მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დონალდ ტრამპს შეუძლია შეაჩეროს პუტინი, რადგან პუტინს ეშინია მისი" - ვოლოდიმირ ზელენსკი
"დონალდ ტრამპს შეუძლია შეაჩეროს პუტინი, რადგან პუტინს ეშინია მისი" - ვოლოდიმირ ზელენსკი

აშშ-ის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის­თვის, დო­ნალდ ტრამ­პის­თვის უკ­რა­ი­ნის ომის სა­კი­თხი ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხია და ის ნამ­დვი­ლად შეძ­ლებს რუ­სე­თის ლი­დე­რის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის შე­ჩე­რე­ბას. თუმ­ცა, სა­შიშ­რო­ე­ბა ის არის, რომ ტრამ­პის ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, პუ­ტი­ნი ხე­ლახ­ლა შე­ტე­ვას შეძ­ლებს, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ამე­რი­კელ პოდ­კას­ტერ ლექს ფრიდ­მან­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, დო­ნალდ ტრამ­პის­თვის უკ­რა­ი­ნის ომის თემა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

“მან ტე­ლე­ფონ­ზე მი­თხრა, რომ ელო­დე­ბა ჩვენს შეხ­ვედ­რას, ჩემი ვი­ზი­ტი იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი ან ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, ვიცი, რომ მას აქვს სა­კუ­თა­რი ამე­რი­კუ­ლი კი­თხვე­ბი, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე ჩვე­ნი სა­კი­თხი ერთ-ერ­თია ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, ტრამ­პის ხედ­ვა უკ­რა­ი­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ნა­ი­დან „მას შე­უძ­ლია შე­ა­ჩე­როს პუ­ტი­ნი, რად­გან პუ­ტინს ეში­ნია მისი. ფაქ­ტია“.

ამას­თან, ზე­ლენ­სკიმ აღ­ნიშ­ნა, რომ ტრამ­პი სა­მუ­და­მოდ არ მო­სუ­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში.

“ტრამ­პი არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი და ის არ მო­დის უვა­დოდ. ის არ არის პუ­ტი­ნი და არ მოვა 25 წლით. მოვა თა­ვი­სი ვა­დით. მა­გა­ლი­თად, მო­ვი­და 4 წლით და მე­ხუ­თე წელს პუ­ტი­ნი მოვა ომით”, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, პუ­ტი­ნი არის მკვლე­ლი, მაგ­რამ არა სუ­ლე­ლი.

“ის მო­ემ­ზა­დე­ბა, გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვის შეც­დო­მებს, ექ­ნე­ბა ბევ­რი ია­რა­ღი და ეყო­ლე­ბა ძა­ლი­ან დიდი ჯარი. გგო­ნი­ათ, რომ დაბ­რუნ­დე­ბა და მხო­ლოდ ჩვენ­თან იბ­რძო­ლებს? ის გა­ა­ნად­გუ­რებს ყვე­ლა­ფერს მის გარ­შე­მო და თუ არ­სე­ბობს რის­კი, რომ ტრამპმა და­ტო­ვოს ნატო-ს, პუ­ტი­ნი გა­ა­ნად­გუ­რებს ევ­რო­პას”, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"დონალდ ტრამპს შეუძლია შეაჩეროს პუტინი, რადგან პუტინს ეშინია მისი" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"დონალდ ტრამპს შეუძლია შეაჩეროს პუტინი, რადგან პუტინს ეშინია მისი" - ვოლოდიმირ ზელენსკი

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის უკრაინის ომის საკითხი ყველაზე აქტუალური საერთაშორისო საკითხია და ის ნამდვილად შეძლებს რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეჩერებას. თუმცა, საშიშროება ის არის, რომ ტრამპის ვადის ამოწურვის შემდეგ, პუტინი ხელახლა შეტევას შეძლებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპისთვის უკრაინის ომის თემა ძალიან მნიშვნელოვანია.

“მან ტელეფონზე მითხრა, რომ ელოდება ჩვენს შეხვედრას, ჩემი ვიზიტი იქნება პირველი ან ერთ-ერთი პირველი, ვიცი, რომ მას აქვს საკუთარი ამერიკული კითხვები, მაგრამ ვფიქრობ, რომ საერთაშორისო დონეზე ჩვენი საკითხი ერთ-ერთია ყველაზე აქტუალური პრეზიდენტი ტრამპისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ტრამპის ხედვა უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან „მას შეუძლია შეაჩეროს პუტინი, რადგან პუტინს ეშინია მისი. ფაქტია“.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტრამპი სამუდამოდ არ მოსულა ხელისუფლებაში.

“ტრამპი არის დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტი და ის არ მოდის უვადოდ. ის არ არის პუტინი და არ მოვა 25 წლით. მოვა თავისი ვადით. მაგალითად, მოვიდა 4 წლით და მეხუთე წელს პუტინი მოვა ომით”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, პუტინი არის მკვლელი, მაგრამ არა სულელი.

“ის მოემზადება, გაითვალისწინებს თავის შეცდომებს, ექნება ბევრი იარაღი და ეყოლება ძალიან დიდი ჯარი. გგონიათ, რომ დაბრუნდება და მხოლოდ ჩვენთან იბრძოლებს? ის გაანადგურებს ყველაფერს მის გარშემო და თუ არსებობს რისკი, რომ ტრამპმა დატოვოს ნატო-ს, პუტინი გაანადგურებს ევროპას”, - აღნიშნა ზელენსკიმ.