საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტის თავმჯდომარის შემოსავალი თვეში 14 600 ლარი იქნება, მისი პირველ მოადგილის 13 432 ლარი და ა.შ. - 2025 წლიდან პარლამენტის წევრების ხელფასი იზრდება
პარლამენტის თავმჯდომარის შემოსავალი თვეში 14 600 ლარი იქნება, მისი პირველ მოადგილის 13 432 ლარი და ა.შ. - 2025 წლიდან პარლამენტის წევრების ხელფასი იზრდება

2025 წლი­დან პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის ხელ­ფა­სი იზ­რდე­ბა

2025 წლი­დან პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის ხელ­ფა­სი იზ­რდე­ბა.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ძა­ლა­ში შე­ვი­და.

პრო­ექ­ტის თავ­და­პირ­ვე­ლი ვა­რი­ან­ტით, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის გაზ­რდი­ლი ხელ­ფა­სე­ბი იყო ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, კონ­კრე­ტუ­ლი რი­ცხვე­ბით წარ­მოდ­გე­ნი­ლი და სა­პარ­ლა­მენ­ტო თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, 8 250 - 10 000 ლა­რის ფარ­გლებ­ში გა­ნი­სა­ზღვრე­ბო­და.

გან­ხილ­ვის პრო­ცეს­ში პრო­ექ­ტი რამ­დენ­ჯერ­მე და­კო­რექ­ტირ­და და დე­პუ­ტატ­თა გაზ­რდი­ლი ხელ­ფა­სე­ბი რი­ცხვე­ბის ნაც­ვლად, იმ კო­ე­ფი­ცი­ენ­ტებ­ში აი­სა­ხა, რო­მე­ლიც “სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნით არის დად­გე­ნი­ლი. სა­დე­პუ­ტა­ტო ხელ­ფა­სე­ბი კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ზღვრის ფარ­გლებ­ში დად­გინ­და.

XI მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის­თვის შემ­დე­გი სა­ხელ­ფა­სო კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბი გა­ნი­სა­ზღვრა:

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე - 10.00;

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე - 9.20;

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე - 9.00;

კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე - 8.50;

კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე - 8.30;

კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე - 8.10;

პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, რო­მე­ლიც არ არის პარ­ლა­მენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი - 8.0;

თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გოს კო­ე­ფი­ცი­ენ­ტებ­ზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბის მი­ხედ­ვით კი, "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის ხელ­ფა­სე­ბი 2025 წლი­დან შემ­დე­გი ოდე­ნო­ბით იქ­ნე­ბა: პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი ამ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე წლი­უ­რად 175 200, ხოლო თვი­ურ ჭრილ­ში 14 600 ლარი იქ­ნე­ბა; პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ველ მო­ად­გი­ლეს (კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი 9.2) 2025 წლი­დან სარ­გოს სა­ხით, წლი­უ­რად 161 184 ლარი, თვე­ში 13 432 ლარი; პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეს (კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი 9) - წლი­უ­რად 157 680 ლარი, თვე­ში 13 140 ლარი; კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს (კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი 8.6) - წლი­უ­რად 150 672 ლარი, თვე­ში 12 556 ლარი; პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს კი (კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი 8) - წლი­უ­რად 140 160 ლარი, თვე­ში 11 680 ლარი. აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბობ­რივ სარ­გოს გა­მოკ­ლე­ბუ­ლი არ აქვს სა­შე­მო­სავ­ლო 20%-ანი გა­და­სა­ხა­დი.

ამას­თან, 1-ელი იან­ვრი­დან ხელ­ფა­სე­ბი 10%-ით გა­ეზ­რდე­ბა სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მე­ბულ ყვე­ლა პირს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

პარლამენტის თავმჯდომარის შემოსავალი თვეში 14 600 ლარი იქნება, მისი პირველ მოადგილის 13 432 ლარი და ა.შ. - 2025 წლიდან პარლამენტის წევრების ხელფასი იზრდება

პარლამენტის თავმჯდომარის შემოსავალი თვეში 14 600 ლარი იქნება, მისი პირველ მოადგილის 13 432 ლარი და ა.შ. - 2025 წლიდან პარლამენტის წევრების ხელფასი იზრდება

2025 წლიდან პარლამენტის წევრების ხელფასი იზრდება

2025 წლიდან პარლამენტის წევრების ხელფასი იზრდება.

ამ მიმართულებით, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ინიციატივით პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები ძალაში შევიდა.

პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, პარლამენტის წევრების გაზრდილი ხელფასები იყო ფიქსირებული, კონკრეტული რიცხვებით წარმოდგენილი და საპარლამენტო თანამდებობების შესაბამისად, 8 250 - 10 000 ლარის ფარგლებში განისაზღვრებოდა.

განხილვის პროცესში პროექტი რამდენჯერმე დაკორექტირდა და დეპუტატთა გაზრდილი ხელფასები რიცხვების ნაცვლად, იმ კოეფიციენტებში აისახა, რომელიც “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით არის დადგენილი. სადეპუტატო ხელფასები კანონით განსაზღვრული კოეფიციენტების მაქსიმალური ზღვრის ფარგლებში დადგინდა.

XI მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის შემდეგი სახელფასო კოეფიციენტები განისაზღვრა:

პარლამენტის თავმჯდომარე - 10.00;

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - 9.20;

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - 9.00;

კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე - 8.50;

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - 8.30;

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - 8.10;

პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი - 8.0;

თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტებზე გადაანგარიშების მიხედვით კი, "ბიზნესპრესნიუსის" ინფორმაციით, პარლამენტის წევრების ხელფასები 2025 წლიდან შემდეგი ოდენობით იქნება: პარლამენტის თავმჯდომარის წლიური შემოსავალი ამ თანამდებობებზე წლიურად 175 200, ხოლო თვიურ ჭრილში 14 600 ლარი იქნება; პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს (კოეფიციენტი 9.2) 2025 წლიდან სარგოს სახით, წლიურად 161 184 ლარი, თვეში 13 432 ლარი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს (კოეფიციენტი 9) - წლიურად 157 680 ლარი, თვეში 13 140 ლარი; კომიტეტის თავმჯდომარეს (კოეფიციენტი 8.6) - წლიურად 150 672 ლარი, თვეში 12 556 ლარი; პარლამენტის წევრებს კი (კოეფიციენტი 8) - წლიურად 140 160 ლარი, თვეში 11 680 ლარი. აღნიშნულ თანამდებობრივ სარგოს გამოკლებული არ აქვს საშემოსავლო 20%-ანი გადასახადი.

ამასთან, 1-ელი იანვრიდან ხელფასები 10%-ით გაეზრდება საჯარო სამსახურში დასაქმებულ ყველა პირს.

იხილეთ ასევე: