ავტორი:

"ბოლოს საკუთარ კონცერტზე ვნახე, თითქოს ენერგია არ ჰქონდა... ჯებირებზე იყო დაყუდებული" - რას წერს სტეფანე გარდაცვლილ ჟურნალისტზე

"ბოლოს საკუთარ კონცერტზე ვნახე, თითქოს ენერგია არ ჰქონდა... ჯებირებზე იყო დაყუდებული" - რას წერს სტეფანე გარდაცვლილ ჟურნალისტზე

ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია დღეს "ფორმულამ" გაავრცელა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში "ლაფერა" მუშაობდა.

"დღეს ჩვენთვის მწუხარების დღეა — გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და მეგობარი გიორგი ლაფერაშვილი. ლაფერას უდროოდ წასვლა განუზომელი პერსონალური და პროფესიული დანაკლისია. ვიზიარებთ და ვუერთდებით მისი ოჯახის, მეგობრების, კოლეგების ღრმა მწუხარებას" - წერია ინფორმაციაში.

რამდენიმე დღის წინ ლაფერაშვილის ჯანმრთელობა გაუარესდა. ის თურქეთის კლინიკაში იყო მოთავსებული და მკურნალობის ინტენსიურ კურსს გადიოდა. სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი იხსენებს ცნობილ ჟურნალისტს.

მათ შორის არის მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი, რომელიც წერს:

"ბოლოს საკუთარ კონცერტზე ვნახე, თითქოს ენერგია არ ჰქონდა. გვიან დაიწყო კონცერტი და რომ უსმენდა, თან ვხვდებოდი რომ მოსწონდა, მაგრამ ჯებირებზე იყო ჩამოყუდებული და ისე უსმენდა მშვიდად. ბოლომდე ვეღარ დარჩა და ცოტა მეწყინა რომ არ იყო ბოლომდე, დილით ეს პოსტი დამხვდა..

პირველად სადღაც 1996-1997 წელს გავიცანი, მაშინ რადიოში მუშაობდა და მაგ დროიდან სულ კარგი ურთიერთობა გვქონდა. არარის ადამიანი, ვინც იცნობს და "ლაფერა" არ უყვარს. მშვიდობით, მეგობარო. ოქროს ადამიანო. შენ ბევრი სიყვარული გაქვს ჩვენგან" - წერს სტეფანე.

ნახეთ ასევე: