სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნახიდურის ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენს საზოგადოებაში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე" - ომბუდსმენის განცხადება
"ნახიდურის ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენს საზოგადოებაში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე" - ომბუდსმენის განცხადება

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ნა­ხი­დურ­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:

"ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამთ, გუ­შინ, ნა­ხი­დურ­ში, ტრა­გი­კუ­ლი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის გამო, რომ­ლის შე­დე­გად ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი და­ი­ღუ­პა. თა­ნა­ვუგ­რძნობთ და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებ­სა და მე­გობ­რებს ამ ურ­თუ­ლეს დროს.

ეს ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა კი­დევ ერთხელ მი­უ­თი­თებს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, რო­გო­რი­ცაა კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა, თა­ნას­წო­რო­ბა და საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა. ყვე­ლა ბავ­შვს აქვს ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბა, იცხოვ­როს უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში, რაც მო­ი­ცავს უსაფრ­თხო გზე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სივ­რცე­ე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას.

მო­ვუ­წო­დებთ შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს, პრი­ო­რი­ტე­ტი მი­ა­ნი­ჭონ საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის და­ნერგვა­სა და აღ­სრუ­ლე­ბას, მათ შო­რის, შე­სა­ბა­მი­სი საგ­ზაო ნიშ­ნე­ბის მო­წყო­ბას, სიჩ­ქა­რის შე­ზღუდ­ვას და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის კამ­პა­ნი­ებს, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ მსგავ­სი ტრა­გე­დი­ე­ბი.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მე­დი­ამ გა­მო­ი­ჩი­ნოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე მიმ­დი­ნა­რე ტრა­გე­დი­ის გა­შუ­ქე­ბი­სას, არ გა­ავ­რცე­ლოს გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია და სი­ძულ­ვი­ლის ენა. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი აქ­ტი­უ­რად გა­აგ­რძე­ლებს შემ­თხვე­ვის მო­ნი­ტო­რინგს" - წე­რია ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ნახიდურის ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენს საზოგადოებაში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე" - ომბუდსმენის განცხადება

"ნახიდურის ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენს საზოგადოებაში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე" - ომბუდსმენის განცხადება

სახალხო დამცველი ნახიდურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს:

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, გუშინ, ნახიდურში, ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომლის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაიღუპა. თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს ამ ურთულეს დროს.

ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენს საზოგადოებაში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიცაა კანონის უზენაესობა, თანასწორობა და საგზაო უსაფრთხოების დაცვა. ყველა ბავშვს აქვს ფუნდამენტური უფლება, იცხოვროს უსაფრთხო გარემოში, რაც მოიცავს უსაფრთხო გზებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ხელმისაწვდომობას.

მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, პრიორიტეტი მიანიჭონ საგზაო უსაფრთხოების ზომების დანერგვასა და აღსრულებას, მათ შორის, შესაბამისი საგზაო ნიშნების მოწყობას, სიჩქარის შეზღუდვას და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგედიები.

მნიშვნელოვანია მედიამ გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე მიმდინარე ტრაგედიის გაშუქებისას, არ გაავრცელოს გადაუმოწმებელი ინფორმაცია და სიძულვილის ენა. სახალხო დამცველი აქტიურად გააგრძელებს შემთხვევის მონიტორინგს" - წერია ლევან იოსელიანის განცხადებაში.

წაიკითხეთ ასევე: