საჯარო რეესტრის სამი თანამშრომელი წერს, რომ ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მერი თაგოშვილი, ელზა გელაძე და ზურა გეგეშიძე წერენ, რომ მათ უწყებამ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა. მათივე ინფორმაციით, შეტყობინება ტელეფონით მიიღეს.
მერი თაგოშვილი: "საჯარო რეესტრთან შრომით ურთიერთობაში ვიმყოფებოდი 2 წელიწადზე მეტ ხანს. დღეს კი, არასამუშაო დროს (21:08) სატელეფონო კომუნიკაცია და მეილის საშუალებით მეცნობა რომ საჯარო რეესტრსა და ჩემს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა და ორგანიზაცია დარჩენილი სამუშაოების მცირე მოცულობიდან გამომდინარე, მოკლებულია, შესაძლებლობას გააფორმოს ახალი შრომითი ხელშეკრულება.ხელშეკრულების არ/ვერ გაგრძელება კი,რა თქმა უნდა, უკავშირდება იმ პეტიციაზე ხელის მოწერას, რითაც საჯარო რეესტრის თანამშრომლები ვემიჯნებით ანტიევროპულ გადაწყვეტილებას".
ელზა გელაძე: "რამდენიმე საათის წინ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო • National Agency of Public Registry ჩემთან ხელშეკრულებას აღარ გააგრძელებს, რის მიზეზადაც ჩემი როგორც კადრის საჭიროების არ არსებობა დასახელდა. რა თქმა უნდა ამისი არავის სჯერა, როგორც ჩანს ამოქმედდა ,,კანონი შემცირებებთან”დაკავშირებით. ერთ-ერთი პირველი ვიყავი ვინც მოაწერა ხელი პეტიციას რომლითაც ვგმობდით ძალადობას, ჩვენს თანამოქალაქეებზე და ვითხოვდით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის აღსრულებას.
ჩემთან ერთად გაუშვეს არაერთი ადამიანი, მათ შორის ქუთაისის ოფისიდან, ვისაც ასევე ჰქონდა პეტიციაზე ხელი მოწერილი. ეს ყველაფერი მოხდა სრულიად გაუფრთხილებლად, ახალი წლის წინა ღამით. რა თქმა უნდა ვიბრძოლებ ბოლომდე, ჩვენი ევროპული მომავლისთვის და თუ ამის გამო უნდა ვიდევნებოდე, ესე იგი სწორი გზით მივლია აქამდეც.მე ხვალ გავიღვიძებ ჩემს შვილთან ერთად და მისთვის თვალებში ჩახედვის არ შემრცხვება და თქვენ, რას მოუყვებით შვილებს??და ბოლოს მივმართავ ჩემს ყოფილ კოლეგებს, ის რაც დღეს მოხდა არის კლასიკური დაშინებისა და რეპრესიების მაგალითი და თუ დღეს ამას ვინმე შეეგუება შემდეგი შეიძლება თვითონ იყოს !!!წინ ევროპისკენ".
ზურა გეგეშიძე: "მეც მომილოცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო • National Agency of Public Registry ახალი წელი და აღარ გამიგრძელა ხელშეკრულება, იმის გამო რომ ხელი მქონდა პეტიციაზე მოწერილი. არა რუსულ რეჟიმს ! საქართველოს მომავალი ევროპაშია!".