ბრაზილიელი ქალის, მეირივონე როშა მორაესის "სიყვარულის ისტორიამ" ორი წლის წინ, მსოფლიო გაოგნებული დატოვა. მეირივონე ხელნაკეთ თოჯინა მარსელოზეა "დაქორწინებული" და უცნაურ ე.წ. წყვილს სამი შვილი ჰყავს, რომლებიც რეალურად თოჯინები არიან.
თოჯინა სახელად მარსელო მეირივონეს დედამ შეკერა, რათა შვილი გაეხალისებინა და მარტოობისგან ეხსნა. ქალი ამბობდა, რომ პარტნიორს ვერ პოულობდა და მასთან ცეკვა არავის უნდოდა. ქალი მალე დედის მიერ შეკერილ თოჯინაზე დაქორწინდა და ქორწილიც გადაიხადა, რომელსაც 250 ადამიანი ესწრებოდა.
ორი თვის წინ, 37 წლის მეირივონემ განაცხადა, რომ მათი შვილი მარსელინიო გაიტაცეს და მძევლად აიყვანეს. გამტაცებლები ქალისგან 161 ფუნტ სტერლინგს ითხოვდნენ.შეგახსენებთ, რომ ქალი რალურად თოჯინაზე საუბრობდა.
"ეს ძალიან მძიმეა ჩემთვის. მეშინია, რომ მას ცეცხლში დაწვავენ. ვერ ვიძინებ. მარსელო მთელი ღამე შვილის სახელს გაიძახის. მარსელა და ემილია (ტყუპები) სევდიანები არიან, რადგან ვერ ხვდებიან, სადაა მათი ძმა", - ამბობს ქალი.
ამ უჩვეულო ისტორიამ მსოფლიო მედიის ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო, როგორც წლების წინ ქალის ქორწილმა.
ვიდეოში, რომელიც ქალმა გაავრცელა, დახმარებისთვის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს მიმართავდა, რომლებიც აქტიურად ეძებდნენ მის "შვილს", მარსელინიოს.
მეირივონემ თავისი ტიკტოკ ანგარიშზე ვიდეოც ატვირთა, სადაც ნაჩვენებია, როგორ აკრავს "დაკარგულის" პლაკატებს და არიგებს ფლაერებს. მოგვიანებით, თოჯინა მარსელინიო იპოვეს და ქალს დაუბრუნეს.
მეირივონეს უცნაური ისტორიებიდან ეს ერთ-ერთია - არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც ქალმა რომელსაც თოჯინა ქმარი, მარსელო ჰყავს, პირველი შვილის მარსელინიოს "დაბადება" პირდაპირ ეთერში აჩვენა, ლაივს უამრავი ადამიანი უყურებდა.
ქალი აღიარებს, რომ საზოგადოების სკეპტიციზმი მისი ცხოვრების მიმართ, რეალურად ძალიან აწუხებს.
- მაღიზიანებს, როდესაც ხალხი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ყალბია. ვბრაზდები. მე ვარ ადამიანი ხასიათით. მამამ და დედამ მასწავლეს ვიყო პატიოსანი, კარგი პიროვნება და არ ვისარგებლო სხვების სიმდიდრით."
რამდენიმე თვის წინ, მარსელინიოს დაკარგვამდე მეირივონეს ცხოვრება კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, როდესაც განაცხადა, რომ თოჯინა ქმარმა, იგივე მარსელომ, "უღალატა".
მეირივონეს ისტორიების სერია საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ქალი ძირითადად კრიტიკის ქარ-ცეცხლში ეხვევა, მაგრამ ფაქტია, რომ როშას შესახებ მსოფლიოს წამყვან მედიებში უამრავი სტატია შეგხვდებათ. მის შესახებ წერენ, Mirror, dailymail და სხვა ცნობილი მედიები.
მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილ მარსელოს, "შვილებთან“ ერთად ქალი მუდამ თან ატარებს.
მიუხედავად საზოგადოების კრიტიკისა და სკეპტიციზმისა, მეირივონე აგრძელებს თავისი ისტორიების გაზიარებას და ამტკიცებს, რომ მარსელო მისი ცხოვრების სიყვარულია.