პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკოლა სარკოზი წარდგება სასამართლოს წინაშე, რომელმაც უნდა გაარკვიოს იღებდა თუ არა საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ლიბიელი დიქტატორის, კადაფისგან უკანონო დაფინანსებას?
ნიკოლა სარკოზი წარდგება სასამართლოს წინაშე, რომელმაც უნდა გაარკვიოს იღებდა თუ არა საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ლიბიელი დიქტატორის, კადაფისგან უკანონო დაფინანსებას?

საფ­რან­გე­თის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ნი­კო­ლა სარ­კო­ზი თა­ნა­მედ­რო­ვე საფ­რან­გე­თის ის­ტო­რი­ა­ში უდი­დე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი და­ფი­ნან­სე­ბის სკან­და­ლის გამო სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­დგე­ბა. მას ბრა­ლად გარ­დაც­ვლი­ლი ლი­ბი­ე­ლი დიქ­ტა­ტო­რის, მუ­ა­მარ კა­და­ფის რე­ჟი­მის­გან სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის­თვის მი­ლი­ო­ნო­ბით ევ­როს მი­ღე­ბა ედე­ბა.

10-წლი­ა­ნი ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ, სა­სა­მარ­თლო გა­ნი­ხი­ლავს ბრალ­დე­ბებს იმის შე­სა­ხებ, რა­საც გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მა­გის­ტრა­ტე­ბი სარ­კო­ზი­სა და ლი­ბი­ის რე­ჟიმს შო­რის "კო­რუფ­ცი­ულ შე­თან­ხმე­ბას" უწო­დებ­დნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, სარ­კო­ზის 2007 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის უკა­ნო­ნოდ და­სა­ფი­ნან­სებ­ლად შუ­ა­მავ­ლებს პა­რი­ზის სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში ფუ­ლით სავ­სე ჩე­მოდ­ნე­ბი მიჰ­ქონ­დათ.

სარ­კო­ზი, რო­მე­ლიც საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი 2007-დან 2012 წლამ­დე იყო, ყვე­ლა ბრალ­დე­ბას უარ­ყოფს.

3-თვი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის ფარ­გლებ­ში კა­და­ფის­თან სარ­კო­ზის ურ­თი­ერ­თო­ბას გა­მო­ი­ძი­ე­ბენ.

2007 წელს პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვის შემ­დეგ, სარ­კო­ზიმ ლი­ბი­ის ლი­დე­რი პა­რიზ­ში სა­ხელ­მწი­ფო ვი­ზი­ტით მი­იწ­ვია. უკვე 2011 წელს კი, კა­და­ფის ჯა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ NATO-ს სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმებს სწო­რედ საფ­რან­გე­თი მი­უ­ძღო­და წინ.

თუ კო­რუფ­ცი­ა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბენ, სარ­კო­ზის 10 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა. მას­თან ერ­თად სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­დგე­ბი­ან სხვა ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბიც.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ნიკოლა სარკოზი წარდგება სასამართლოს წინაშე, რომელმაც უნდა გაარკვიოს იღებდა თუ არა საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ლიბიელი დიქტატორის, კადაფისგან უკანონო დაფინანსებას?

ნიკოლა სარკოზი წარდგება სასამართლოს წინაშე, რომელმაც უნდა გაარკვიოს იღებდა თუ არა საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ლიბიელი დიქტატორის, კადაფისგან უკანონო დაფინანსებას?

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში უდიდესი პოლიტიკური დაფინანსების სკანდალის გამო სასამართლოს წინაშე წარდგება. მას ბრალად გარდაცვლილი ლიბიელი დიქტატორის, მუამარ კადაფის რეჟიმისგან საარჩევნო კამპანიისთვის მილიონობით ევროს მიღება ედება.

10-წლიანი ანტიკორუფციული გამოძიების შემდეგ, სასამართლო განიხილავს ბრალდებებს იმის შესახებ, რასაც გამომძიებელი მაგისტრატები სარკოზისა და ლიბიის რეჟიმს შორის "კორუფციულ შეთანხმებას" უწოდებდნენ. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, სავარაუდოდ, სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის უკანონოდ დასაფინანსებლად შუამავლებს პარიზის სამინისტროებში ფულით სავსე ჩემოდნები მიჰქონდათ.

სარკოზი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტი 2007-დან 2012 წლამდე იყო, ყველა ბრალდებას უარყოფს.

3-თვიანი სასამართლო პროცესის ფარგლებში კადაფისთან სარკოზის ურთიერთობას გამოიძიებენ.

2007 წელს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, სარკოზიმ ლიბიის ლიდერი პარიზში სახელმწიფო ვიზიტით მიიწვია. უკვე 2011 წელს კი, კადაფის ჯარების წინააღმდეგ NATO-ს საჰაერო თავდასხმებს სწორედ საფრანგეთი მიუძღოდა წინ.

თუ კორუფციაში დამნაშავედ ცნობენ, სარკოზის 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მასთან ერთად სასამართლოს წინაშე წარდგებიან სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც.

წყარო