მსოფლიო ახალი 2025 წლის შემოსვლას ზეიმობს. საქართველოში წელს განსხვავებული ახალი წელი იყო. საზოგადოების ნაწილი ამ დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეხვდა.
ათასობით პროტესტანტმა რუსთაველის გამზირზე სუფრაც გააწყო. მათ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა. მან ღვინის ჭიქით, მრავალჟამიერის ფონზე მიულოცა მოქალაქეებს ახალი წელი. ოპოზიციური პარტიების ლიდერების დიდმა ნაწილმა ახალი წელი, ხალხთან ერთად, რუსთველის გამზირზე აღნიშნა.
საზოგადოების ნაწილმა ახალი წელი ოჯახთან, საქართველოში, ნაწილმა კი საზღვარგარეთ აღნიშნა. გთავაზობთ ცნობილი ადამიანების საახალწლო ფოტოებს.
"გილოცავთ ახალ წელს! მშვიდობას და ბედნიერებას გისურვებთ" დაწერა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა და მშობლებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
"გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!სიყვარული ჩვენს ოჯახებს, მშვიდობა ჩვენს სამშობლოს, ერთობა ჩვენს ერს" - ამ კომენტარით გამოაქვეყნა პარლამენტის თავმჯდომარემ საოჯახო ფოტო. შალვა პაპუაშვილს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.
"გილოცავთ ახალ 2025 წელს!" - დაწერა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა და ოჯახთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ოჯახურ გარემოში, ვაჟთან და მეუღლესთან - ნიცა თავაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ოჯახურ გარემოში, ვაჟთან და მეუღლესთან - ნიცა თავაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
"მინდა მადლობა გითხრათ გულშემატკივრობისთვის და თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად გისურვოთ საუკეთესო წელი, ჯანმრთელობა, უფლის წყალობა და ყველა ნანატრი სურვილის ახდენა" - დაწერა კვარამ.
უკვე მეორე წელია დუბაიში აღნიშნავს ახალი წლის შემოსვლას შორენა ბეგაშვილი. ცნობილი მსახიობი და "ინფლუენსერი" იქ შვილთან ერთად იმყოფებოდა.
ევას საზოგადოება კარგად იცნობს და მის შესახებ ამბებს ადამიანთა ნაწილი ინტერესით ადევნებს თვალს. წელიწადზე მეტია, რაც შორენა ბეგაშვილი ქართველ ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზეა შეყვარებული. ურუშაძეს საზოგადოება ნაკლებად იცნობს, მისი სახელითა და გვარით გუგლის საძიებო სისტემაში ინფორმაციის მოძიება გაგიჭირდებათ. არ იძებნება ასევე ურუშაძის ფოტოები. როგორც გასულ წელს, ბეგაშვილს დუბაიში სავარაუდოდ წელსაც თან ახლავს საყვარელი მამაკაცი.
"გილოცავთ დამდეგს ❤️ გულით ვისურვებ ბედნიერებას თქვენს ოჯახებს და თავისუფლებას ჩვენს ქვეყანას! 2025 ყოფილიყოს გამარჯვებების და წინსვლის წელი" - წერს ცნობილი ტელესახე გვანცა დარასელი და ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. როგორც აღმოჩნდა ახალ წელს ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად პრაღაში შეხვდა.
„გილოცავთ ახალ წელს“ - წერს, სოციალურ ქსელში ზაზა ფაჩულია და ახალი წლის ღამიდან ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს. ცნობილი კალათბურთელი მეუღლესთან და შვილებთან ერთად წლებია ამერიკაში ცხოვრობს. ახალ 2025 წელს სწორედ კალიფორნიაში შეხვდნენ.
ოჯახურ გარემოში მეუღლესთან და შვილებთან ერთად შეხვდა ახალ წელს პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე.