მსოფლიოში პირველად, უკრაინელებმა რუსული „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი საზღვაო დრონით გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, შავ ზღვაში გამართული ბრძოლის დროს, რუსული „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი R-73 SeeDragon რაკეტებით განადგურდა.
ამასთან, ბრძოლის დროს კიდევ ერთი რუსული ვერტმფრენი დაზიანდა, თუმცა აეროდრომამდე მიაღწია.