ავტორი:

"როგორ ბედავ დედაჩემის ამბის ასე არაადამიანურად გამოყენებას?! შალვა, მე ანის შვილი ვარ და სიმართლე ვიცი" - გარდაცვლილი ჟურნალისტის შვილი დეკანოზ შალვა კეკელიას მიმართავს

"როგორ ბედავ დედაჩემის ამბის ასე არაადამიანურად გამოყენებას?! შალვა, მე ანის შვილი ვარ და სიმართლე ვიცი" - გარდაცვლილი ჟურნალისტის შვილი დეკანოზ შალვა კეკელიას მიმართავს

გარდაცვლილი ჟურნალისტის, ანა მამულაშვილის შვილი, მია გოგელაშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს დეკანოზ შალვა კეკელიას ქადაგების ამსახველ ვიდეოს, სადაც ის ანა მამულაშვილის შესახებ საუბრობს. როგორც მია გოგელაშვილი წერს, დეკანოზმა დედამისის ამბავი გამოიყენა. ცნობისთვის, ანა მამულაშვილი 2019 წელს გარდაიცვალა.

ჟურნალისტი ანა მამულაშვილი, რომელიც 2019 წელს გარდაიცვალა

  • მია გოგელაშვილი:

"სიტყვები აღარ მყოფნის როგორ გადმოვცე ის ბრაზი, რომელიც მაწუხებს.დედაჩემი ანა მამულაშვილი 2019 წელს გარდაიცვალა სიმსივნით (კონკრეტულად მელანომით, რაც კანის სიმსივნეს გულისხმობს). ამ ამბის შესახებ არც თუ ისე ცოტა ადამიანმა იცის.

არ ვიცი, როგორ მოხდა, რომ ამ ინფორმაციამ ამდენი ხნის მანძილზე ჩემამდე ვერ მოაღწია, მაგრამ დღეს აღმოვაჩინე, რომ ეს არაადამიანი, ვითომ "მამაო” დგას და დედაჩემის ამბავს იყენებს თავის საკეთილდღეოდ.

ამბობს, რომ თურმე იმედის დარბევის დროს, როცა დედაჩემს თავში ჩაარტყეს და უმოწყალოდ სცემეს, "თურმე” სიმსივნე განუვითარდა თავში. ამ ამბავს თავის საკეთილდღეოდ იყენებს, რათა თავისი და ქოცების ტრ...ი დაიცვას.

არსებობს ვიდეო, სადაც ის დედაჩემის სახელს და გვარსაც ღიად ახსენებს და ამ გამოგონილი ისტორიით აბრმავებს თავის მრევლს.

ეს "მამაო” არის "მამა შალვა” (ბრჭყალების გარეშე უბრალოდ არ შემიძლია ამ ადამიანისთვის მამაოს წოდება).

როგორ ბედავ დედაჩემის ამბის ასე არაადამიანურად გამოყენებას, რა ნამუსით?! არ გაპატიებ დედაჩემის სულის შეურაცხყოფას.კარგად დაიმახსოვრე არ გაპატიებ. კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს არაადამიანი ქოცების კაცია და ბევრი ამბავი მახსოვს ბოლოდროინდელი მისი, თუ როგორ აყენებდა ის აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას.

შალვა, მე ანის შვილი ვარ და სიმართლე ვიცი, ჩემს გარდა სიმართლე კიდევ უამრავმა ადამიანმა იცის, ვისთან ერთადაც დედაჩემის ის უმძიმესი პერიოდი გავიარე და ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გადავიარეთ. ჰოდა მე გაძლევ პირობას, რომ დედაჩემის სულის შეურაცხყოფას არ გაპატიებ", - წერს მია გოგელაშვილი.

  • ნახეთ ვიდეო, რომელსაც გოგელაშვილი აზიარებს: