ავტორი:

10 წიგნი, რომლებიც დასვენების დღეებში უნდა წაიკითხოთ

10 წიგნი, რომლებიც დასვენების დღეებში უნდა წაიკითხოთ

დასვენების დღეები შესანიშნავი შესაძლებლობაა, დაისვენოთ და გაერთოთ, მაგრამ ამავდროულად, მიიღოთ სასიამოვნო ემოციები და ცოდნა წიგნისგან. სწორად შერჩეული წიგნი თქვენი დასვენების დღეებს ნამდვილად დასამახსოვრებელს გახდის. ეს შეიძლება იყოს სამოგზაურო რომანი, ცხოვრებისეული ისტორია, სამეცნიერო ფანტასტიკა ან სულაც ბიზნესლიტერატურა. ჟანრს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია გამოცემა თქვენს ინტერესებს აკმაყოფილებდეს.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 10 საინტერესო წიგნს, რომლებიც თქვენს დასვენების დღეებს შთამბეჭდავ თავგადასავლად აქცევს. მზად ხართ? მაშინ დავიწყოთ!

„მანიფესტი“, ბერნარდინ ევარისტო

ბერნარდინ ევარისტო ბუკერის პრემიის ნახევარსაუკუნოვან ისტორიაში პირველი შავკანიანი მწერალია, რომელსაც ეს უმნიშვნელოვანესი პრემია მიენიჭა. გზა დამამცირებელი, რასისტული გარემოს მსხვერპლი დან მსოფლიოში აღიარებულ მწერლამდე მან გაიარა შეუპოვრად, თამამად და უკომპრომისოდ და სწორედ ასეთ მწერლად შევიდა ისტორიაშიც. წიგნის ქვესათაური „რომ არასდროს დავნებდეთ“ ზუსტად ასახავს ევა რისტოს ცხოვრების ბუნებას. რასიზმით გაჟღენთილ გარემოში გატარებული ბავშვობიდან დაწყებული, ცნობისმოყვარე, მოუსვენარმა და ყველასგან განსხვავებულმა გოგონამ დამოუკიდებლად გაიკვალა ყველა გზა, შეხვდა უამრავ ადამიანს, მიიღო აურაცხელი იმედგაცრუება, ბევრჯერ განიცადა შიში, ბრაზი, შეურაცხყოფა, მაგრამ არასდროს შეჰპარვია უიმედობა, ყოველთვის სჯეროდა, რომ ეკისრებოდა პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ მილიონობით თავისნაირის წინაშე და ჯიუტად აგრძელებდა გზას. მრავალფეროვანი ცხოვრებისეული და შემოქმედებითი გამოცდილებით გამდიდრებული მწერალი ჰყვება თავის ცხოვრებაზე, ამ პრიზმაში აქცევს ხელოვნების, რასის, შემოქმედებითობის, ფემინიზმის, სექსუალობის საკითხებსაც და, რაც მთავარია, ამას აკეთებს უშიშრად, შეულამაზებ ლად და ზოგჯერ შოკის მომგვრელი გულახდილობით.

„ცდუნების ხელოვნება“, რობერტ გრინი

მიიღეთ ის, რაც გსურთ ნებისმიერი ადამიანის უდიდესი სისუსტის გამოყენებით - ეს სისუსტე სიამოვნების მიღების სურვილია. ცდუნება ძალაუფლების ყველაზე დახვეწილი, მიუწვდომელი და შედეგიანი ფორმაა. მსოფლიო ბესტსელერის, „ძალაუფლების 48 კანონი""-ის ავტორმა დაწერა სახელმძღვანელო, რომელიც თავს უყრის ცდუნების შესახებ კლასიკური ლიტერატურის ნიმუშებს. „ცდუნების ხელოვნება"" გვაცნობს ათ არქეტიპულ მაცდუნებელს და მათ მახასიათებლებს, ასევე 24 სტრატეგიასა და მანევრს, რომლითაც ნებისმიერს შეუძლია დაძლიოს მსხვერპლის წინააღმდეგობა ამ დესტრუქციული და მარადიული ხელოვნების პრაქტიკულად გამოყენების მეშვეობით. „ძალაუფლების 48 კანონის" მსგავსად, „ცდუნების ხელოვნება" შეუცვლელი გზამკვლევია იმისა, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ დარწმუნების მეთოდი - კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ უდიდესი იარაღი და ძალაუფლების უმაღლესი ფორმა.

„ინტერესის ზონა“, მარტინ ემისი

მარტინ ემისის ამ შესანიშნავ რომანს სამართლიანად უწოდეს „25 წლის განმავლობაში ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი მწერლის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი“. „ინტერესის ზონა“ შემზარავი სიცხადით გვიხატავს ნაცისტთა სადაგ დღეებს _ საკონცენტრაციო ბანაკის უსასტიკეს, სისხლიან ყოფას, დიდჩინოსან ნაცისტთა დიდებულ წვეულებებსა და აღვირახსნილობას, ოფიცრების ცხოველურ დამოკიდებულებას ტყვეთა მიმართ, სიგიჟის ზღვრამდე მისულ იდეოლოგიისა და ფიურერის სახელით მოხუცების, ქალების, ბავშვების განურჩევლად და ცინიკურად ხოცვას. აქ ოსტატურად ენაცვლება ერთმანეთს გმირების სატრფიალო თავგადასავლები, დეტექტიური ინტრიგები, იუმორი და სატირა, რაც უფრო ცხადს ხდის ვითარების ტრაგიზმს, აბსურდულობას და შეგვახსენებს, რომ ამის დავიწყება არ შეიძლება!

„ათასსახოვანი გმირი“, ჯოზეფ კემპბელი

ამერიკელი მწერალი და პედაგოგი ჯოზეფ კემპბელიიგი ბავშვობიდან დიდ ინტერესს იჩენდა მითოლოგიის მიმართ და აქტიურად კითხულობდა წიგნებს ინდიელთა კულტურის შესახებ. კემპბელი ხშირად დადიოდა მუზეუმებში, სადაც უძველეს არტეფაქტებს გულისყურით ათვალიერებდა.

კემპბელის თეორიის მიხედვით, თითოეული ამბავი კულტურაში გამოვლენილი სიმბოლოების დახმარებით ცდილობს ახსნას სამყაროს თავს დატეხილი სოციალური, კოსმოლოგიური თუ სულიერი მდგომარეობა. ავტორის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს მის კალიფორნიაში გატარებულ პერიოდს, სადაც მან ჯონ სტაინბეკი და ბიოლოგი ედ რიკეტსი გაიცნო.

1944 წელს კემპბელმა, ჰენრი მორტონ რობინსონთან ერთად, გამოსცა წიგნი A Skeleton Key to Finnegans Wake. ამ ამბიდან 5 წლის შემდეგ ავტორმა გამოაქვეყნა პირველი დიდი ნაშრომი, „ათასსახოვანი გმირი“, რომელმაც მალევე დიდი აღიარება მოუტანა მწერალს. კემპბელი ამ ნაწარმოებში შენიშნავდა, რომ კულტურული სახესხვაობების მიუხედავად, ყველა გმირი ერთ გზას გადის საბოლოო მიზნის მისაღწევად. მან გამოყო აღნიშნული თავგადასავლის თავისებურებები და მოახდინა მათი კლასიფიკაცია.

„სიმღერა აქილევსზე“, მადელინ მილერი

არაფრით გამორჩეული განდევნილი უფლისწული, ბერძენთა შორის საუკეთესო გმირის, უბადლო აქილევსის თავმდაბალი მეგობარი პატროკლოსი გვიამბობს თავისი მეგობრობისა და სიყვარულის ამბავს. აქილევსისა და პატროკლოსის ურთიერთობა ავწინასწარმეტყველებაზე, სასტიკი მოქიშპე ღმერთების ნებასურვილსა და პატივმოყვარე მეფეთა ახირებებზე იყო დამოკიდებული. ისინი ებრძოდნენ მათ ინტრიგებს, აქილევსის ქალღმერთი დედის პატროკლოსისადმი სიძულვილს და ცდილობდნენ ღმერთებსაც არ დამორჩილებოდნენ. მადელინ მილერმა სადებიუტო რომანში ”სიმღერა აქილევსზე“ სრულიად ახლებურად წარმოგვიდგინა ძველი ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟები, ჰომეროსის უკვდავი ”ილიადის“ გმირები, სწორედ ამიტომ დაიმსახურა მკითხველთა დიდი მოწონება და ინტერესი. ეს არის ეპიკური რომანი, მაგრამ, ამასთანავე, მეტად ცოცხალი და ადამიანური.

„ნორთენგერის სააბატო“, ჯეინ ოსტინი

„ნორთენგერის სააბატომ”, ინგლისელი მწერლის, ჯეინ ოსტინის პირველმა რომანმა, მწერლის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იხილა დღის სინათლე და პოპულარობაც მოიპოვა. ეს არის სიყვარულისა და სახალისო თავგადასავლების ამბავი 17 წლის პროვინციელ გოგონაზე, რომელსაც სამყაროზე წარმოდგენა გოთიკურმა რომანებმა შეუქმნა, და რომელსაც ყველგან პირქუში საიდუმლოებანი და ამოუცნობი დანაშაულები ელანდება, მით უმეტეს, როცა მომავალ საქმროს ესტუმრება ნამდვილ გოტიკურ მამულში. “ნორთენგერის სააბატომ” რეჟისორებიც დააინტერესა და მწერლის შემოქმედების თაყვანისმცემლებმა მისი ორი ეკრანიზაცია იხილეს: 1986 წელს რეჟისორ ჯაილზ ფოსტერის ფილმი, მთავარი როლების, ქეთრინ შლე ზინგერისა და პიტერ ფერთის შესრულებით, 2006 წელს კი ჯონ ჯონსის ფილმი, რომელშიც მთავარი როლები ჯეი ჯეი ფილდმა და ფელისიტი ჯონსმა განასახიერეს.

„მემკვიდრეობის თამაშები“, ჯენიფერ ლინ ბარნსი

17 წლის გოგონას 4 მილიარდ დოლარს უანდერძებს სრულიად უცნობი მილიარდერი მხოლოდ იმიტომ, რომ გამოცანები, ანაგრამები და თავსატეხები უყვარს. მემკვიდრეობის თავისი წილის მისაღებად გოგონაც იძულებულია სარისკო თამაშში ჩაერთოს, რის დროსაც ახირებული მოხუცის ოჯახის არაერთ საიდუმლოს აეხდება ფარდა და სიკვდილსაც ჩახედავს თვალებში, რადგან სისხლისმიერ მემკვიდრეებს სულაც არ სურთ უზარმაზარი ქონების დათმობა.

„მისის მაკგინტი მკვდარია“, აგათა კრისტი

სახელოვან ერკიულ პუაროს ძალზე იდუმალი მკვლელობის გამოძიება მოუწევს _ ერთ პატარა ინგლისურ სოფელში დღიურად მომუშავე მოხუცი ქალი მოკლეს... ვითომ გასაძარცვად, მაგრამ, როგორც გაირკვა, საქმე სულ სხვაგვარად ყოფილა! ვის შეუშალა ხელი საცოდავმა მოხუცმა, რა იცოდა ასეთი?! _ სწორედ ამას გაარკვევს ბელგიელი მაძებარი ერკიულ პუარო.

„მკვლელობების სახელმძღვანელო კარგი გოგონასთვის“, ჰოლი ჯექსონი

სკოლაში ყველაზე ლამაზი გოგონა შეყვარებულმა მოკლა და ჩადენილის აღიარების შემდგომ თავი მოიკლა. საქმე დაიხურა. პატარა ქალაქმა დაიჯერა, რომ ყველაფერი გაირკვა, მაგრამ მართლაც ისე მოხდა ყველაფერი, როგორც გამოძიებამ „დაადგინა“? პატარა ქალაქში ამის მხოლოდ ერთ გოგონას არ სჯერა. ამიტომაც სკოლის დამამთავრებელი საკვალიფიკაციო პროექტის თემად ეს ამბავი აირჩია და არც შემცდარა, თუმცა ამ ტრაგედიის ბნელი საიდუმლოების გახსნა თურმე ბევრს არ აძლევდა ხელს.

R