საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სილქნეტი: "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა" 2024 წელს უპრეცედენტო თანხა მოახმარა ბენეფიციარებს
სილქნეტი: "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა" 2024 წელს უპრეცედენტო თანხა მოახმარა ბენეფიციარებს

სილ­ქნე­ტის მიერ და­ფუძ­ნე­ბულ­მა „დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონდმა“ 2024 წელს ჯან­მრთე­ლო­ბის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და ადაპ­ტა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო თან­ხა - 1 097 000 ლარი მო­ახ­მა­რა დაჭ­რილ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს, ვე­ტე­რა­ნებ­სა და მათ ოჯა­ხებს. სილ­ქნე­ტის მიერ ფონდში შე­ტა­ნილ­მა თან­ხამ წელს 781 000 ლარი შე­ად­გი­ნა, ხოლო სხვა შე­მომ­წირ­ვე­ლე­ბის­გან ფონდში 316 000 ლარი ჩა­ი­რი­ცხა. ფონდმა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ნა­ყო­ფი­ე­რად ითა­ნამ­შრომ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან. ფონ­დი­სა და სა­მი­ნის­ტროს მიერ ერ­თობ­ლი­ვად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია 1 070 000 ლა­რის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა. სრუ­ლად, წელს ფონდმა სილ­ქნეტ­თან, სხვა შე­მომ­წირ­ვე­ლებ­თან და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად დაჭ­რი­ლი მებ­რძო­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს 1 612 000 ლარი მო­ახ­მა­რა.

2024 წელს 110 ბე­ნე­ფი­ცი­არს გა­ე­წია დახ­მა­რე­ბა, მათ შო­რის, დაჭ­რილ სამ­ხედ­რო­ებს, მათ მე­უღ­ლე­ებ­სა და არას­რულ­წლო­ვან შვი­ლებს. და­ფი­ნანსდა შემ­დე­გი კა­ტე­გო­რი­ე­ბი:

  • 9 ოპე­რა­ცია - 187 771 ლარი
  • 10 მე­დი­კა­მენ­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა - 40 004 ლარი
  • 17 ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის 50%-იანი თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა - 533 571 ლარი
  • 16 არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის და­ფი­ნან­სე­ბა - 30 522 ლარი
  • 14 ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის მე­უღ­ლე­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა - 26 044 ლარი
  • 27 სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა და კვლე­ვე­ბი - 192 132 ლარი
  • 9 სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ვენ­ტა­რის შე­ძე­ნა და ადაპ­ტა­ცია - 19 202 ლარი
  • 5 სას­წავ­ლო კურ­სის და­ფი­ნან­სე­ბა - 7 126 ლარი
  • 4 რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სი და სხვა - 38 349 ლარი

გან­ვლი­ლი წელი მხარ­დამ­ჭერ­თა და შე­მომ­წირ­ველ­თა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გვერ­დში დგო­მი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ფონ­დის შე­მომ­წირ­ველ­თა სია ყო­ველ­წლი­უ­რად მა­ტუ­ლობს. არი­ან ტრა­დი­ცი­უ­ლი შე­მომ­წირ­ვე­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც ყო­ველ წელს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ დო­ნა­ცი­ებს ფონდში (ფონ­დის შე­მომ­წირ­ვე­ლე­ბი).

მე­დია ჰოლ­დინ­გმა „პა­ლიტ­რამ“ საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა სრუ­ლად ფონდში ჩა­რი­ცხა.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩომ ფონ­დის მხარ­და­სა­ჭე­რად დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის­თვის ინ­გლი­სუ­რი ენის შემ­სწავ­ლე­ლი კურ­სე­ბი და­ა­ფი­ნან­სა. სა­ელ­ჩოს მხრი­დან ეს მხარ­და­ჭე­რა უკვე მე­სა­მე წე­ლია ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რო­მე­ლიც 2025 წელ­საც გაგ­რძელ­დე­ბა.

წე­რო­ვან­ში 30 ივ­ნისს გა­მარ­თულ დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა კვი­რე­უ­ლის გახ­სნას ფონ­დის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, და­ვით მა­მუ­ლა­იშ­ვი­ლი და­ეს­წრო. მან მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ ფონ­დი მიმ­დი­ნა­რე წელს გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობ­და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან, აღ­ნიშ­ნა უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მა­ღა­ლი თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბე­ბი­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

თბი­ლი­სის სამ­ხედ­რო ატა­შე­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ სექ­ტემ­ბერ­ში ფონ­დის მხარ­და­სა­ჭე­რად მე­ო­რე საქ­ველ­მოქ­მე­დო გარ­ბე­ნი ჩა­ა­ტა­რა. გარ­ბე­ნის­თვის მზა­დე­ბას ლი­ე­ტუ­ვის, აშშ-სა და დიდი ბრი­ტა­ნე­თის სამ­ხედ­რო ატა­შე­ე­ბი უძღვე­ბოდ­ნენ. ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ შე­ი­ტა­ნა. ღო­ნის­ძი­ე­ბამ წელს კი­დევ უფრო მას­შტა­ბუ­რი სახე მი­ი­ღო და ტრა­დი­ცი­ად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. საქ­ველ­მოქ­მე­დო გარ­ბენ­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­მა და დაჭ­რილ-და­შა­ვე­ბულ­მა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­მა. მა­რა­თონს, ასე­ვე, თავ­დაც­ვის მო­ხა­ლი­სე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მათი მე­გობ­რე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი შე­უ­ერ­თდნენ.

„ამ ყო­ველ­წლი­ურ მა­რა­თონ­ში თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბის სამ­ხედ­რო ატა­შე­ე­ბი და სამ­ხედ­რო პი­რე­ბი. ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლია, რომ ამე­რი­კის და ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რა გრძელ­დე­ბა და ხაზი ეს­მე­ბა, თუ რო­გორ პა­ტივს სცე­მენ ჩვენს მებ­რძო­ლებს. რა შე­იძ­ლე­ბა, იყოს იმა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ გახ­სოვ­დეს შენი მებ­რძო­ლე­ბი და პა­ტივს სცემ­დე მათ“, - აღ­ნიშ­ნა ფონ­დის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა გი­ორ­გი რა­მიშ­ვილ­მა.

გრძელ­დე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ბრი­ტა­ნულ სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ Invictus Games Foundation-თან. ბრი­ტა­ნუ­ლი ფონ­დის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გრან­ტით გა­სულ წელს „დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონდმა“ მჯდო­მა­რე კა­ლათ­ბურ­თის ეტ­ლე­ბი შე­ი­ძი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა გუნ­დის­თვის. ქარ­თვე­ლი დაჭ­რი­ლი მე­ომ­რე­ბი ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ძლი­ერ­თა თა­მა­შებ­ში, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში იმარ­თე­ბა. ბრი­ტა­ნუ­ლი ფონდმა - Invictus Games Foundation - წელ­საც გა­აგ­რძე­ლა „დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონდთან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ქარ­თულ ფონდს მე­ო­რედ გა­დას­ცემს გრანტს. ამ გრან­ტით ფონ­დი შე­ი­ძენს პარა-მშვილ­დოს­ნო­ბის ინ­ვენ­ტარს სა­ქარ­თვე­ლოს დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა გუნ­დის­თვის.

ფონ­დი მად­ლო­ბას უხ­დის ყვე­ლა შე­მომ­წირ­ველ­სა და მხარ­დამ­ჭერს გან­სა­კუთ­რე­ბით ნა­ყო­ფი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სათ­ვის 2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

R

ავტორი:

სილქნეტი: "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა" 2024 წელს უპრეცედენტო თანხა მოახმარა ბენეფიციარებს

სილქნეტი: "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა" 2024 წელს უპრეცედენტო თანხა მოახმარა ბენეფიციარებს

სილქნეტის მიერ დაფუძნებულმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 2024 წელს ჯანმრთელობის, განათლებისა და ადაპტაციის საკითხებში უპრეცედენტო თანხა - 1 097 000 ლარი მოახმარა დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს, ვეტერანებსა და მათ ოჯახებს. სილქნეტის მიერ ფონდში შეტანილმა თანხამ წელს 781 000 ლარი შეადგინა, ხოლო სხვა შემომწირველებისგან ფონდში 316 000 ლარი ჩაირიცხა. ფონდმა განსაკუთრებულად ნაყოფიერად ითანამშრომლა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან. ფონდისა და სამინისტროს მიერ ერთობლივად განხორციელებულია 1 070 000 ლარის თანადაფინანსება. სრულად, წელს ფონდმა სილქნეტთან, სხვა შემომწირველებთან და თავდაცვის სამინისტროსთან ერთად დაჭრილი მებრძოლების საჭიროებებს 1 612 000 ლარი მოახმარა.

2024 წელს 110 ბენეფიციარს გაეწია დახმარება, მათ შორის, დაჭრილ სამხედროებს, მათ მეუღლეებსა და არასრულწლოვან შვილებს. დაფინანსდა შემდეგი კატეგორიები:

  • 9 ოპერაცია - 187 771 ლარი
  • 10 მედიკამენტებით უზრუნველყოფა - 40 004 ლარი
  • 17 ბენეფიციარის 50%-იანი თანადაფინანსება - 533 571 ლარი
  • 16 არასრულწლოვანი შვილის დაფინანსება - 30 522 ლარი
  • 14 ბენეფიციარის მეუღლეების დაფინანსება - 26 044 ლარი
  • 27 სამედიცინო მომსახურება და კვლევები - 192 132 ლარი
  • 9 სამედიცინო ინვენტარის შეძენა და ადაპტაცია - 19 202 ლარი
  • 5 სასწავლო კურსის დაფინანსება - 7 126 ლარი
  • 4 რეაბილიტაციის კურსი და სხვა - 38 349 ლარი

განვლილი წელი მხარდამჭერთა და შემომწირველთა განსაკუთრებული გვერდში დგომითაც გამოირჩეოდა. ფონდის შემომწირველთა სია ყოველწლიურად მატულობს. არიან ტრადიციული შემომწირველებიც, რომლებიც ყოველ წელს ახორციელებენ დონაციებს ფონდში (ფონდის შემომწირველები).

მედია ჰოლდინგმა „პალიტრამ“ საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა სრულად ფონდში ჩარიცხა.

დიდი ბრიტანეთის საელჩომ ფონდის მხარდასაჭერად დაჭრილ მებრძოლთა არასრულწლოვანი შვილებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები დააფინანსა. საელჩოს მხრიდან ეს მხარდაჭერა უკვე მესამე წელია ხორციელდება, რომელიც 2025 წელსაც გაგრძელდება.

წეროვანში 30 ივნისს გამართულ დაჭრილ მებრძოლთა კვირეულის გახსნას ფონდის გენერალური დირექტორი, დავით მამულაიშვილი დაესწრო. მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ფონდი მიმდინარე წელს განსაკუთრებით აქტიურად თანამშრომლობდა თავდაცვის სამინისტროსთან, აღნიშნა უპრეცედენტოდ მაღალი თანადაფინანსებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციამ სექტემბერში ფონდის მხარდასაჭერად მეორე საქველმოქმედო გარბენი ჩაატარა. გარბენისთვის მზადებას ლიეტუვის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშეები უძღვებოდნენ. ღონისძიების ორგანიზებაში მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეიტანა. ღონისძიებამ წელს კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიიღო და ტრადიციად ჩამოყალიბდა. საქველმოქმედო გარბენში აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თავდაცვის სამხედრო მოსამსახურეებმა და დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა. მარათონს, ასევე, თავდაცვის მოხალისე ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათი მეგობრები და ოჯახის წევრები შეუერთდნენ.

„ამ ყოველწლიურ მარათონში თავდაცვის სამინისტროსთან ერთად მონაწილეობენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების სამხედრო ატაშეები და სამხედრო პირები. ძალიან დასაფასებელია, რომ ამერიკის და ევროპის ქვეყნების მხარდაჭერა გრძელდება და ხაზი ესმება, თუ როგორ პატივს სცემენ ჩვენს მებრძოლებს. რა შეიძლება, იყოს იმაზე მნიშვნელოვანი, რომ გახსოვდეს შენი მებრძოლები და პატივს სცემდე მათ“, - აღნიშნა ფონდის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.

გრძელდება თანამშრომლობა ბრიტანულ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ Invictus Games Foundation-თან. ბრიტანული ფონდის მიერ მიღებული გრანტით გასულ წელს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ მჯდომარე კალათბურთის ეტლები შეიძინა საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა გუნდისთვის. ქართველი დაჭრილი მეომრები ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ ძლიერთა თამაშებში, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. ბრიტანული ფონდმა - Invictus Games Foundation - წელსაც გააგრძელა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდთან“ თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც ქართულ ფონდს მეორედ გადასცემს გრანტს. ამ გრანტით ფონდი შეიძენს პარა-მშვილდოსნობის ინვენტარს საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა გუნდისთვის.

ფონდი მადლობას უხდის ყველა შემომწირველსა და მხარდამჭერს განსაკუთრებით ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის 2024 წლის განმავლობაში.

R