ავტორი:

კანონები, რომელიც საქართველოში გუშინდელი დღიდან შევიდა ძალაში

კანონები, რომელიც საქართველოში გუშინდელი დღიდან შევიდა ძალაში

გაზრდილი ადმინისტრაციული ჯარიმები, საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციის პროცესი გამარტივება, დემონსტრანტების მიერ აქციების დროს ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით სახის დაფარვის, ასევე ლაზერული მოწყობილობებისა და პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვა - ეს იმ კანონების ნაწილია, რომელიც „საკანონმდებლო მაცნეზე“ უკვე გამოქვეყნებულია და მოქმედების ვადაც დღეიდან იწყება.

ჯამში, საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა ხელი უკვე 28 კანონპროექტს მოაწერა.

უფრო კონკრეტულად, "ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ იმ ცვლილების შესახებ ინფორმაციას, რომელიც 30 დეკემბრიდან ძალაში შესულად ითვლება:

შეკრება მანიფესტაციების დროს სახის ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა უკვე აკრძალულია, ისევე როგორც პიროტექნიკის, ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი საშუალების გამოყენება. აღნიშნულისთვის აქციის მონაწილე 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

რეგულაციის თანახმად, იმ პირთა ნუსხას, რომელთაც პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე სახის დაფარვის უფლება ექნებათ, შინაგან საქმეთა მინისტრი დაადგენს. ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრი განსაზღვრავს ასეთ პირებზე შესაბამისი ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს...განაგრძეთ კითხვა