ავტორი:

"დადგა დღე, როცა მიუღებელი აღმოჩნდა განსხვავებული აზრი" - მოქალაქე წერს, რომ ცესკო-დან გაათავისუფლეს

"დადგა დღე, როცა მიუღებელი აღმოჩნდა განსხვავებული აზრი" - მოქალაქე წერს, რომ ცესკო-დან გაათავისუფლეს

მოქალაქე ნინო კაციაშვილი წერს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გაათავისუფლეს, როგორც კაციაშვილი განმარტავს, ამის მიზეზი, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებია.

აღნიშნულ თემაზე ნინო კაციაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"18 წელი ვიმუშავე საარჩევნო ადმინისტრაციაში. ეს საქმე არასოდეს ყოფილა უბრალოდ სამსახური. ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი წლები მაქვს მასზე გახარჯული.ვფიქრობდი, რომ ჩემი სამსახურისთვის ღირებული თანამშრომელი ვიყავი, მაგრამ დადგა დღე, როცა მიუღებელი აღმოჩნდა განსხვავებული აზრი...

არც წლებს, არც კომპეტენციას არავინ დაგიდევს ახლა.ის თაობა მაინც, ვის თვალწინაც 9 აპრილს გაუვლია, რუსეთის მომხრე ვერ იქნება! ასე გავიზარდე! შავლეგოს ვმღეროდი ბალღობიდან და ძალიან გვიანია ახლა ჩემში რამე შეიცვალოს!

ყველა ჩემს კოლეგას, ვისთვისაც ღირებულია ჩვენი ქვეყნის ბედნიერი და მართლა მშვიდობიანი განვითარება, წარმატებებს ვუსურვებ!" - წერს ნინო კაციაშვილი.