“თუ თქვენ ამ პოსტს კითხულობთ, ესე იგი დედაჩემი და ადვოკატები, როგორც იქნა, შეთანხმდნენ - რომ ჩემი public აქტივობა - საქმეს ვეღარ დააზარალებს. ალილუიაჰ!“ - ამის შესახებ ბლოგერი უჩა აბაშიძე ციხიდან წერს, რომელიც რამდენიმე თვის წინ დააკავეს.
ცნობისთვის, უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ბლოგერის თქმით, ის აქტიურობას კვლავაც განაგრძობს:
“ჯერ ეს ერთი - გაიცანით ჩემი “ანონიმური“ “პეიჯი“ Shuashsti/შუაშისტი, მანდ პოსტავს დედაჩემი ჩემს გამოგზავნილ ტექსტებს, მისი ცენზურის გავლის შემდეგ (ნეტა ამას თუ დაწერს) - უფრო სწორედ, მანამდე არსებობდა იგივე დასახელების პეიჯი, სადაც პოსტავდა, მარა მერე account დაუხაკეს, პეიჯი წაუშალეს და ის პოსტები დაიკარგა, ეს შედარებით ახალი პეიჯია. გწერდით მე ამ პეიჯზე, გააყალბებენ-თქო, და გწერდით როგორ, მარა კომენტარები ნახეთ - ხალხი მედავება - სადღა ხდება ეგეთებიო. სადღა და - ეგე.
გაითვალისწინეთ, რომ მე რო აქ, ციხეში, რამეს დავწერ - 6-7 დღე გადის - სანამ დედაჩემამდე მივა და აკრეფს, ჰოდა 1 კვირით ადრე უნდა წარმოვიდგინო ხოლმე - რა იქნება აქტუალური, 1 კვირის მერე.
პლიუს - სამყაროს მე ვხედავ ტელევიზორიდან და “უკან გადახვევის“ ფუნქციაც არ მაქვს, თუ რამე გამომრჩება. ჰოდა ჩემი აზრები, ხშირად, შეიძლება საკმაოდ სცდებოდეს ნამდვილ სამყაროს (ვინმე ამას აუხსნის მიშას? - რო გამოდგება და ძაან თავდაჯერებული ქადაგებს, ხან ადეკვატურს, ხან აცდენილს...). ნუ პლუს დედაჩემი მიგზავნის ხოლმე “ფეისბუქ პოსტების გაზეთს“
ანუ - გინდა კომენტარები (აქ, მაგალითად, დასკრინავს და გამომიგზავნის) - გინდა პირადში მომწერეთ - დასკრინავს გამომიგზავნის და გინდა - პირადში ჰკითხეთ დედაჩემს, ფოსტის მისამართი და ქაღალდის წერილი მომწერეთ! (თუ ანდროს, ზვიადს, ოკმელას და სხვებს ასეთებს არ სწერთ - ძაან სცოდავთ, ადრე მომდიოდა ხოლმე ასე, უცხო ხალხის მხარდაჭერა და ძალიან მამხნევებდა!) - მაიტათ კითხვები, მოვიწერები public ან პირად პასუხებს. საქმეა - ჩემთვის.
მანამდე - გიყურებთ, ტელევიზორით, დილიდან საღამომდე, განვიცდი, ვნერვიულობ და ის გრძნობა მაქვს - შენი კლასი რო ექსპედიციიდან ფოტოებს პოსტავს, შენ კიდე ავად ხარ, არ გაგიშვეს და ლოგინიდან უყურებ. დარწმუნებული ვარ ოკმელაც მასეა (ვიკვეთებით ხოლმე დერეფანში. მე და ოკმელა გუნდელები ვართ, წლები ვთამაშობდით რაგბს ერთად) და ღობის ბიჭებიც.
თუმცა ამ ეტაპზე ანდროს და სხვა ახლებს უფრო უჭირთ - პირველი 3 თვე ყველაზე მძიმეა აქ რა, მერე ეჩვევი და აღარც გახსოვს, როგორია “გარეთ“. მანამდე ძალიან გჭამს შიგნიდან ეს შებოჭილი “გდება“ და ვერაფრის კეთება. მითუმეტეს - როცა ვინც შენ დაგატყვევა, ნამდვილი მოძალადე კანონდამრღვევები თვითონ არიან, ოფიციალურად “ჰამასის ტყვედ“ გრძნობ თავს. მოკლედ, ამ ბიჭებს ახლა ძალიან სჭირდებათ თქვენი გამხნევება. ყველა თქვენი ყურადღება მათ ძალას მატებს - trust me.
მოკლედ, თუ ეს პოსტი დაიდო, აწი ვარსებობ ანუ - შეგაწუხებთ ხოლმე,“ - წერს უჩა აბაშიძე.
იხილეთ ასევე: