პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
Faceამბები
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცვლილებები, რომელიც საქართველოში დღეიდან ამოქმედდა
ცვლილებები, რომელიც საქართველოში დღეიდან ამოქმედდა

2025 წლი­დან პენ­სია 35 ლა­რით იზ­რდე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად 70 წლამ­დე ასა­კის პირ­თა პენ­სია იან­ვრი­დან, 350 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, ხოლო 70 წლის და მეტი ასა­კის პირ­თათ­ვის 450 ლა­რის ოდე­ნო­ბით. ამის შე­სა­ხებ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა, ლაშა ხუ­ციშ­ვილ­მა 10 დე­კემ­ბერს პარ­ლა­მენ­ტში გა­ნა­ცხა­და.

  • მი­სი­ვე თქმით, ამას­თან, მა­ღალმთი­ან და­სახ­ლე­ბებ­ში მცხოვ­რე­ბი პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი 20%-იანი და­ნა­მა­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, 70 წლამ­დე პირ­თა პენ­სია იქ­ნე­ბა 420 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასა­კის პირ­თა პენ­სია 540 ლარი;

გარ­და ამი­სა, მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ 2025 წლი­დან გა­იზ­რდე­ბა კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბაც. ლაშა ხუ­ციშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ასიგ­ნე­ბე­ბი 8 მი­ლი­არდ 820 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ოდე­ნო­ბით გა­ნი­სა­ზღვრა, რაც 2024 წლის დამ­ტკი­ცე­ბულ გეგ­მას­თან შე­და­რე­ბით, გაზ­რდი­ლია 990 მი­ლი­ონ ლარ­ზე მე­ტით.

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასიგ­ნე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია: „მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვა - 6 მი­ლი­არდ 353 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი, მათ შო­რის: სა­პენ­სიო უზ­რუნ­ველ­ყო­ფა - 4 მი­ლი­არდ 498 მი­ლი­ო­ნი ლარი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მის შე­სა­ბა­მი­სად, 70 წლამ­დე ასა­კის პირ­თა პენ­სია იზ­რდე­ბა 35 ლა­რით და 2025 წლის იან­ვრი­დან გა­ნი­სა­ზღვრე­ბა 350 ლა­რით. 70 წლის და მეტი ასა­კის პირ­თათ­ვის პენ­სია, ასე­ვე, იზ­რდე­ბა 35 ლა­რით და გა­ნი­სა­ზღვრე­ბა 450 ლა­რის ოდე­ნო­ბით. მა­ღალმთი­ან და­სახ­ლე­ბებ­ში მცხოვ­რე­ბი პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი 20 პრო­ცენ­ტი­ა­ნი და­ნა­მა­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, 70 წლამ­დე პირ­თა პენ­სია იქ­ნე­ბა 420 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასა­კის პირ­თა პენ­სია 540 ლარი;

პენ­სი­ის ზრდის შე­სა­ბა­მი­სად, იზ­რდე­ბა სა­ხელ­მწი­ფო კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის მიმ­ღებ პირ­თა კომ­პენ­სა­ცი­ის ოდე­ნო­ბე­ბი, რო­მელ­თა და­ან­გა­რი­შე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო პენ­სი­ის ოდე­ნო­ბა­ზე. სა­ხელ­მწი­ფო კომ­პენ­სა­ცი­ის/სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­უ­რი სტი­პენ­დი­ის ზედა ზღვრის ოდე­ნო­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა 1 035 ლა­რით, ხოლო ოჯა­ხის წევ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო კომ­პენ­სა­ცი­ის მიმ­ღებ პი­რებ­ზე გა­სა­ცე­მი სა­ხელ­მწი­ფო კომ­პენ­სა­ცი­ის ზედა ზღვრის ოდე­ნო­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა 1 235 ლა­რით. მო­სახ­ლე­ო­ბის მიზ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა - 1 მი­ლი­არდ 639 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე;

აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხის ფარ­გლებ­ში, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი და 18 წლამ­დე შშმ პი­რე­ბის, ასე­ვე, და­ნარ­ჩე­ნი კა­ტე­გო­რი­ის შშმ პირ­თა სო­ცი­ა­ლუ­რი გა­სა­ცემ­ლის ზრდა 35 ლა­რით, ასე­ვე, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 120 ათას სო­ცი­ა­ლურ სა­რე­ი­ტინ­გო ქუ­ლამ­დე მყო­ფი ოჯა­ხე­ბის 16 წლამ­დე ბავ­შვე­ბის ყო­ველ­თვი­უ­რი 200-ლა­რი­ა­ნი დახ­მა­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა;

სო­ცი­ა­ლუ­რი შე­ღა­ვა­თე­ბი მა­ღალმთი­ან და­სახ­ლე­ბა­ში - 113,0 მლნ ლარი. პენ­სი­ის ზრდის შე­სა­ბა­მი­სად, იზ­რდე­ბა სა­პენ­სიო და­ნა­მა­ტის მო­ცუ­ლო­ბაც; სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და ბავ­შვზე ზრუნ­ვის პროგ­რა­მის და­ფი­ნან­სე­ბა შე­ად­გენს 95,0 მი­ლი­ონ ლარს. მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვა - გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 1 მი­ლი­არდ 859 მი­ლი­ო­ნი ლარი, მათ შო­რის, სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის და­ფი­ნან­სე­ბა შე­ად­გენს 1 მი­ლი­არდ 220 მი­ლი­ონ ლარს.

პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის პერ­სო­ნა­ლის ხელ­ფა­სე­ბის ზრდა; სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და აღ­ჭურ­ვა - 100 მი­ლი­ო­ნი ლარი; და­საქ­მე­ბის სის­ტე­მის რე­ფორ­მე­ბის პროგ­რა­მა - 112 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი; იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა და მიგ­რან­ტთა ხელ­შე­წყო­ბა - 268 მი­ლი­ო­ნი ლარი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღე­ი­დან, თბი­ლის­ში პი­კის სა­ა­თებ­ში მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვა დის­ტრი­ბუ­ცი­ის მან­ქა­ნებ­საც შე­ე­ხე­ბა

დღე­ი­დან, თბი­ლი­სის სა­ზღვრებ­ში, 08:00-დან 11:00 სა­ა­თამ­დე და 17:00-დან 20:00 სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდ­ში, მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვა სხვა დიდ­გა­ბა­რი­ტი­ან ტრან­სპორტთან ერ­თად, უკვე დის­ტრი­ბუ­ცი­ის ავ­ტო­მან­ქა­ნებ­საც შე­ე­ხე­ბა.

რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ 25 დე­კემ­ბერს გა­მარ­თულ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, აქამ­დე დის­ტრი­ბუ­ტო­რებს გარ­კვე­უ­ლი ვადა ჰქონ­დათ მი­ცე­მუ­ლი, ხოლო პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან შე­ზღუდ­ვა უკვე აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­საც შე­ე­ხე­ბათ.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცია ით­ვა­ლის­წი­ნებს შე­ზღუდ­ვას N2 და N3 კა­ტე­გო­რი­ე­ბის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით დის­ტრი­ბუ­ცი­ა­ზე და არ ეხე­ბა M2 კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებს.

„კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით გან­ვმარ­ტავთ, რომ შე­ზღუდ­ვა ვრცელ­დე­ბა მხო­ლოდ 08:00-დან 11:00 სა­ა­თამ­დე და 17:00-დან 20:00 სა­ა­თამ­დე, რა დრო­საც დე­და­ქა­ლაქ­ში არის უფრო დიდი სატ­რან­სპორ­ტო ნა­კა­დე­ბი, დღე-ღა­მის და­ნარ­ჩენ მო­ნაკ­ვეთ­ში კი არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა არ არის და­წე­სე­ბუ­ლი და არც იგეგ­მე­ბა რა­ი­მე ახა­ლი შე­ზღუდ­ვის და­წე­სე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.

დღე­ი­დან, 2025 წლის 1-ლი იან­ვრი­დან მო­ქა­ლა­ქე­თა ნა­წი­ლის­თვის სეს­ხის აღე­ბი­სას, ცვლი­ლე­ბე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა.

კერ­ძოდ, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის ნა­თია თურ­ნა­ვას ბრძა­ნე­ბის მი­ხედ­ვით, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლებ­საც შე­მო­სა­ვა­ლი ლარ­ში აქვთ, 500 000 ლა­რამ­დე სეს­ხის აღე­ბას მხო­ლოდ ლარ­ში შეძ­ლე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, ამ მო­ცუ­ლო­ბის სესხს ეს ადა­მი­ა­ნე­ბი დღე­ი­დან, უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში ვე­ღარ აი­ღე­ბენ.

ამ ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­კა­ნონ­მდებ­ლო მაც­ნე­ზე ნა­თია თურ­ნა­ვას ბრძა­ნე­ბა უკვე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

„სეს­ხის გამ­ცე­მი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ 500 ათას ლა­რამ­დე სეს­ხი/სა­ბან­კო კრე­დი­ტი უნდა გა­ი­ცეს მხო­ლოდ ლა­რით. ლა­რით გა­ცე­მულ სეს­ხად/სა­ბან­კო კრე­დი­ტად არ მი­იჩ­ნე­ვა ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ზე მიბ­მუ­ლი ან ინ­დექ­სი­რე­ბუ­ლი სეს­ხი/სა­ბან­კო კრე­დი­ტი“.

1-ლი იან­ვრი­დან სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ხელ­ფა­სე­ბი იზ­რდე­ბა. კერ­ძოდ, „სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ხელ­ფა­სე­ბი 10%-ით გა­ეზ­რდე­ბა სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მე­ბულ ყვე­ლა პირს.

ამას­თან, 1-ლი იან­ვრი­დან ხელ­ფა­სე­ბი 10%-ით გა­ეზ­რდე­ბათ, პო­ლი­ცი­ე­ლებს და ჯა­რის­კა­ცებს. გარ­და ამი­სა, 2025 წლის ბი­უ­ჯე­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის და მან­და­ტუ­რის ხელ­ფა­სე­ბის 10%-იანი ზრდა; ასე­ვე და­გეგ­მი­ლია სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­თა ხელ­ფა­სე­ბის მა­ტე­ბაც.

მო­მა­ვა­ლი წლი­დან გა­იზ­რდე­ბა სა­ხელ­მწი­ფო-პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბაც. იმ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს შო­რის, რო­მელ­თა ანა­ზღა­უ­რე­ბაც ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­იზ­რდე­ბა, არი­ან პრე­ზი­დენ­ტი, პრე­მი­ე­რი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბი, კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი; პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი და ა.შ.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, სა­ხელ­მწი­ფო-პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის­თვის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გოს გა­მო­სათ­ვლე­ლად შე­სა­ბა­მი­სი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი 10 კო­ე­ფი­ცი­ენ­ტით შე­ფა­სე­ბუ­ლია პრე­ზი­დენ­ტის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ასე­ვე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სარ­გო. კონ­კრე­ტუ­ლად სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს რაც შე­ე­ხე­ბა, ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი 8 კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი გან­სა­ზღვრუ­ლია პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის გა­სამ­რჯე­ლო­ზე.

ზედ­მე­ტი ხმა­უ­რის შემ­თხვე­ვა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან

ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, ზედ­მე­ტი ხმა­უ­რის შემ­თხვე­ვა­ში და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან. აღ­ნიშ­ნულს გუ­ლის­ხმობს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სი.

კერ­ძოდ, დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, იმ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა, რომ­ლის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ი­სას წარ­მოქ­მნი­ლი ხმა­უ­რი სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნილ ნორ­მას აღე­მა­ტე­ბა, გა­მო­იწ­ვევს პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით. გან­მე­ო­რე­ბით შემ­თხვე­ვა­ში ჯა­რი­მა 200 ლარი იქ­ნე­ბა, ხოლო კი­დევ შემ­დეგ ჯერ­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი 300 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა.

ეს წესი 2025 წლის 1-ლი იან­ვრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

ცვლილებები, რომელიც საქართველოში დღეიდან ამოქმედდა

ცვლილებები, რომელიც საქართველოში დღეიდან ამოქმედდა

2025 წლიდან პენსია 35 ლარით იზრდება, შესაბამისად 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია იანვრიდან, 350 ლარით განისაზღვრება, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 450 ლარის ოდენობით. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 10 დეკემბერს პარლამენტში განაცხადა.

  • მისივე თქმით, ამასთან, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის კანონით განსაზღვრული 20%-იანი დანამატების გათვალისწინებით, 70 წლამდე პირთა პენსია იქნება 420 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 540 ლარი;

გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ 2025 წლიდან გაიზრდება კომპენსაციების მოცულობაც. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 8 მილიარდ 820 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, გაზრდილია 990 მილიონ ლარზე მეტით.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ასიგნებების ფარგლებში გათვალისწინებულია: „მოსახლეობის სოციალური დაცვა - 6 მილიარდ 353 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის: საპენსიო უზრუნველყოფა - 4 მილიარდ 498 მილიონი ლარი, რომლის ფარგლებშიც, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია იზრდება 35 ლარით და 2025 წლის იანვრიდან განისაზღვრება 350 ლარით. 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია, ასევე, იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის კანონით განსაზღვრული 20 პროცენტიანი დანამატების გათვალისწინებით, 70 წლამდე პირთა პენსია იქნება 420 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 540 ლარი;

