პოლიტიკა
სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მოგიწოდებთ, გადახედოთ თბილისში თქვენი ვიზიტის დროს და მიზანს“ - გიორგი გახარია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიმართავს
“მოგიწოდებთ, გადახედოთ თბილისში თქვენი ვიზიტის დროს და მიზანს“ - გიორგი გახარია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიმართავს

“გა­ხა­რია - სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დე­რი, გი­ორ­გი გა­ხა­რია ეუთო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენტს, პია კა­უ­მას წე­რი­ლით მი­მარ­თავს და მო­უ­წო­დებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­გეგ­მი­ლი ვი­ზი­ტის დროს და მი­ზანს გა­და­ხე­დოს.

“გწერთ, რათა გა­მოვ­ხა­ტო ღრმა შეშ­ფო­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის ამ გა­დამ­წყვეტ მო­მენ­ტში თბი­ლის­ში და­გეგ­მი­ლი თქვე­ნი ვი­ზი­ტის გამო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თქვე­ნი, რო­გორც ეუთო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტის, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ფარ­თოდ არის და­ფა­სე­ბუ­ლი, ამ ვი­ზი­ტის დრო ბა­დებს მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვებს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უწყვეტ ბრძო­ლა­ზე მისი პო­ტენ­ცი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნის გამო“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.

გი­ორ­გი გა­ხა­რია ხაზს უს­ვამს, რომ “ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის ხელ­ში, არ­სე­ბობს რის­კი, რომ ასე­თი ვი­ზი­ტე­ბი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის ია­რა­ღად გა­მო­ი­ყე­ნონ“.

“ქალ­ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, მო­გი­წო­დებთ, გა­და­ხე­დოთ თბი­ლის­ში თქვე­ნი ვი­ზი­ტის დროს და მი­ზანს, რათა უზ­რუნ­ველ­ყოთ ის შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს დე­მოკ­რა­ტი­ის, ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის პრინ­ცი­პებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თქვე­ნი ერ­თგუ­ლე­ბა დი­ა­ლო­გის ხელ­შე­წყო­ბი­სად­მი და­ფა­სე­ბუ­ლია, მი­მაჩ­ნია, რომ თქვენ­მა ვი­ზიტ­მა და ჩვენ­მა შეხ­ვედ­რამ ამ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში, შე­საძ­ლოა, ბო­ლომ­დე ვერ მი­აღ­წი­ოს და­ნიშ­ნულ მი­ზანს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

“მოგიწოდებთ, გადახედოთ თბილისში თქვენი ვიზიტის დროს და მიზანს“ - გიორგი გახარია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიმართავს

“მოგიწოდებთ, გადახედოთ თბილისში თქვენი ვიზიტის დროს და მიზანს“ - გიორგი გახარია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიმართავს

“გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას წერილით მიმართავს და მოუწოდებს, საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის დროს და მიზანს გადახედოს.

“გწერთ, რათა გამოვხატო ღრმა შეშფოთება საქართველოს პოლიტიკური კრიზისის ამ გადამწყვეტ მომენტში თბილისში დაგეგმილი თქვენი ვიზიტის გამო. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ხელმძღვანელობა და ვალდებულება ფართოდ არის დაფასებული, ამ ვიზიტის დრო ბადებს მნიშვნელოვან კითხვებს სამართლიანობისა და ევროპული მომავლისთვის ქართველი ხალხის უწყვეტ ბრძოლაზე მისი პოტენციური ზეგავლენის გამო“, - აღნიშნულია წერილში.

გიორგი გახარია ხაზს უსვამს, რომ “ივანიშვილის რეჟიმის ხელში, არსებობს რისკი, რომ ასეთი ვიზიტები პროპაგანდისტული მიზნებისთვის იარაღად გამოიყენონ“.

“ქალბატონო პრეზიდენტო, მოგიწოდებთ, გადახედოთ თბილისში თქვენი ვიზიტის დროს და მიზანს, რათა უზრუნველყოთ ის შეესაბამებოდეს დემოკრატიის, ანგარიშვალდებულებისა და ადამიანის უფლებების პრინციპებს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ერთგულება დიალოგის ხელშეწყობისადმი დაფასებულია, მიმაჩნია, რომ თქვენმა ვიზიტმა და ჩვენმა შეხვედრამ ამ კონკრეტულ მომენტში, შესაძლოა, ბოლომდე ვერ მიაღწიოს დანიშნულ მიზანს“, - აღნიშნულია წერილში.