გარდაიცვალა ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი. ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს, სადაც ბოლო წლების განმავლობაში "ლაფერა" მუშაობდა.
"დღეს ჩვენთვის მწუხარების დღეა — გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და მეგობარი გიორგი ლაფერაშვილი. ლაფერას უდროოდ წასვლა განუზომელი პერსონალური და პროფესიული დანაკლისია. ვიზიარებთ და ვუერთდებით მისი ოჯახის, მეგობრების, კოლეგების ღრმა მწუხარებას" - წერია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ლაფერაშვილის ჯანმრთელობა გაუარესდა. ის თურქეთის კლინიკაში იყო მოთავსებული და მკურნალობის ინტენსიურ კურსს გადიოდა.