“დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე გადავდო, როცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება“, - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა X-ზე წერს.
“ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“, - წერს პია კაუმა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა გუშინ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, დელეგაციასთან ერთად საქართველოში ვიზიტს გეგმავს.
კაუმას აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს ოპოზიციური პარტიებისა და კოალიციების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
იხილეთ ასევე: