2019 წელს სიმსივნით გარდაცვლილი ჟურნალისტის, ანა მამულაშვილის შვილმა მია გოგელაშვილმა გუშინ, სოციალურ ქსელში დაწერა და ვიდეო გაავრცელა, სადაც დეკანოზი ერთ-ერთი ქადაგებისას ამბობს, რომ ანა მამულაშვილს 2007 წელს, “TV იმედის“ დარბევის დროს, თავში ხელკეტი ჩაარტყეს, რის გამოც გარდაიცვალა.
მია გოგელაშვილმა შალვა კეკელია სიცრუეში დაადანაშაულა და დაწერა, რომ კეკელიამ დედამისის ამბავი “თავის სასიკეთოდ გამოიყენა“.
“ანის გოგონას ფეისბუქზე თქვენ პოსტი წამაკითხეთ და მე მინდა, მას გადავცე რომ ის ძალიან მიყვარს, მისი ოჯახი ძალიან მიყვარს და ანი და გოგა ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან და სიგიჟემდე მიყვარს ეს ადამიანები და თუ რამე არასწორად გაიგეს, მე ამაზე პატიებას და შენდობას ვითხოვ.
მე უბრალოდ არ მინდა, თავის მართლების რეჟიმში ჩავდგე. მე ასე ვიცოდი, სამწუხაროდ, ეს ამბავი, რაც ჩემგან მოისმინეს. თუ ეს ასე არ არის, მე პატიებას და შენდობას ვითხოვ ყველა ადამიანის წინაშე“, - თქვა დეკანოზმა შალვა კეკელიამ “ტვ პირველის“ ჟურნალისტთან საუბრისას.
იხილეთ ასევე: