2 იანვარს, რუსთაველის გამზირზე აქცია "ბედობა რუსთაველზე" გაიმართება. აქცია 19:00 საათზეა ჩანიშნული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯგუფი "დაიტოვე" ავრცელებს.
"2 იანვარს დავიბედოთ ერთმანეთი! წელს დავინახეთ ის, რაც სცადეს, რომ დაგვვიწყებოდა: საქართველოს ჰყოლია თავისუფალი, ღირსეული, ამაყი, პატრიოტი მოქალაქეები, რომლებიც არ იღლებიან და არ ნებდებიან.ამ დღეს მადლიერება გამოვხატოთ ერთმანეთისადმი და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ:- თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!- ვითხოვთ ახალ არჩევნებს!", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ანალოგიური აქცია 2 იანვარს, ასევე 19:00 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთანაა დაგეგმილი.