საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“დავდექით დილემის წინაშე: ფული თუ ფეხბურთი? ბუდუ ირჩევს ფეხბურთს...“ - ბუნდესლიგის რომელ გუნდში გადადის ბუდუ ზივზივაძე?
“დავდექით დილემის წინაშე: ფული თუ ფეხბურთი? ბუდუ ირჩევს ფეხბურთს...“ - ბუნდესლიგის რომელ გუნდში გადადის ბუდუ ზივზივაძე?

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლის, "კარლსრუ­ეს" თავ­დამ­სხმე­ლის - ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძის კა­რი­ე­რა­ში სი­ახ­ლეა.

ამის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ფეხ­ბურ­თე­ლის მა­მამ ამ­ცნო.

“პირ­ველ რიგ­ში, ბე­დო­ბას გი­ლო­ცავთ მე­გობ­რე­ბო! იყო ჩი­ნუ­რი, ასე­ვე კო­რე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი!

დავ­დე­ქით დი­ლე­მის წი­ნა­შე: ფული თუ ფეხ­ბურ­თი? ბუდუ ირ­ჩევს ფეხ­ბურთს მივ­დი­ვართ ბუნ­დეს­ლი­გა­ში! ბუ­დუმ აირ­ჩია ბუნ­დეს­ლი­გა! მად­ლო­ბა “კარლსრუ­ეს“, მად­ლო­ბა მე­ნე­ჯე­რებს, მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო, მად­ლო­ბა გია ცე­ცა­ძეს, თე­ი­მუ­რაზ ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს, მა­მუ­კა ხუნ­და­ძეს ბუ­დუს გა­მოწ­ვრთნი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის!

ჩვენ თქვენ­თან ვართ! წინ დიდი ბრძო­ლე­ბია!“ - წერს კახა ზივ­ზი­ვა­ძე.

  • Geo Team-ის ცნო­ბით, ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე ბუნ­დეს­ლი­გის "ჰა­ი­დე­ნ­ჰა­იმ­ში" გა­და­დის.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გუნ­დი 15 ტუ­რის შემ­დეგ გერ­მა­ნი­ის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 10 ქუ­ლით მე­თექ­ვსმე­ტე ად­გილ­ზეა და ბუნ­დეს­ლი­გა­ში ად­გი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის იბ­რძვის. გუნდს შე­ტე­ვის ხაზ­ში პრობ­ლე­მე­ბი აქვს და გაძ­ლი­ე­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს - ბომ­ბარ­დი­რი 4 გო­ლით მარ­ვინ პი­რინ­გე­რია.

"ჰა­ი­დე­ნ­ჰა­ი­მი" კონ­ფე­რენს ლი­გა­ზე მერ­ვე­დფი­ნალ­ში გა­სას­ვლელ პლეი-ოფში "კო­პე­ნ­ჰა­გენს" და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

ზივ­ზი­ვა­ძის ან­გა­რიშ­ზე მე­ო­რე ბუნ­დეს­ლი­გის 17 მატჩში 12 გოლი და 4 სა­გო­ლე გა­და­ცე­მაა. ის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ბომ­ბარ­დი­რია. ბუ­დუს "კარლსრუ­ეს­თან" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ზა­ფხუ­ლამ­დე აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი. Transfermarkt-ის მი­ხე­დით 30 წლის ქარ­თვე­ლი ფორ­ვარ­დის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1.8 მი­ლი­ო­ნი ევ­როა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

“დავდექით დილემის წინაშე: ფული თუ ფეხბურთი? ბუდუ ირჩევს ფეხბურთს...“ - ბუნდესლიგის რომელ გუნდში გადადის ბუდუ ზივზივაძე?

“დავდექით დილემის წინაშე: ფული თუ ფეხბურთი? ბუდუ ირჩევს ფეხბურთს...“ - ბუნდესლიგის რომელ გუნდში გადადის ბუდუ ზივზივაძე?

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელის, "კარლსრუეს" თავდამსხმელის - ბუდუ ზივზივაძის კარიერაში სიახლეა.

ამის შესახებ საზოგადოებას ფეხბურთელის მამამ ამცნო.

“პირველ რიგში, ბედობას გილოცავთ მეგობრებო! იყო ჩინური, ასევე კორეული გამოწვევები!

დავდექით დილემის წინაშე: ფული თუ ფეხბურთი? ბუდუ ირჩევს ფეხბურთს მივდივართ ბუნდესლიგაში! ბუდუმ აირჩია ბუნდესლიგა! მადლობა “კარლსრუეს“, მადლობა მენეჯერებს, მადლობა საქართველო, მადლობა გია ცეცაძეს, თეიმურაზ ლორთქიფანიძეს, მამუკა ხუნდაძეს ბუდუს გამოწვრთნისა და სიყვარულისთვის!

ჩვენ თქვენთან ვართ! წინ დიდი ბრძოლებია!“ - წერს კახა ზივზივაძე.

  • Geo Team-ის ცნობით, ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგის "ჰაიდენჰაიმში" გადადის.

აღნიშნული გუნდი 15 ტურის შემდეგ გერმანიის ჩემპიონატზე 10 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. გუნდს შეტევის ხაზში პრობლემები აქვს და გაძლიერებას საჭიროებს - ბომბარდირი 4 გოლით მარვინ პირინგერია.

"ჰაიდენჰაიმი" კონფერენს ლიგაზე მერვედფინალში გასასვლელ პლეი-ოფში "კოპენჰაგენს" დაუპირისპირდება.

ზივზივაძის ანგარიშზე მეორე ბუნდესლიგის 17 მატჩში 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ის ჩემპიონატის ბომბარდირია. ბუდუს "კარლსრუესთან" ხელშეკრულება ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. Transfermarkt-ის მიხედით 30 წლის ქართველი ფორვარდის ღირებულება 1.8 მილიონი ევროა.

იხილეთ ასევე: