სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი წლის ღამეს, პიროტექნიკით 40 პირი დაზიანდა - 131 პაციენტი ინტოქსიკაციით სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული
ახალი წლის ღამეს, პიროტექნიკით 40 პირი დაზიანდა - 131 პაციენტი ინტოქსიკაციით სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული

ახა­ლი წლის ღა­მეს, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, პი­რო­ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად ჰოს­პი­ტალ­ში 40 და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი პირი გა­და­იყ­ვა­ნეს, კვე­ბი­თი და ალ­კოჰო­ლუ­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ით სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 131 პა­ცი­ენ­ტია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრი­დან აც­ნო­ბეს.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ახა­ლი წლის ღა­მეს თბი­ლის­ში პი­რო­ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხურ­ში, ჯამ­ში, 33 ზარი შე­ვი­და, მათ შო­რის 20 მო­ქა­ლა­ქეს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია დას­ჭირ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა რე­გი­ო­ნებს, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­გი­ო­ნე­ბის მას­შტა­ბით, პი­რო­ტექ­ნი­კით და­ზი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხურ­ში 25 შე­ტყო­ბი­ნე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და, აქე­დან 20 პა­ცი­ენტს ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბა გახ­და სა­ჭი­რო.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ახა­ლი წლის ღა­მეს თბი­ლის­ში ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით 208 გა­მო­ძა­ხე­ბა და­ფიქ­სირ­და და ამ მი­ზე­ზით 64 ადა­მი­ა­ნია ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი.

რე­გი­ო­ნე­ბის მას­შტა­ბით, კვე­ბი­თი და ალ­კოჰო­ლუ­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის 110 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და - ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლია 67 პა­ცი­ენ­ტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ახალი წლის ღამეს, პიროტექნიკით 40 პირი დაზიანდა - 131 პაციენტი ინტოქსიკაციით სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული

ახალი წლის ღამეს, პიროტექნიკით 40 პირი დაზიანდა - 131 პაციენტი ინტოქსიკაციით სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული

ახალი წლის ღამეს, ქვეყნის მასშტაბით, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ჰოსპიტალში 40 დაზიანებული პირი გადაიყვანეს, კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციით სამედიცინო დაწესებულებაში 131 პაციენტია მოთავსებული.

ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან აცნობეს.

უფრო კონკრეტულად, ახალი წლის ღამეს თბილისში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში, ჯამში, 33 ზარი შევიდა, მათ შორის 20 მოქალაქეს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

რაც შეეხება რეგიონებს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, რეგიონების მასშტაბით, პიროტექნიკით დაზიანების შესახებ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში 25 შეტყობინება განხორციელდა, აქედან 20 პაციენტს ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

მათივე ცნობით, ახალი წლის ღამეს თბილისში ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით 208 გამოძახება დაფიქსირდა და ამ მიზეზით 64 ადამიანია ჰოსპიტალიზებული.

რეგიონების მასშტაბით, კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 110 შემთხვევა დაფიქსირდა - ჰოსპიტალიზებულია 67 პაციენტი.