მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მერსედერსის მარკის ავტომობილი, რომელსაც ადგილობრივი მართავდა ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ მათი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2003 წელს დაბადებული თ.ჩ. (თენგო ჩხეტიანი) უკვე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი, საავტომობილო გზაზე, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით ოთხ მგზავრთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად, ქვეითად მოძრავი ორი მოზარდი, აქედან ერთ-ერთი ადგილზე, ხოლო მეორე სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს" - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ავტოსაგზაო შემთხვევისას დაიღუპნენ სინან შარიფოვი და ელჩინ ბინათოვი
"ცუდი ამბავი მოხდა ჩვენს სოფელში, ნახიდურში, ცენტრალურ გზაზე დატრიალდა ეს ავტოსაგზაო შემთხვევა. ორივე გარდაცვლილი ჩვენი სოფლის მაცხოვრებელია. 16 წლის და 17 წლის ბიჭები დაიღუპნენ. ახლა შემთხვევის ადგილზე ვიმყოფები, ძალიან ცუდი ფაქტია მომხდარი. ეს ბიჭები მანქანის ხელობას სწავლობდნენ, სახელოსნოდან სახლში ბრუნდებოდნენ, მუშაობას მორჩნენ და იქიდან მოდიოდნენ სახლებში, როცა მერსედერსი დაეჯახა...განაგრძეთ კითხვა
ნახეთ ასევე: