნობილ, მეტაპნევმოვირუსის გავრცელებაზე

“ჩათვალეთ, რომ საქართველოში ყველა ბავშვს გადატანილი აქვს“ - რას აცხადებს ივანე ჩხაიძე ჩინეთში, HMPV -ის სახელით ცნობილ, მეტაპნევმოვირუსის გავრცელებაზე

“მეტაპნევმოვირუსი საქართველოში მუდმივად ფიქსირდება - შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ საქართველოში ყველა ბავშვს მეტაპნევმოვირუსი გადატანილი აქვს - არანაირი საფუძველი, რომ ეს ვირუსი განვიხილოთ როგორც მორიგი პანდემიური ვირუსი, არ არის“, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყოველკვირეულად ითვლიან მეტაპნევმოვირუსის დადასტურებულ შემთხვევებს, რომლის თანახმად წინა კვირას ამ ვირუსის 2 ფაქტი დადასტურდა.

  • რაც შეეხება ვირუსის მიმდინარეობს, ჩხაიძის განმარტებით, მეტაპნევმოვირუსს მძიმე დაავადების გამოწვევა შეუძლია 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში და ასევე, იმ ადამიანებში, რომელთაც ფილტვი ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ან ბრონქული ასთმა აქვთ. რაც შეეხება 5-დან 65 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს, ივანე ჩხაიძის განცხადებით, მეტაპნევმოვირუსი მხოლოდ გაციების სიმპტომებით ვლინდება.

“ზუსტად 5 წლის წინ, 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა ჩინეთში მანამდე უცნობი ვირუსი, რომელმაც შემდეგ პანდემიას დაუდო საფუძველი. შესაბამისად, ბევრი რეაქცია, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში სწორედ ამ 5-წლიანი ინტერვალის აქცენტირებით იყო და იყო კითხვა, ხომ არ არის ეს მეტაპნევმოვირუსი ახალი პანდემიის დასაწყისი და ხომ არ არის ეს ვირუსი ისეთივე საშიშროების, როგორც კორონავირუსი. არანაირი შედარება ამ ვირუსებს შორის, ამ თვალსაზრისით არ შეიძლება, მარტივი მიზეზის გამო - კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტი არ ჰქონდა არავის. ის იყო სრულიად ახალი ვირუსი, რომელიც ყველა იმ ადამიანში, ვისთანაც პირველი შეხება ჰქონდა, იწვევდა კლინიკურად გამოვლენილ დაავადებას.

მეტაპნევმოვირუსი სრულიად განსხვავებულია. ძალიან ბევრი კვლევაა ჩატარებული, განსაკუთრებით ბავშვებში და ერთ-ერთი დიდ კვლევაში ნაჩვენებია, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ამ ვირუსის გადატანის მაჩვენებელი 99%-ზე მეტია. იგივეა საქართველოზეც. შეგიძლია ჩათვალოთ, რომ საქართველოში ყველა ბავშვს ეს ვირუსი გადატანილი აქვს. შესაბამისად, ბავშვებში იმუნიტეტი არსებობს. ეს იმუნიტეტი სიცოცხლის ბოლომდე არაა, მაგრამ საქართველოს პედიატრიული მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, 5 წლამდე ბავშვების 99%-ზე მეტს ეს ვირუსი გადატანილი აქვს. შესაბამისად, მათ აქვთ გამომუშავებული გარკვეული მდგრადობა ამ ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში.

მეტაპნევმოვირუსი საქართველოში მუდმივად ფიქსირდება - ის ფუფუნება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ლუგარის ლაბორატორიის სახით, საშუალებას გვაძლევს, მკაცრი მონიტორინგი გვქონდეს არა მხოლოდ გრიპზე, არამედ მეტაპნევმოვირუსზე. იაშვილი წარმოადგენს ლუგარის ბაზას და შემიძლია გითხრათ, რომ ყოველკვირეულად გვაქვს მონაცემები, რამდენია ქვეყანაში ამ ვირუსების რაოდენობა. 50-ე კვირას 6% იყო -შედარებით მაღალი. ბოლო მონაცემებით 1%-ია დადასტურებულ შემთხვევებში. წინ კვირაში გვქონდა 2 შემთხვევა მეტაპნევმოვირუსის, ერთი იყო ფილტვების ანთებით გართულებული.

მნიშვნელოვანია, არის თუ არა ეს ვირუსი მძიმე დაავადების გამომწვევი. ეს ვირუსი ძირითადად იწვევს გაციების მსგავს სიმპტომატიკას. ამ ვირუსს მძიმე დაავადების გამოწვევა შეუძლია 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში და ასევე, იმ ადამიანებში, რომელთაც ფილტვი ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ან ბრონქული ასთმა აქვთ. ამიტომ 5-დან 65 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში შეუძლია გამოიწვიოს მხოლოდ გაციება - ცხვირიდან გამონადები, ხველა, დაბალი ტემპერატურა და არა ფილტვის დაზიანება. ამიტომ ეს ვირუსი არ წარმოადგენს საფრთხეს გარდა იმ ასაკობრივი ჯგუფისა, რაც მოგახსენეთ ან იმუნო კომპრომიტირებულ პაციენტებში. შესაბამისად, საქართველოში ეს ვირუსი ფიქსირდება. ასე იყო წლების განმავლობაში. ეს ვირუსი 2021 წელსაა აღმოჩენილი და სულ რაღაც 25 წლის ისტორია აქვს, თუმცა არცერთი პერიოდი არ ყოფილა, რომ ამ ვირუსს გამოეწვიოს მძიმე დაავადებები ან სერიოზული ეპიდაფეთქებები.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კომენტარი მატებასთან დაკავშირებით არის ძალიან მარტივი. ეს არის სეზონური მატება. მოიმატა არა მხოლოდ მეტაპონევმოვირუსმა, არამედ კორონავირუსმაც, გრიპის ვირუსმაც. ზოგადად ჩინეთს არ გამოუცხადებია საგანგებო მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. არც ჯანმო აქცევს ამას ყურადღებას და ჯანმოს კომენტარი არ გაუკეთებია, ვინაიდან არ თვლის, რომ მეტაპნევმოვირუსის მატება ჩრდილო ჩინეთში წარმოადგენს პანდემიის თვალსაზრისით საზოგადოების ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებულ რისკს. არანაირი საფუძველი, რომ ეს ვირუსი განვიხილოთ როგორც მორიგი პანდემიური ვირუსი, არ არის. საქართველოში ორი კვირის წინ გვქონდა უფრო მაღალი მაჩვენებელი. დაემთხვა ჩინეთში მატებაც - 16-დან 22 დეკემბრამდე იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და შემდეგ ეს ციფრი სტაბილურია. საქართველოში ამ პერიოდში იყო მომატებული. ჩინეთში მიმართვის გაზრდა მხოლოდ მეტაპნევმოვირუსით არაა გამოწვეული, თუმცა ყველაზე მეტი შემთხვევა ამ ვირუსის გამოა და ამიტომ, გარკვეული რეაგირება სოციალურ ქსელში, არსებობს. მაგრამ მაინც ლოკალური მატებაა, ჰონკონგში და მალაიზიაშია დაფიქსირებული, მაგრამ არცერთ ქვეყანაში არ არის ისეთი მატება, განსაკუთრებით სტაციონარული მიმართვის თვალსაზრისით, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი გახდეს“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ “მთავარში“.