პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
ქალაქში ასევე გაიმართა გადაცემა "კაცების" ფანების მარში.
მოქალაქეები უკვე თვეზე მეტია ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებას და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.
აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერი. თბილისის გარდა, საპროტესტო აქცია დღეს რეგიონებშიც არის დაგეგმილი.
ფოტო: მთავარი არხი
ვიდეო: მარიამ გეგუჩაძე