საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰამასმა 19 წლის მძევალი გოგონას ვიდეო გაავრცელა, სადაც ის ისრაელის მთავრობას მიმართავს - “სამყარომ დაგვივიწყა, კოშმარში ვცხოვრობთ“
ჰამასმა 19 წლის მძევალი გოგონას ვიდეო გაავრცელა, სადაც ის ისრაელის მთავრობას მიმართავს - “სამყარომ დაგვივიწყა, კოშმარში ვცხოვრობთ“

2023 წელს, "ჰა­მა­სის" მიერ ტყვედ აყ­ვა­ნი­ლი ის­რა­ე­ლე­ლი გო­გო­ნა ლირი ალ­ბა­გი, შე­საძ­ლოა კვლავ ცო­ცხა­ლი იყოს. დაჯ­გუ­ფე­ბამ ახ­ლა­ხან გა­ავ­რცე­ლა ვი­დეო, სა­დაც 19 წლის მძე­ვა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მოქ­მე­დე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

სამ­წუთ­ნა­ხევ­რი­ან ვი­დე­ო­ში ალ­ბა­გი ამ­ბობს, რომ ის უკვე 450 დღეა დაჯ­გუ­ფე­ბის ტყვე­ო­ბა­შია და ნამ­დვილ კოშ­მარ­ში ცხოვ­რობს:

"მხო­ლოდ 19 წლის ვარ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა წინ მაქვს, მაგ­რამ ახლა ჩემი ცხოვ­რე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია. ჩვენ­თვის აქ ახა­ლი წელი ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლია, რად­გან სამ­ყა­რომ დაგ­ვი­ვი­წყა. არა­ვის ვა­დარ­დებთ. კოშ­მარ­ში ვცხოვ­რობთ", - ამ­ბობს გო­გო­ნა ვი­დე­ო­ში.

ვი­დე­ო­ში მო­ზარ­დი ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბა­საც მი­მარ­თავს: "მხო­ლოდ ის მინ­და, ხალ­ხმა და­მი­მახ­სოვ­როს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი მთავ­რო­ბი­სა და ჯა­რის გამო ხდე­ბა".

მო­ზარ­დის ოჯახ­მა ვი­დე­ოს ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბა არ ისურ­ვა და გა­ნა­ცხა­და, რომ შე­მაშ­ფო­თე­ბელ­მა კად­რებ­მა გული მათ ნა­წი­ლე­ბად და­უფ­ლი­თა.

მძევ­ლად აყ­ვა­ნი­ლი გო­გო­ნას მშობ­ლე­ბი

"ის არ არის ჩვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ვიც­ნობთ. აშ­კა­რაა, რომ მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. ჩვენ­გან სულ რა­ღაც ათე­ულ კი­ლო­მეტრშია, მაგ­რამ 456 დღეა, რაც სახ­ლში ვერ მოგ­ვყავს. მივ­მარ­თავთ პრე­მი­ერ მი­ნის­ტრსა და მსოფ­ლიო ლი­დე­რებს, დროა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ისე მი­ი­ღოთ, თით­ქოს თქვე­ნი შვი­ლე­ბი იყ­ვნენ იქ. ლირი ცო­ცხა­ლია და უნდა დაბ­რუნ­დეს! ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ თქვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი!", - აცხა­დე­ბენ ელი და შირა ალ­ბა­გე­ბი.

“მძევ­ლე­ბი­სა და და­კარ­გულ­თა ოჯა­ხე­ბის ფო­რუ­მის“ შტაბ-ბი­ნა­ში, რო­მე­ლიც ტყვედ აყ­ვა­ნილ­თა ოჯა­ხებს წარ­მო­ად­გენს, აცხა­დე­ბენ, რომ ლი­რის ვი­დეო იყო “სას­ტი­კი და უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ ყვე­ლა მძე­ვა­ლი სახ­ლში უნდა დაბ­რუნ­დეს რაც შე­იძ­ლე­ბა მალე.“

ლირი ელ­ბა­გი და კი­დევ ექ­ვსი წვე­ვამ­დე­ლი ჰა­მა­სის წევ­რებ­მა ღა­ზას სა­ზღვარ­თან არ­სე­ბულ, ნა­ჰალ ოზის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე 2023 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში აიყ­ვა­ნეს მძევ­ლად.

ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ვა­რა­უ­დით, დღემ­დე, ჰა­მას­თან ტყვე­ო­ბა­ში 62 მძე­ვა­ლი რჩე­ბა.

2024 წლის დე­კემ­ბერ­ში პა­ლეს­ტი­ნელ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა BBC-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ცე­ცხლის შე­წყვე­ტი­სა და მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლია, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე საკ­ვან­ძო სა­კი­თხი ჯერ კი­დევ გა­და­სა­წყვე­ტია.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ჰამასმა 19 წლის მძევალი გოგონას ვიდეო გაავრცელა, სადაც ის ისრაელის მთავრობას მიმართავს - “სამყარომ დაგვივიწყა, კოშმარში ვცხოვრობთ“

ჰამასმა 19 წლის მძევალი გოგონას ვიდეო გაავრცელა, სადაც ის ისრაელის მთავრობას მიმართავს - “სამყარომ დაგვივიწყა, კოშმარში ვცხოვრობთ“

2023 წელს, "ჰამასის" მიერ ტყვედ აყვანილი ისრაელელი გოგონა ლირი ალბაგი, შესაძლოა კვლავ ცოცხალი იყოს. დაჯგუფებამ ახლახან გაავრცელა ვიდეო, სადაც 19 წლის მძევალი ხელისუფლებას მოქმედებისკენ მოუწოდებს.

სამწუთნახევრიან ვიდეოში ალბაგი ამბობს, რომ ის უკვე 450 დღეა დაჯგუფების ტყვეობაშია და ნამდვილ კოშმარში ცხოვრობს:

"მხოლოდ 19 წლის ვარ, მთელი ცხოვრება წინ მაქვს, მაგრამ ახლა ჩემი ცხოვრება შეჩერებულია. ჩვენთვის აქ ახალი წელი ჩაბნელებულია, რადგან სამყარომ დაგვივიწყა. არავის ვადარდებთ. კოშმარში ვცხოვრობთ", - ამბობს გოგონა ვიდეოში.

ვიდეოში მოზარდი ისრაელის მთავრობასაც მიმართავს: "მხოლოდ ის მინდა, ხალხმა დამიმახსოვროს. ეს ყველაფერი ჩვენი მთავრობისა და ჯარის გამო ხდება".

მოზარდის ოჯახმა ვიდეოს ფართოდ გავრცელება არ ისურვა და განაცხადა, რომ შემაშფოთებელმა კადრებმა გული მათ ნაწილებად დაუფლითა.

მძევლად აყვანილი გოგონას მშობლები

"ის არ არის ჩვენი ქალიშვილი, რომელსაც ვიცნობთ. აშკარაა, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. ჩვენგან სულ რაღაც ათეულ კილომეტრშია, მაგრამ 456 დღეა, რაც სახლში ვერ მოგვყავს. მივმართავთ პრემიერ მინისტრსა და მსოფლიო ლიდერებს, დროა, გადაწყვეტილებები ისე მიიღოთ, თითქოს თქვენი შვილები იყვნენ იქ. ლირი ცოცხალია და უნდა დაბრუნდეს! ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული!", - აცხადებენ ელი და შირა ალბაგები.

“მძევლებისა და დაკარგულთა ოჯახების ფორუმის“ შტაბ-ბინაში, რომელიც ტყვედ აყვანილთა ოჯახებს წარმოადგენს, აცხადებენ, რომ ლირის ვიდეო იყო “სასტიკი და უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ყველა მძევალი სახლში უნდა დაბრუნდეს რაც შეიძლება მალე.“

ლირი ელბაგი და კიდევ ექვსი წვევამდელი ჰამასის წევრებმა ღაზას საზღვართან არსებულ, ნაჰალ ოზის სამხედრო ბაზაზე 2023 წლის ოქტომბერში აიყვანეს მძევლად.

ისრაელის ხელისუფლების ვარაუდით, დღემდე, ჰამასთან ტყვეობაში 62 მძევალი რჩება.

2024 წლის დეკემბერში პალესტინელმა მაღალჩინოსანმა BBC-ს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ თითქმის დასრულებულია, მაგრამ რამდენიმე საკვანძო საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა