ავტორი:

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 116 წლის ასაკში გარდაიცვალა - ტომიკო იტოკა: ქალი, რომელიც პირველ მსოფლიო ომამდე 6 წლით ადრე დაიბადა

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 116 წლის ასაკში გარდაიცვალა - ტომიკო იტოკა: ქალი, რომელიც პირველ მსოფლიო ომამდე 6 წლით ადრე დაიბადა

იაპონელი ქალი, რომელიც გინესის რეკორდების რეკორდების მიხედვით მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად არის აღიარებული, 116 წლის ასაკში გარდაიცვალა.

  • ოფიციალური პირების თქმით, ტომიკო იტოკა ქალაქ აშიიაში, ჰიოგოს პრეფექტურაში არსებულ მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა.

ის გახდა მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი მსოფლიოში მას შემდეგ, რაც ესპანელი მარია ბრანიას მორერა 2024 წლის აგვისტოში 117 წლის ასაკში გარდაიცვალა.

”ქალბატონმა იტოკამ მოგვცა გამბედაობა და იმედი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში,” - განაცხადა ქალაქ აშიას 27 წლის მერმა რიოსუკე ტაკაშიმამ გამოთხოვების წერილში.

ტომიკო იტოკა დაიბადა 1908 წლის მაისში - პირველ მსოფლიო ომამდე ექვსი წლით ადრე.

როგორც მსოფლიოში ყველზე ხანდაზმულ ადამიანს, 2024 წლის სექტემბერში ოფიციალური GWR სერტიფიკატი გადაეცა. ხანდაზმულთა პატივისცემის დღე იაპონიის სახალხო დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება.

იტოკას და და ძმა ჰყავდა, თუმცა ორივეს სიცოცხლეშივე გამოეთხოვა.

ყველაზე ხანდაზმული ქალი ფრენბურთს პროფესიონალურ დონეზე თამაშობდა, ორჯერ დაიპყრო 3067 მეტრის მთა - ონტაკე. მერის განცხადებით, ხანდაზმულ ასაკში ბანანსა და იაპონიაში პოპულარული რძიან გამაგრილებელ სასმელ Calpis-ს მიირთმევდა.

წყარო