Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხალხი რუსთაველის გამზირზე ახალ სახელმწიფოს აშენებს - ეს ყველაფერი არ გაჩერდება მანამ, სანამ არ ჩაინიშნება არჩევნები" - ნიკა მელია
"ხალხი  რუსთაველის გამზირზე ახალ სახელმწიფოს აშენებს - ეს ყველაფერი არ გაჩერდება მანამ, სანამ არ ჩაინიშნება არჩევნები" - ნიკა მელია

"ხალ­ხი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ახალ სა­ხელ­მწი­ფოს აშე­ნებს. ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი თან­მდე­ვი პრო­ცე­სია. ვგუ­ლის­ხმობ სან­ქცი­ებს ვა­შინგტო­ნი­დან, ბრი­უ­სე­ლი­დან სტრას­ბურ­გი­დან. ეს ყვე­ლა­ფე­რი არ გა­ჩერ­დე­ბა მა­ნამ, სა­ნამ არ ჩა­ი­ნიშ­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი და ახა­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბი არ მოვ­ლენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში", - ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცია "ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ნიკა მე­ლი­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ამ წუ­თებ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც მე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში მოვა, ძა­ლი­ან მძი­მე დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ იქ­ნე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან, რო­მელ­საც მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, "ხალ­ხი არც შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მი­ცემს და არც დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მას აპა­ტი­ებს“.

"არ ვიცი ამ პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღეა, აქ­ცია უნდა ვუ­წო­დოთ თუ არა. ჩემი აზ­რით, ეს არის ახა­ლი წეს­რი­გი, რო­მელ­მაც და­არ­ღვია ყვე­ლა ნე­გა­ტი­უ­რი მითი ქარ­თვე­ლე­ბის გარ­შე­მო რაც არ­სე­ბობ­და ის­ტო­რი­უ­ლად, რომ ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან ნი­ჭი­ე­რე­ბი, მაგ­რამ ზარ­მა­ცე­ბი, არა­დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლე­ბი, არა­მი­ზან­და­სა­ხუ­ლე­ბი და ა.შ. გა­მოჩ­ნდა, რომ ეს ასე არ არის. გა­მოჩ­ნდა, რომ ახა­ლი ქარ­თუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა შენ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ის აშე­ნებს ახალ ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს. სხვა­დას­ხვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბებ­მა, სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში მეტ­ნაკ­ლე­ბად სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აგუ­რე­ბი და­დეს სა­ხელ­მწი­ფოს შე­ნე­ბის პრო­ცეს­ში, მაგ­რამ ეს აგუ­რე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან ვერ შე­კავ­შირ­და, არ იყო საკ­მა­რი­სად ძლი­ე­რი დუ­ღა­ბი. ახლა სხვა ხა­რის­ხის პრო­ცე­სია - ის­ტო­რი­ას და დროს რომ გა­უძ­ლებს ის მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ხალ­ხი აშე­ნებს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ახალ სა­ხელ­მწი­ფოს. ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი ამის თან­მდე­ვი პრო­ცე­სია. ვგუ­ლის­ხმობ, ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის ფარ­გლებ­ში სხვა­დას­ხვა და­სან­ქცი­რე­ბულ ადა­მი­ანს ვა­შინგტო­ნი­დან, ბრი­უ­სე­ლი­დან სტრას­ბურ­გი­დან. ეს ყვე­ლა­ფე­რი არ გა­ჩერ­დე­ბა მა­ნამ, სა­ნამ არ ჩა­ი­ნიშ­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი და ახა­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბი არ მოვ­ლენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბი­ან ძა­ლი­ან მძი­მე დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მო­მა­ვალ­ში. ამათ არც შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მი­ცე­მენ და არც დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მას აპა­ტი­ებს მო­მა­ვალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ვა­ი­თუ არამ­ზა­დე­ბი მო­ვიდ­ნენ“, - გა­ნა­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ნიკა მე­ლი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ხალხი რუსთაველის გამზირზე ახალ სახელმწიფოს აშენებს - ეს ყველაფერი არ გაჩერდება მანამ, სანამ არ ჩაინიშნება არჩევნები" - ნიკა მელია

"ხალხი  რუსთაველის გამზირზე ახალ სახელმწიფოს აშენებს - ეს ყველაფერი არ გაჩერდება მანამ, სანამ არ ჩაინიშნება არჩევნები" - ნიკა მელია

"ხალხი რუსთაველის გამზირზე ახალ სახელმწიფოს აშენებს. ყველა დანარჩენი თანმდევი პროცესია. ვგულისხმობ სანქციებს ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან სტრასბურგიდან. ეს ყველაფერი არ გაჩერდება მანამ, სანამ არ ჩაინიშნება არჩევნები და ახალი დემოკრატიული ძალები არ მოვლენ ხელისუფლებაში", - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

როგორც მელიამ აღნიშნა, ახალი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის სათავეში მოვა, ძალიან მძიმე დაკვირვების ქვეშ იქნება სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რომელსაც მისივე შეფასებით, "ხალხი არც შეცდომების დაშვების შესაძლებლობას მიცემს და არც დაშვებულ შეცდომას აპატიებს“.

"არ ვიცი ამ პროცესის მიმდინარეობას, რომელიც ყოველდღეა, აქცია უნდა ვუწოდოთ თუ არა. ჩემი აზრით, ეს არის ახალი წესრიგი, რომელმაც დაარღვია ყველა ნეგატიური მითი ქართველების გარშემო რაც არსებობდა ისტორიულად, რომ ქართველები არიან ნიჭიერები, მაგრამ ზარმაცები, არადისციპლინირებულები, არამიზანდასახულები და ა.შ. გამოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. გამოჩნდა, რომ ახალი ქართული სამოქალაქო საზოგადოება შენდება და შესაბამისად, ის აშენებს ახალ ქართულ სახელმწიფოს. სხვადასხვა ხელისუფლებებმა, სხვადასხვა პერიოდში მეტნაკლებად სხვადასხვა ხარისხის მნიშვნელოვანი აგურები დადეს სახელმწიფოს შენების პროცესში, მაგრამ ეს აგურები ერთმანეთთან ვერ შეკავშირდა, არ იყო საკმარისად ძლიერი დუღაბი. ახლა სხვა ხარისხის პროცესია - ისტორიას და დროს რომ გაუძლებს ის მშენებლობა მიმდინარეობს. ხალხი აშენებს რუსთაველის გამზირზე ახალ სახელმწიფოს. ყველა დანარჩენი ამის თანმდევი პროცესია. ვგულისხმობ, ივანიშვილის რეჟიმის ფარგლებში სხვადასხვა დასანქცირებულ ადამიანს ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან სტრასბურგიდან. ეს ყველაფერი არ გაჩერდება მანამ, სანამ არ ჩაინიშნება არჩევნები და ახალი დემოკრატიული ძალები არ მოვლენ ხელისუფლებაში, რომელიც იქნებიან ძალიან მძიმე დაკვირვების ქვეშ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მომავალში. ამათ არც შეცდომების დაშვების შესაძლებლობას მიცემენ და არც დაშვებულ შეცდომას აპატიებს მომავალ ხელისუფლებაში ვაითუ არამზადები მოვიდნენ“, - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან“ ნიკა მელიამ.