პენსიის ზრდის შესაბამისად, იზრდება სახელმწიფო კომპენსაციების მიმღებ პირთა კომპენსაციის ოდენობები, რომელთა დაანგარიშება დაკავშირებულია სახელმწიფო პენსიის ოდენობაზე. სახელმწიფო კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ზედა ზღვრის ოდენობა განისაზღვრება 1 035 ლარით, ხოლო ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ზედა ზღვრის ოდენობა განისაზღვრება 1 235 ლარით. მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება - 1 მილიარდ 639 მილიონ ლარამდე;

აღნიშნული თანხის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების, ასევე, დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა სოციალური გასაცემლის ზრდა 35 ლარით, ასევე, გათვალისწინებულია 120 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახების 16 წლამდე ბავშვების ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარების დაფინანსება;

სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში - 113,0 მლნ ლარი. პენსიის ზრდის შესაბამისად, იზრდება საპენსიო დანამატის მოცულობაც; სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის დაფინანსება შეადგენს 95,0 მილიონ ლარს. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა - გათვალისწინებულია 1 მილიარდ 859 მილიონი ლარი, მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება შეადგენს 1 მილიარდ 220 მილიონ ლარს.

პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების ზრდა; სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა - 100 მილიონი ლარი; დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა - 112 მილიონ ლარზე მეტი; იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობა - 268 მილიონი ლარი“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეიდან, თბილისში პიკის საათებში მოძრაობის შეზღუდვა დისტრიბუციის მანქანებსაც შეეხება

დღეიდან, თბილისის საზღვრებში, 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში, მოძრაობის შეზღუდვა სხვა დიდგაბარიტიან ტრანსპორტთან ერთად, უკვე დისტრიბუციის ავტომანქანებსაც შეეხება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 25 დეკემბერს გამართულ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აქამდე დისტრიბუტორებს გარკვეული ვადა ჰქონდათ მიცემული, ხოლო პირველი იანვრიდან შეზღუდვა უკვე აღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებსაც შეეხებათ.

მისივე თქმით, აღნიშნული რეგულაცია ითვალისწინებს შეზღუდვას N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებით დისტრიბუციაზე და არ ეხება M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავთ, რომ შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე, რა დროსაც დედაქალაქში არის უფრო დიდი სატრანსპორტო ნაკადები, დღე-ღამის დანარჩენ მონაკვეთში კი არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული და არც იგეგმება რაიმე ახალი შეზღუდვის დაწესება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

დღეიდან, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან მოქალაქეთა ნაწილისთვის სესხის აღებისას, ცვლილებები ამოქმედდება.

კერძოდ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას ბრძანების მიხედვით, მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 500 000 ლარამდე სესხის აღებას მხოლოდ ლარში შეძლებენ. შესაბამისად, ამ მოცულობის სესხს ეს ადამიანები დღეიდან, უცხოურ ვალუტაში ვეღარ აიღებენ.

ამ ცვლილებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო მაცნეზე ნათია თურნავას ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.

„სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 500 ათას ლარამდე სესხი/საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ლარით გაცემულ სესხად/საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი/საბანკო კრედიტი“.

1-ლი იანვრიდან საჯარო დაწესებულებებში ხელფასები იზრდება. კერძოდ, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის მიხედვით, ხელფასები 10%-ით გაეზრდება საჯარო სამსახურში დასაქმებულ ყველა პირს.

ამასთან, 1-ლი იანვრიდან ხელფასები 10%-ით გაეზრდებათ, პოლიციელებს და ჯარისკაცებს. გარდა ამისა, 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა; ასევე დაგეგმილია საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების მატებაც.

მომავალი წლიდან გაიზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურებაც. იმ თანამდებობის პირებს შორის, რომელთა ანაზღაურებაც ყველაზე მეტად გაიზრდება, არიან პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, კომიტეტის თავმჯდომარეები; პარლამენტის წევრები და ა.შ.

უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგოს გამოსათვლელად შესაბამისი კოეფიციენტები გამოიყენება. ყველაზე მაღალი 10 კოეფიციენტით შეფასებულია პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის სარგო. კონკრეტულად საკანონმდებლო ორგანოს რაც შეეხება, ყველაზე დაბალი 8 კოეფიციენტი განსაზღვრულია პარლამენტის წევრების გასამრჯელოზე.

ზედმეტი ხმაურის შემთხვევაში ავტომობილები დაჯარიმდებიან

ავტომობილები, ზედმეტი ხმაურის შემთხვევაში დაჯარიმდებიან. აღნიშნულს გულისხმობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.

კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. განმეორებით შემთხვევაში ჯარიმა 200 ლარი იქნება, ხოლო კიდევ შემდეგ ჯერზე ავტომობილის მძღოლი 300 ლარით დაჯარიმდება.

ეს წესი 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

იხილეთ ასევე: