მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“პია კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა“ - მიხაილ როთი
“პია კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა“ - მიხაილ როთი

“პია კა­უ­მას და­გეგ­მი­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მაა. ეუთო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ამ არ უნდა მო­ახ­დი­ნოს გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი არა­ლე­გი­ტი­მუ­რი პრე­ზი­დენ­ტის, მთავ­რო­ბი­სა და პარ­ლა­მენ­ტის ლე­გი­ტი­მა­ცია,“ - ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტის (ბუნ­დეს­ტა­გის) სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, მი­ხა­ილ როთი X-ის სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს.

მისი თქმით, ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ღრმა კრი­ზი­სი­დან თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბია.

„ევ­რო­კავ­შირ­მა, ევ­რო­საბ­ჭომ და ეუთო-მ თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი უნდა მო­ი­თხო­ვონ. ეს არის ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ღრმა კრი­ზი­სი­დან!“ , - წერს როთი.

  • ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა, რი­ჰარდ კოლსმა გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეუთო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტი პია კა­უ­მა 8-10 იან­ვარს, სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­ლე­გა­ცი­ის ვი­ზიტს გეგ­მავს.

“მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეუთო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის ნა­წი­ლი აღარ ვარ, გა­ვი­გე, რომ ეუთო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტი პია კა­უ­მა 8-10 იან­ვარს, სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­ლე­გა­ცი­ის ვი­ზიტს გეგ­მავს - კა­ტას­ტრო­ფუ­ლი და ცუდ დროს შერ­ჩე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა.

ეს ვი­ზი­ტი ემ­თხვე­ვა ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის მიერ რუ­სუ­ლი სტი­ლის პრე­ვენ­ცი­უ­ლი და­პა­ტიმ­რე­ბე­ბით, დრა­კო­ნუ­ლი კა­ნო­ნე­ბით, პრო­ტეს­ტე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი ჩახ­შო­ბით ძა­ლა­უფ­ლე­ბის კონ­სო­ლი­დი­რე­ბას და პე­რი­ოდს არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, რო­მე­ლიც ზო­გა­დად, თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო, მაგ­რამ ლე­გი­ტი­მუ­რი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნარ­ჩე­ნი ორი პრინ­ცი­პი ვერ შე­ას­რუ­ლა - ის არც სა­მარ­თლი­ა­ნი და არც გამჭვირ­ვა­ლე არ იყო.

ბევ­რი დე­ლე­გა­ცი­აა აღ­შფო­თე­ბუ­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნა­დაც. მსგავ­სი ვი­ზი­ტი რე­ჟიმს პრო­პა­გან­დის­ტულ გა­მარ­ჯვე­ბას მის­ცემს, მზა­დე­ბა­ში მყოფ ავ­ტოკ­რა­ტი­ის ლე­გი­ტი­მა­ცი­ას მო­ახ­დენს, ხოლო ეუთო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის სან­დო­ო­ბას ძირს გა­მო­უ­თხრის.

თუ პია კა­უ­მას ასე სურს ეს ვი­ზი­ტი, ის პი­რად სტა­ტუს­ში უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს და არა რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი და ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ინ­სტი­ტუ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, რო­მელ­საც გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდე­ლე­ბი აფი­ნან­სე­ბენ, რომ­ლე­ბიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად წი­ნა­აღ­მდე­გი იქ­ნე­ბოდ­ნენ მსგავ­სი უხერ­ხემ­ლო და უპ­რინ­ცი­პო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის.

სუსტ ლი­დე­რო­ბას ცუდი დრო მო­აქვს. იმე­დი ვი­ქო­ნი­ოთ, რომ პია კა­უ­მამ უკეთ იცის“, - წერს კოლ­სი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

“პია კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა“ - მიხაილ როთი

“პია კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა“ - მიხაილ როთი

“პია კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ არ უნდა მოახდინოს გაყალბებული არჩევნებიდან მიღებული არალეგიტიმური პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის ლეგიტიმაცია,“ - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი ღრმა კრიზისიდან თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნებია.

„ევროკავშირმა, ევროსაბჭომ და ეუთო-მ თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნები უნდა მოითხოვონ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ღრმა კრიზისიდან!“ , - წერს როთი.

  • ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა გუშინ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს.

“მიუხედავად იმისა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ნაწილი აღარ ვარ, გავიგე, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს - კატასტროფული და ცუდ დროს შერჩეული გადაწყვეტილებაა.

ეს ვიზიტი ემთხვევა ივანიშვილის რეჟიმის მიერ რუსული სტილის პრევენციული დაპატიმრებებით, დრაკონული კანონებით, პროტესტების ძალადობრივი ჩახშობით ძალაუფლების კონსოლიდირებას და პერიოდს არჩევნების შემდეგ, რომელიც ზოგადად, თავისუფალი იყო, მაგრამ ლეგიტიმური არჩევნების დანარჩენი ორი პრინციპი ვერ შეასრულა - ის არც სამართლიანი და არც გამჭვირვალე არ იყო.

ბევრი დელეგაციაა აღშფოთებული და სამართლიანადაც. მსგავსი ვიზიტი რეჟიმს პროპაგანდისტულ გამარჯვებას მისცემს, მზადებაში მყოფ ავტოკრატიის ლეგიტიმაციას მოახდენს, ხოლო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას ძირს გამოუთხრის.

თუ პია კაუმას ასე სურს ეს ვიზიტი, ის პირად სტატუსში უნდა განახორციელოს და არა როგორც საერთაშორისო დემოკრატიული თანამშრომლობის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ცნობილი ინსტიტუტის წარმომადგენელმა, რომელსაც გადასახადების გადამხდელები აფინანსებენ, რომლებიც აბსოლუტურად წინააღმდეგი იქნებოდნენ მსგავსი უხერხემლო და უპრინციპო გადაწყვეტილებების.

სუსტ ლიდერობას ცუდი დრო მოაქვს. იმედი ვიქონიოთ, რომ პია კაუმამ უკეთ იცის“, - წერს კოლსი.