ავტორი:

“ძალიან მძიმე წელი გავიარეთ - როცა ისტორიული მტერი გაქებს, რაღაც არასწორი ხდება“ - საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი

“ძალიან მძიმე წელი გავიარეთ - როცა ისტორიული მტერი გაქებს, რაღაც არასწორი ხდება“ - საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პაპუნა ჯანელიძე 2024 წელს აჯამებს, საზოგადოებას დამდეგს ულოცავს და აღნიშნავს, რომ საქართველომ მძიმე წელი გაიარა.

“გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!

ძალიან მძიმე წელი გავიარეთ. მძიმე იყო ჩემთვის ადამიანური ურთიერთობები. დიდი იმედგაცრუება იყო სახეცვლილი ადამიანების ხილვა.

ვიცით, რომ გამოუვლია საქართველოს ეს პროცესი ადრეც, თუმცა ძალიან რთულად. ყოველთვის, მტერი საზოგადოების ნაწილის მოსყიდვითა თუ დაშინებით ჩვენს გახლეჩას და დასუსტებას ცდილობდა.

  • მომავალი წლისთვის ვისურვებდი:

- შევძლოთ განსხვავებული აზრის პატივისცემა. ერთმა კაცმა მოუსმინოს სხვა მოქალაქეებს და არ შესწიროს ძალაუფლებას ჩვენი ქვეყნის მომავალი.

- შევძლოთ ერთმანეთის მიტევება. ეკლესიამ ხელი შეუწყოს ამ პროცესს და არა პირიქით, გააღრმაოს იარები.

- მტერი და მოყვასი განვასხვაოთ. მოყვასს მოვუსმინოთ და მივხვდეთ, როცა ისტორიული მტერი გაქებს, რაღაც არასწორი ხდება.

ერთად განვაგრძოთ თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა.

ძალა ერთობაშია!“ - წერს პაპუნა ჯანელიძე.

იხილეთ ასევე: